შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-550-9 - 1951 წელი


მწერალთა კავშირის გამგეობის პლენუმზე
13 ოკტომბერს, 1951 წ.
არც ერთი გამომსვლელისთვის ისეთი ოვაციები არ გაუმართავთ, როგორც ჩემს გამოსვლაზე მოხდა. ხალხით გაჭედილი იყო მწერალთა სასახლე. მხურვალედ მესალმებოდენ მწერლები.

* * *
უცნაური ამბები ხდება ქვეყანაზე: როდესაც მე სიტყვას ვამბობდი, სწორედ იმ დროს ტელეფონით შეატყობინეს მწერალთა კავშირში ახალ დირექტორს სახელგამისას - ერასტი წივწივაძეს, რომ სახელგამის წინანდელ დირექტორს - ნიკო კიკნაძეს დამბლა დაეცა. წივწივაძემ ავტომობილი გაგზავნა.

*
1. [მადლობა] ბოდიში საზოგადოების წინაშე ავადმყოფობის გამო.
2. დაწყებული აკაკი წერეთლიდან...
3. ყოველივე ეს ძალას მმატებდა.
[4. დაწყებული ახალგაზრდობიდან... დღემდე... მძიმე მატერიალურ პირობებში მიხდება მუშაობა].
5. V ტომის ამბავი (მთავრობის დადგენილება).
6. ამგვარად წარვსდგებით... 1952 წ. 7 ტომით...
7. რუსულად იცემა კარგი თარგმანები. კარგი მთარგმნელებიც თარგმნიან, მაგრამ...
8. პოემები? ჩემმიერ გამოქვენებულია ხუთი ათეული პოემა (ორმოცდაათი პოემა).
9. თანამედროვე ტემებზეა ყველა. ვისაც ესმის რაიმე პოეზიის, ყველას მოსწონს მაგალითად...
ორჯერ!!
10. მაშ, მე გკითხავთ, ამხანაგებო, ღირს თუ არა ჩემი პოემების თარგმნა. მართალი ვარ თუ არა მე?
11. პრეზიდიუმსა ვთხოვ, პლენუმის წევრთა ეს...
12. ტოტლებენის ამბავი არ უნდა დაგვემართოს.
13. წიგნები არიან იარაღნი ერთა ძმობის დაფუძნებისა.
14. მაშ, გაუმარჯოს, ამხანაგებო, დიად იდეას, უკვდავ იდეას ერთა ძმობისას!

*
„ეპოქას“ ასეთი შეფასება მისცა საქართველოს ბოლშევიკების სახელოვანმა ხელმძღვანელმა კანდიდ ნესტორის ძე ჩარკვიანმა:
„მისი პოემა „ეპოქა“ ჰიმნია ჩვენი სოციალისტური სამშობლოს ძლიერებისადმი, ჰიმნია ჩვენი ქვეყნის სახელოვანი ადამიანებისადმი, რომლებიც საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის ხალხთა ბედნიერ ცხოვრებას აშენებენ“.
(კ. ჩარკვიანი „საქართველოს საბჭოთა ლიტერატურა უკანასკნელი ხუთი წლის მანძილზე“, ჟურნალი „მნათობი“, №1, 1938 წ.).

*
ამხანაგებო.
ნება მომეცით, აქ დამსწრეთ უღრმესი მადლობა მოვახსენო. აი, რისთვის: მე ყოველთვის [ვგრძნობდი] მახსოვს ჩვენი ქართველი საზოგადოების ჩემდამი სიყვარული და პატივისცემა დაწყებული, ასე ვთქვათ, ძველი გვარდიის მწერლებიდან, [როგორი იყო] დაწყებული ჭაღარამოსილი აკაკი წერეთლიდან [დავით კლდიაშვილი, ვასილ ბარნოვი, განდეგილი, ვალერიან გუნია და, სხვა და სხვ.], დამთავრებული ჩვენი დროის ახალგაზრდა მწერლებით, [აგრეთვე] და მთელი ქართველი ხალხით.
[მე] ვამაყობ და ვგრძნობ რა ამ დიდ ყურადღებას, პასუხის მგებლობას, ნება მომეცით, გაცნობოთ შემდეგი...