შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-272 - 1951 წელი


პოემები
53 პოემა.
მზის ამოსვლა საქართველოში.
მზის დაბნელება საქართველოში.

ტ. II.
1. იგი ომია (II ტ., [120] 105 გვ.). Это война.
2. აღმოსავლეთი - II ტ., გვ. 121. Восток.
3. [ჯონ რიდი] (ბავშები ყიდდენ პაპიროსებს) - გვ. 62. ტ. II. Через несколько дней, которые потрясли мир.
4. ცეცხლი ფიქრიანია (ეხლაც თვალწინ  იგივე ათას ცხრაას ხუთია) - გვ. 337. Мысли у очага.
5. [წიგ.] პაციფიზმი - გვ. 381. Пацифизм.
6. ძირს პაციფიზმი - გვ. 414. Долой Пацифизм.
7. რევოლიუციური საქართველო - გვ. 428. Революционная Грузия.
8. ათასის მხედველობა, ათასის იერი - გვ. 458.
9. მხარი მხარს - გვ. 468-501. ტ. II. Плечом в плечо.
10. პრესა (Пресса).
11. ოკტომბრის სიმფონია - გვ. 564-577. Октябрьская Симфония.
12. "ეპოქა". Эпоха.

ტ. III.
1. საუბარი ლირიკის შესახებ (271-359). Беседа о Лирике.
2. გორი (24-31). Гори.

ტ. IV და VI.
1. მშობლიურო ჩემი მიწავ! - გვ. 1. Страна моя родная!
2. სამშობლოსათვის თავდადების დრონი მეფობენ - გვ. 36 (მოინახოს პირველი ორიგინალი).
3. ლენინგრადი - გვ. 80 (მოინახოს დედანი). Ленинград.
4. აჭარელი მფრინავი - გვ.  106. Летчик Аджарец.
5. ელგუჯას დაბრუნება - გვ. 118 (მოინახოს დედანი). Возвращение.
6. დაბრუნებები (დაბრუნება სვანეთში) - გვ. 167. Возвращение в Сванетию.
7. იმერის დაბრუნება - გვ. 181.
8. მახაჯირი - გვ. 263. Махаджири.
9. მამულო, სიცოცხლეო - გვ. 11-50. Родина - Жизнь.
10. მოხევის ქალი - გვ. 51-66. Мохевка.
11. ცხრა მაისი სანაპიროზე - გვ. 69-88. Девятое мая на набережной.
12. ხრამჰესი - გვ. 95-109. Храмгес.
13. ორი ლელო - გვ. 134-144 (რიდ-ფარმი). Рид-Парм.
14. ასის წლისანი - გვ. 145-157. Столетние.
15. აკაკი წერეთელი - გვ. 209-342. Акакий Церетели.
16. ჟუგა და ასიდა - გვ. 345-360. Джуга и Асида.
17. შემოგვიგზავნეთ იარაღი - გვ. 363-375. Завезите оружие (или: Пришлите оружие. Завезти оружие).

ტ. VII.
1. ოთხი დღე. Четыре дня.
2. გაერთიანება მშენებლობისათვის. Объединение для строительства.
3. ამირანი. Амирани.
4. აფეთქება. Взрыв.
5. 1950 წ.

პირველი - 5.664 + 3 ტომი - 6.176 + 10.467 = 22. 307.

დაუბეჭდავი:
1. ბებიას ამბები - Бабушкины сказки.
2. ლხინი ჭადრის ქვეშ (სინათლის ყვავილი?). დაიბეჭდა V ტ. - Пир под Чинарой.
3. მაისი და მშვიდობა - Май и мир.
4. გამოგონება - Изобретение.
5. [მშვიდობა და კაცთა შორის] 1940 წ.
6. უჩა და ბიკი (ამბავი ერთი ღამისა) - Уча и Бики.
7. ქიტესა. Китеса.
8. პირველი ენკენისთვე - Первое сентября.
9. ომი და მშვიდობა! - Война и Мир!

„ოქრო აჭარის ლაჟვარდში“.
1. ორმოცი წლის წინ - Сорок лет назад.
2. ძლეული სენი.

ტ. V.
[1. ამბავი ერთის ღამისა (უჩა და ბიკი)].
2. სინათლის ყვავილი - Цветы света.

50 поэм.

ზღვა ახმაურდა.
1. ტყვარჩელი - გვ. 59. Ткварчели.
2. გამარჯვების დღე - გვ. 75. День победы.

სხვადასხვა „ეპოქიდან“.
3. აბა, ბანდი, იოდი და ბამბა.

რევოლ. საქართველოდან.
4. „ცხრა გენერალი“ - Девять генералов.
5. მოგონებები იმ დღეების, როცა იქუხა.

ჩამომთვლელები
რაიმე იდეა, ვთქვათ სიტყვაზე, მოითხოვს გახსნას, განმარტებას, გაშუქებას. ახალი იდეა, ახალი ტემა, ახალი ჩამოკვეთა ანუ სახე - მოითხოვს იქავე აღნიშნვას, რუსთაველი განმარტავს თავის „პოეტიკაში“ ხელმარჯვეობის თანდაყოლილი ნიჭის, პუშკინი უბრალო სამელნეში ხედავს მეგობარს ბევრი სიახლისას, მაიაკოვსკი სწუხს იმაზე, თუ რაგვარად ახალი სიტყვა გაიცვითება შემდეგში. მაგრამ ყოველი ახალი უნდა აღნიშნული იქნას მაშინვე, როდესაც იგი გამოვლინდება. ფიქსირებული უნდა იქნას იმ წუთშივე,  თორემ მეორე წუთში იგი სიახლე მისი შემომტანის უკვე აღარაა. ჩვენში საკმაოდ ძლიერია მიმტაცებელთა რიცხვი. ისინი სულ უბრალოდ იწერენ, იწერენ, იწერენ. გადაიწერა ერთმა, გადაიწერა მეორემ, გადაიწერა მესამემ და... უკვე წაიშალა ხსოვნა იმისი, ვინაც პირველად ახსნა, განმარტა, გააშუქა იგი იდეა, ჩამოკვეთა ახალი სახე, შემოიტანა, თუნდაც, სულ უბრალო რამ: ახალი რითმა. ყოველივე ეს მოითხოვს დაკვირვებას,  კვალდაკვალ აღნიშნვას, ერთის მიერ მიღწეული სიახლის დაფასებას;
და ეს თავიდან აგვაცდენს ტრაფარეტს, ერთისა და იმავესი განმეორებას - დაუსრულებლივ.
ეს თავიდან აგვაცდენს აქედან გამომდინარეს: მკითხველის ინდიფერენტიზმს (მკითხველს მობეზრდა ერთსა და იმავესი კითხვა, მკითხველი მოითხოვს სიახლეს).
აიღეთ, მაგალითად, კრიტიკოსების მიერ საქართველოში (მხოლოდ საქართველოში და არსად სხვაგან) მიღებული წესი: აიღებენ ერთ ტემას: ვთქვათ, სიტყვაზე, „სოციალისტური რეალიზმი ქართულ მწერლობაში“.
ახალი ამ წერილებში არაფერია. ჩააბულბულებს მკითხველი წერილს და ვერას გაიგებს რა.
წერილი ჩვეულებრივად მთავრდება ჩამოთვლით: „ასე სწერენ: გ. ლეონიძე, გ. ტაბიძე, ა. შანშიაშვილი, გრიშაშვილი, ქუჩიშვილი და სხვ. და სხვ.“ (მოყვანილია მთელი სია მწერალთა კავშირის წევრებისა).
გაუპიროვნება - აი, რა ეწოდება ამგვარ ჩამოთვლას. დიდი ზიანი მოაქვს ამას. აიღეთ მაგალითისთვის „ლიტერატურული ძიებანი“, უკანასკნელი ნომერი, იქ მოთავსებულია შ. რადიანის წერილი „სოციალისტურ რეალიზმზე“. როგორაა ერთი მეორეზე მიყრილი მწერლობა.
უბრალოდ არ ჩაუვლისთ!
1951, 20 იანვარი, დილა

*
ჯერჯერობით კიდევ თარეშობს რადიანი.
გ. ტაბიძე
1956, 3 აგვისტო, წყნეთი

დასაშვებია?
განა დასაშვებია, რომ ფართო საზოგადოებამ არ იცის იპ. ვართაგავასა და შალვა რადიანის სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაკიდების ნამდვილი ისტორია?
განა დასაშვებია, რომ ყველასთვის საიდუმლოებას წარმოადგენს, როგორ მიიღო შ. რადიანმა პროფესორის ხარისხი??
განა დასაშვებია, რომ... რომ რადიანმა - სრულიად უსირცხვილოდ გ. ლეონიძე წამოაყენა წამყვან ლიტერატურულ ძალად და ეწევა მის პოპულიარიზაციას „ლიტერატურულ ძიებათა“ ფურცლებზე? (იხ. შ. რადიანის წერილი, მ. ხერხეულიძის წერილი, კიდევ შ. რადიანის წერილი).
განა დასაშვებია, რომ ამ ჟურნალში შეიქმნა ეშმაკური დაჯგუფება (რადიანი - აბზიანიძე - ლეონიძე - ხურხეულიძე - ჭილაია) და ეს დაჯგუფება მუშაობს ჩემს წინააღმდეგ - გ. ლეონიძის სასარგებლოდ?
განა დასაშვებია, რომ მიიჩქმალა საკითხი გ. ორჯონიკიძისა და რადიანის ინციდენტის შესახებ (ორჯონიკიძემ მოუნახა შ. რადიანს ფრაზა, ამოწერილი ბელოვიდან, შემდეგ რადიანის მიერ ჩემს დასახასიათებლად ნათქვამი. რადიანმა ამის გამო ორჯონიკიძე გარიცხა ასპირანტურიდან, ორჯონიკიძემ ბერიას მისწერა, ბერიამ ჩარკვიანს გადმოუგზავნა გამოსარკვევად. დაიბარეს რადიანი. რადა ჰქენი ესო. ესო, - სთქვა რადიანმა, - გამომცემლობის მიერ დაშვებული შეცდომააო. კი მარაო, - უთხრეს, - რამდენიმეჯერო, თითქმის ხუთჯერ გამოიცა ეს წიგნი და აღარ გასწორდაო? - ეს კი აღარ ვიციო. საქმე კვლევა-ძიებაშია. ორჯონიკიძე კი ისევ აღდგენილი იქნა ასპირანტურაში, მაგრამ უმთავრესი - თვით საქმე ჯერაც გამოურკვეველია...
განა დასაშვებია, რომ ჩემმიერ წამოყენებული წინადადება, წამეკითხა რუსთაველის ინსტიტუტში რაიმე პოემა, ჩაშალა რადიანმა?
განა დასაშვებია, რომ ჩემი სახელობის წრის შესახებ უნივერსიტეტში - არავითარი გამოხმაურება არ არის. მგონია, ჩამიშალოს რადიანმა...
"მნათობმა" ჩემი პოემა გადასცა რადიანს, თავისი აზრის გამოსათქმელად. ის აგვიანებს წაკითხვას. შემდეგ აცხადებს, ჩემს აზრს კოლეგიაში („მნათობის“ კოლეგიაში, სადაც ჩემი მტრებია თავმოყრილი) განვაცხადებო. ირაკლის რა ენაღვლება!
უბრალოდ არ ჩაუვლის რადიანს!
1951, 20 დეკემბერი

ირაკლი აბაშიძის საქმენი საგმირონი
1. სალიტერატურო ასპარეზზე გამოსვლისთანავე შეიქმნა [რამე] დაჯგუფება: ირ. აბაშიძე, ა. გომიაშვილი, გ. კაჭახიძე, გ. შატბერაშვილი. ერთად ატარებდენ დროს, ქეიფობდენ, ღრეობდენ. ამ ჯგუფმა შექმნა თავისი საკუთარი ყოველთვიური ორგანო: „ჩვენი თაობა“.
2. აქ იყო ასეთი ინციდენტი. ახალგაზრდა, ძალიან ნიჭიერი პოეტი მირზა გელოვანი, იყო ჩემი პატრიოტი. ირაკლიმ ის აითვალწუნა. ის იბეჭდებოდა „ჩვენი თაობის“ ფურცლებზე, მაგრამ ემჩნეოდა, რომ ეს თვით ავტორის, მირზა გელოვანის გულდაგული, წრფელი ჩემდამი სიყვარულის ნაყოფი იყო უფრო, ვინემ ჟურნალის რედაკტორის, ირაკლი აბაშიძის, გულითადი ნება-სურვილი.
3. რაღაცაზე ირაკლი აბაშიძესა და მირზა გელოვანს შორის ჩამოვარდა უთანხმოება (აშკარა - ჩემდამი დამოკიდებულების საკითხზე). ირაკლი სულით და გულით მოსურნე შეიქნა თავიდან მოეშორებია მირზა გელოვანი.
4. იმ ხანებში ომი ატყდა. ირაკლიმ მშვენიერად მოახერხა სხვა თანამშრომლები დაეხსნა ფრონტზე წასვლისგან. მაგრამ მირზა გელოვანს არა თუ არ დაეხმარა, ყოველი ღონე მიიღო, რომ მირზა გელოვანი ფრონტზე წაეყვანათ.
5. მირზა გელოვანი წაიყვანეს ფრონტზე (ძალიან სუსტი აგებულების ახალგაზრდა იყოო - ამბობენ. მე პირადათ არ ვიცნობდი). ფრონტიდან მან გამოგზავნა ჩემდამი მოძღვნილი შესანიშნავი ლექსი, ეს იყო უკანასკნელი ლექსი.
მირზა გელოვანი ფრონტზე დაიღუპა: და სულ ადვილი იყო მისი გადარჩენა: ის არავითარი ფრონტზე გასაგზავნი კაცი არ იყო.
6. ირაკლი აბაშიძე შემდეგ მწერალთა კავშირის მდივნად დაინიშნა. აქ ის „თვითრეკლამას“ უფრო ეწეოდა, ვიდრე საერთო საქმის კეთებას. მაგალითად, აფხაზეთში „ვეფხის ტყაოსნის“ დღესასწაულობდენ. ის ორი დღით ადრე წავიდა, რომ თავისი დიდი სურათი მოეთავსებია გაზეთში - და მისი ამხანაგებისაც. ჩემი - არც სურათი, არც არაფერი. როდესაც ირაკლისა ვკითხე, რაშია აქ საქმე-მეთქი, მან გაიცინა: „მაშ,  როგორ უნდა ვქნათ, თავის თავს პატივი არა ვსცეთო?“
7. დამავიწყდა მეთქვა: მან მთელი ნომერი „ჩვენი თაობისა“ აკრძალა (და სხვა ხელახლა ააწყობინა) იმის გამო, რომ შიგ მოთავსებული იყო ერემა ასტვაცატუროვის წერილი ჩემს შესახებ, სადაც კრიტიკოსი ამტიკიცებდა: „გალაკტიონ ტაბიძე არის ფუძემდებელი მთელი თანამედროვე ლიტერატურისო“. ირაკლიმ ერთი ამბავი დაუთია ასტვაცატუროვს,  ერთი განგაში ატეხა მთელ მწერალთა კავშირში.
8. ბუნებით „კინკლაობის“ მოყვარული - ვერ შეეთვისა სიმონა ჩიქოვანს. ბრძოლა ამ ორს შორის იმით გათავდა, რომ ირაკლი მოიხსნა მწერალთა კავშირის მდივნობიდან და დაინიშნა სიმონა ჩიქოვანი.
9. ირაკლი შემდეგ „მნათობის“ რედაკტორად დანიშნეს. აქ ის ძველ სარედაქციო კოლეგიას ვერ შეეწყო, თუ არ უნდოდა, რომ შეწყობოდა, ძველი კოლეგია (მეც ვიყავი წევრად) დაიშალა და შეიქმნა ახალი, უნდოდა თუ არ უნდოდა, სიმ. ჩიქოვანი მაინცაა ამ კოლეგიაში, როგორც მწერალთა კავშირის თავმჯდომარე. კოლეგია არაფერს არ აკეთებს, ცხადია. ის ფიქციაა.
10. ჩემთან დიდ ომშია. [ახლახან] მთელი წელიწადია „მნათობში“ არა დამიბეჭდეს რა, - იმის გამო, რომ ამხანაგურ დამოკიდებულებას ვერა ვგრძნობ. ახლა ხან გავბრიყვდი და პოემა მივეცი. ეხლა კი გაიხსენა „კოლეგია“. გადაეცა შალვა რადიანს. შალვა რადიანი გაურბის რაიმეს თქმას,  კოლეგიაზე ვიტყვი ჩემს აზრსო. საქმე ჭიანურდება. უკვე სამი კვირაა, რაც  მივეცი. თითქმის თვეც. ჯერჯერობით ვერც მთლად უარს მეუბნებიან, და არც „ჰო“-ს ამბობენ.
ეს სულ ირაკლი აბაშიძის ოინებია. და უბრალოდ არ ჩაუვლის. მოითხოვს პირველობას.

1952. ივნისი.
როდესაც ახლა ხან ირაკლი პრეზიდიუმში გაიყვანეს, ამ ამბავმა ყველაზე არასასიამოვნო შთაბეჭდილება მოახდინა.
ნინო ნაკაშიძემ ხმამაღლა გამოაცხადა: ირაკლი აბაშიძე სადაური მწერალია, რა პრეზიდიუმში მომუშავე კაციაო.
მართალიც იყო. რა საბავშო მწერალია ისა.
1. ინციდენტი - ინციდენტზე: არა, მას ბედი არ უწერია, როგორც მის სახლიკაცს, გრიგოლს. როგორ დამთავრდა კრიტიკა „მნათობის“?

სიმონ ჩიქოვანი
სიმონ ჩიქოვანს კოვზი ნაცარში ჩაუვარდა. მისი ნოვატორობა „ქართული ენის დამახინჯებად“ იქნა აღიარებული.
გააქვს და ატყუებს ხალხს სხვაგან (მაგ. მოსკოვში), რომ ის ნოვატორია (მწერალთა კავშირში იგი არჩეული არაა. იგი გააშავეს და... დანიშნა შარიამ).
ჩვენს დამოკიდებულებაზე ხომ ლაპარაკიც აღარ შეიძლება.
1. მან უხამსად გამოიყენა (შარიას დახმარებით) მოსკოვის დეკადა 1944 წ.
2. მან მომიწყო 1945 წ. ინციდენტი მწერალთა კავშირში.
3. მან გარსშემოიკრიბა ფუტურისტები და „ბრძოლა“ გაუმართა ყველას - ვინც მისი „ეზოდან“ არ იყო.
4. მან წაახდინა რუსული ანტოლოგია რუსეთში.
5. მან წაახდინა ქართული ანტოლოგიები - აქ (ჭილაიას წინ უდევს მაგიდაზე. ისე, როგორც გვეტაძე).
6. წაახდინა წიგნები სტალინზე.
7. წაახდინა მწერალთა კავშირში ყოველგვარი კონსოლიდაცია, არავითარი მუშაობა, გარდა ვიწრო, კარჩაკეტილი წმინდა „ფიქციური“ კრებებისა იქ არ იმართება.
8. გაამასხრა სტალინის პრემიების საქმე: თავისიანებს ურიგებს.
9. სულ ჩამოიშორა ძველი გვარდია მწერლებისა, რედაქტორობს წიგნებს უნიჭო ახალგაზრდების.
10. თითქმის ჩაშალა ჩემი 40 წ. სალიტ. მუშაობის აღნიშნვა მწ. კავშირში.
11. დაუკავშირდა გოლცევს. ამითი წინ წასწია ფუტურისტული ხაზი. დიდი კამათი ჰქონდა ჭიჭინაძესთან - მარა წააგო - ცხადია.
12. განავითარა თვითრეკლამა უზომოდ. გაურბის  კოლეგიალურ მუშაობას. მოითხოვს პირველობას. როგორა აქვს „რჩეულის“ საქმე? ერთი ეგზემპლიარი უნდა ვიშოვო უსათუოდ.

გ. ლეონიძე
1. ის ამტკიცებს, „მე სხვა ვარ, გალაკტიონ ტაბიძე სხვააო“, ე. ი. მე უფრო მაღლა ვდგევარო (დ. ქუთათელაძე).
2. დარია ახვლედიანს მოსთხოვა, რომ როდესაც ის მოგონებებს სწერდა აკაკი წერეთლის შესახებ, ამოეშალა ჩემი (გალაკტიონის) სახელი, თორემ ჰონორარს  არ მისცემდა მას. დარია ძალიან გაჭივრებულად ცხოვრობდა მაშინ. ის იძულებული გახდა, წაეშალა ჩემი სახელი სალიტერატურო მუზეუმში გადასაცემ წერილებში. მაგრამ ხელნაწერები დარჩა და ერთი ფურცელი მისი, რომელიც მე მეხება, გადარჩენილია ამგვარად.
3. ის უმტკიცებს (რომ პირველი პოეტია) შ. რადიანს, აბზიანიძეს, ხერხეულიძეს და სხვებს იმას, რომ ჩემზე მაღლა დგას. აღწევს კიდეც მიზანს.. (იხ. უკანასკნელი ნომერი „ლიტ. ძიებანი“).
4. შულლერობს სალიტ. მუზეუმში!
5. ქედმაღლობს. ჯერ ჩემი ამბავი კარგად არ იცის!
6. ყანწელობს, თან არ ყანწელობს! ასეა თუ ისე აფუჩეჩებს ყანწელების საქმეს.
7. იავანტურისტა სტალინზე წიგნებით, ფულები ბევრი აიღო, მარა რა! მგონია, ბევრი არაფერი შერჩენია.
8. აკადემიაში 6 ხმა მიიღო,  შარიამ ჩანიშნა.  შემოიღო სახელწოდება „პოეტი-აკადემიკოსი“ და ძალიან იჭიმება ამ სახელით. თითქოს არ იცის, რომ ის არჩეული არაა.
9. გაანადგურა წერილები ძველი გვარდიის.

დღე და ღამე
- სთქვით: რა ადამიანები,
ო, ვინა ხართ თქვენა?
- ჩვენ ორნი ვართ: დღე და ღამე,
ორი აღმაფრენა.

თუმც ერთი და იგივე ვართ
(დროა ჩვენი...).

*
[დ. ბენაშვილი,  ბ. ჟღენტი, შ. რადიანი].
გველვეშაპი.

ტყის სიღრმეში, ორი მოჩხუბარი კაცია, ორი მოჭიდავე: ერთი სრულიად შავი და მეორე მთლად თეთრი. ეს ადამიანები აოცებენ მხილველს თავიანთი დაუნდობელი შეჯახებით, არაჩვეულებრივ დაძაბულობით. მგზავრი უახლოვდება მათ და ჰკითხავს:
[მარქვით] სთქვით: რა ადამიანები,
[რა ხალხი ხართ თქვენა?]
[ანდა] ო, ვინა ხართ თქვენა?

- ჩვენ ორნი ვართ: [დღე] მე და ღამე.
- [დღე და ღამე] ჩვენ ორნი ვართ დღე და ღამე.

[ - დღევ და ღამევ, მიპასუხეთ,
[ერთმანეთში] [იქონიეთ] [რა გაჩხუბებთ] [რა გაომებთ]
რისთვის იბრძვით თქვენა?]
[რა გაჩხუბებთ? რა გაომებთ,]
[რა გაომებთ ერთმანეთში?]
[ერთმანეთში რა გაომებთ თქვენა.
რა გაჩხუბებთ. ამიხსენით -
ო, არ ძალმიძს თმენა!]

- დღევ და ღამევ?.. ამიხსენით,
ო, არ ძალმიძს თმენა -
ერთმანეთში რა გაომებთ,
რა გაჩხუბებთ თქვენა?
რისთვის იბრძვით თქვენა?

- ჩვენ ორნი ვართ ქვეყანაზე:
[დღე] მე და ღამე, [დღე] მე და ღამე.
ჩვენ ორში ვინც გაიმარჯვებს,
[მას დარჩება]
ვისიც დასძლევს სითამამე...
[სიმამაცე, ღონე]
ის გამოჩნდეს ქვეყანაზე
- მაგრამ როგორ?
აი ასე: (აიხდება ფარდა).
გ. ტაბიძე
1955

*
ჩვენ ორნი ვართ.. [ბნელ] შემნგრეველის
[ - მე ატომის ენერგია მქვია.]
- მე ატომის, [ბნელ ატომის]
ენერგია მქვია.
- მეც ატომის, მშენებლის
ენერგია მქვია.
- ატომებო, ამიხსენით,
ო, არ ძალმიძს თმენა -
ერთმანეთში რა გაომებთ,
რა გაჩხუბებთ თქვენა?
რისთვის იბრძვით თქვენა?

*
იგი ომია (II ტ. გვ. 105) - Это война.
აღმოსავლეთი (ტ. II. გვ. 121) - Восток.
ჯონ-რიდი (ტ. II. გვ. 62) - Джон Рид (Через несколько дней, которые потрясли мир).
ცეცხლი ფიქრიანია (33 თუ 3331? ან 33 - ტ. II) (ეხლაც თვალწინ იგივე ათას ცხრაას ხუთია) - У очага? (Мысли у очага). Раздумья.
პაციფიზმი (ცალკე წიგნი). გვ. 381 - Пацифизм.
ძირს პაციფიზმი! გვ. 414 - Долой пацифизм.
რევოლიუციური საქართველო. გვ. 428 - Революционная Грузия.
ათასის მხედველობა, ათასის იერი! - გვ. 458.
მხარი მხარს! გვ. 468-51. ტ. II - Плечом к плечу. Плечом в плечо.
პრესა - Пресса.
ოქტომბრის სიმფონია. გვ. 564-577 - Симфония Октября.
ეპოქა - Эпоха.
საუბარი ლირიკის შესახებ (ტ. III. გვ. 271-359) - Беседа о лирике.
გორი.  გვ. 24-31 - Гори.
მშობლიურო ჩემო მიწავ! გვ. 1 - Страна моя родная!
სამშობლოსათვის თავდადების დრონი მეფობენ! გვ. 36 (მოინახოს პირველი ორიგინალი).
ლენინგრადი. გვ. 80. ტ. IV.
აჭარელი მფრინავი. გვ. 106. ტ. IV - Летчик аджарец.
ელგუჯას დაბრუნება. გვ. 118.
დაბრუნება სვანეთში. გვ. 167.
იმერის დაბრუნება. გვ. 181.
მახაჯირი. გვ. 263.
მამულო - სიცოცხლეო. გვ. 11-50.
მოხევის ქალი. გვ. 51-66.
ცხრა მაისი სანაპიროზე. გვ. 69-88.
ხრამჰესი. გვ. 95-109.
ორი ლელო. გვ. 95-109 (რიდ-ფარმი?) - Рид-Парм.
ასის წლისანი. გვ. 145-157.
აკაკი წერეთელი. გვ. 209-342.
ჟუგა და ასიდა. გვ. 345-360.
შემოგვიგზავნეთ იარაღი. გვ. 363-375.
ტ. VII - ოთხი დღე.
გაერთიანება მშენებლობისათვის.
ამირანი.
აფეთქება.
1950.

აქედან დაუბეჭდავები:
1. ბებიას ამბები.
ლხინი ჭადრის ქვეშ (სინათლის ყვავილი? V ტომშია?).
მაისი და მშვიდობა.
გამოგონება.
უჩა და ბიკი.
ქიტესა (მგონი დაბეჭდილია).
პირველი ენკენისთვე (V ტ.?).
ომი და მშვიდობა.

*
შენიშვნების შესახებ:
იმაზე, თუ როგორ უნდა მოეწყოს რუსული წიგნისათვის საერთოდ შენიშვნები - [იგი უნდა იყოს] საჭიროა დიდი დაკვირვება და შესწავლა მსგავსი გამოცემებისა...

სარჩევი
გვერდი:
1. პოემები (მზის ამოსვლა საქართველოში).
2. პოემები II ტომისა.
3. პოემები III ტომისა.
4. პოემები IV და VI ტტ.
5. პოემები VII ტომისა.
6. დაუბეჭდავი პოემები.
7. პოემები წიგნში „ოქრო აჭარის ლაჟვარდში“. V ტომიდან.
8. [V ტომიდან:] „ზღვა ახმაურდა“, „ეპოქა“ და სხვ.
9. 10. ჩამომთვლელები.
11. დასაშვებია? (მნათობი. შ. რ.).
12. ირ. აბაშიძის საქმენი საგმირონი.
13. ირ. აბაშიძის შესახებ.
14. სიმონ ჩიქოვანი.
15. გ. ლეონიძე.
16. დღე და ღამე (ლექსი).
17. 18. 19. 20. იგი ომია.
21. აღმოსავლეთი.
23. ჯონ რიდი.
24. პაციფიზმი.
25. ძირს პაციფიზმი!
26. რევოლიუციური საქართველო.
27. ათასის მხედველობა, ათასის იერი.
28. მხარი მხარს.
29. პრესსა.
30. ოქტომბრის სიმფონია.
31. ეპოქა.
32. სუბარი ლირიკის შესახებ.
33. გორი.
34. მშობლიურო ჩემო მიწავ.
35. სამშობლოსათვის თავდადების დრონი მეფობენ.
36. ლენინგრადი.
37. აჭარელი მფრინავი.
38. ელგუჯას დაბრუნება.
39. დაბრუნება სვანეთში.
40. იმერის დაბრუნება.
41. მახაჯირები.
42. მამულო სიცოცხლეო.
43. მოხევის ქალი.
44. ცხრა მაისი სანაპიროზე.
45. ხრამჰესი.
46. ორი ლელო.
47. ასის წლისანი.
48. აკაკი წერეთელი.
50. შემოგვიგზავნე იარაღი... შენიშვნების შესახებ.
51. ოთხი დღე.
52. გაერთიანება მშენებლობისთვის.
53. ამირანი.
54. აფეთქება.
55. 1950.
56. ბებიას ამბები.
57. ლხინი ჭადრის ქვეშ.
58. მაისი და მშვიდობა.
59. გამოგონება.
60. უჩა და ბიკი.
61. ქიტესა.
62. პირველი ენკენისთვე.
63. ომი და მშვიდობა.
64-100.