შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-271 - 1951 წელი


[სამაიანი]
I
[ჩემმიერ ახლად შემოტანილი] ლირიულ და ეპიურ ჟანრში, ფორმა [სამაიანი] - სტროფიკის (ხანა) ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განახლებათაგანია, თუ მთლად სიახლე არა!
1. თვით სამაია - უძველეს ქართულ კულტურაში წარმოადგენს ცნობილს ფორმას - ლექსის, სიმღერისა და ცეკვის - სამი ხელოვნების შეერთებას.
2. იგი გადადის მხატვრობაში ფრესკების სახით (ნიმუში - მცხეთაში სვეტიცხოვლის კედელზე).
3. იგი ეყრდნობა უძველეს ხალხურ საწყისებს (იავნანა უფრო ძველია).
4. 1924 წ. „მნათობში“ დაიბეჭდა ჩემი ლექსი:
ასი პროცენტი.
ადნობს და დაგავს
ღრუბლების ტივი.

გარდამავალი
მზე აჩრდილს აგავს -
რეტროსპეკტივი:

ასი პროცენტი. ადნობს და დაგავს
                ღრუბლების ტივი,
გარდამავალი მზე აჩრდილს აგავს -
                 რეტროსპეკტივი.
5. არსებობდა და არსებობს თუ არა ძველს, ახალსა ან უახლეს ქართულ პოეზიაში ლექსი ამ სახის? - არა, არ არსებობდა და არ არსებობს.
6. სამ-სამად დაყოფილი სტრიქონებია (სამაია - აქედან სამაიანი). თითო სტრიქონი ხუთმარცვლოვანია. იგი შეიძლება გახდეს მრავალმარცვლოვანი. განა საჭიროა მაგალითები?
7. მაგალითად, სამაიანი - რვამარცვლოვანი მე მქონდა დაბეჭდილი 1910 წ. ჟურნ. „თეატრსა და ცხოვრებაში“...
ხმები ისმის საარაკო...
ნაკადი მღერს: ჩუ, ჭალაკო,
დუ, დუ, რა, რა... რაკ, რაკ... რაკო...
და ა. შ. სამი სტრიქონი - თანაბარი რითმებით.
8. შემდეგ, მე მქონდა ლექსი, დაწერილი წლის ოთხი დროის შესახებ (გაზაფხულის, ზაფხულის, შემოდგომის და ზამთარისა). სამ-სამი სტრიქონით გადმოიცემოდა თვითოეული დრო (სამ-სამი თვე):
ბაღო, როგორ თრთის შენი წამწამი,
შენ მუდამ თავზე გადგას სამ-სამი
შვენებათ ციურთ ელვა-კამკამი.
9. რა უნდა იყოს აქ დადებითი? აი, რა: ასეთი დატეხვით (ფ. 4) ლექსს ემატება ლაკონიურობა (მაქსიმალური მოკუმშვა ფრაზის, რითაც განთქმულნი იყვენ ლაკონიის (სპარტის) ორატორები. იქიდან წამოვიდა ეს ტერმინიც). 2, 3, 5, 6 სტრიქონებში დინამიკა გადადის სტატიკაში - მოულოდნელად (ქანდაკდება ლექსიც, ასეა თუ არა?).
10. ეს არა აქვთ ილიას, აკაკის, ვაჟას (საინტერესოა, აქვთ თუ არა ბესიკს, ან ალექსანდრე ჭავჭავაძეს, ან დ. გურამიშვილს? ან თავის კოდექსებში ორბელიანს (რა ერქვა სახელი, დამავიწყდა, "ჭაშნიკი"-ს ავტორს) (მამუკა ბარათაშვილს).
11. მაგრამ სხვაა მაინც ჩემი სამაიანი: მითი დაწერილია პოემები: „ხალხი ამირანი“, „ელგუჯას დაბრუნება“, „ძლეული სენი“ - და უამრავი ლექსები.
12. სიმღერა - სამაია განმარტოებული სიმღერა როდია (ცეკვა - სხვაა) - სამ-სამი [სიტყ.] სტრიქონით მასში შედის ბევრი ხალხური სიმღერის ძირითადი მოტივები და არა მარტო მოტივი, წყობაც:
1. იავ-ნანა,
ვარდო-ნანა,
იავ-ნანინაო!..
2. მზე შინა და
მზე გარედა,
მზე შინ შემოდიო.
3. ისკვამდი
დიდებდი
ბინკუია შინელა.
(კ. ფ. უნდა შევეკითხო).
ყველა სამ-სამი სტრიქონია - სამაიასებურია. ძველისძველია ჩვენი სამაია, უფრო ძველი, ვინემ...
13. ავიღოთ, მაგალითად, „ტერცინები“ ან „ტერცეტი“ (ფრანგული tercet) ტერცინები იტალიანურია „terra rima“, ფრანგული „rimes tiercёes“.
ტერცეტი - „ცალკეული სტროფი“ (სტანსი) სამი სტრიქონისაგან, დამთავრებული და დამოუკიდებელი, როგორც აზრობრივად, [ისე] შინაარსით, ისე აღნაგობის გარეგნული ნიშნებით (ვაჰ, მერე რაო, ვითომ ჩვენ არა გვაქვს თუ?), რითმა aaa - (განა მეც ასე არა მაქვს?). სამართლიანად გახდა იგი არაპოპულიარული.
ტერმინი „ტერცეტი“ - იხმარება აგრეთვე სპეციალურად იმ სამ-სამი სტრიქონებისა, რომლებიც სონეტს აბოლოებს. განსხვავებით კატრენებისაგან. წინა ოთხმარცვლოვანი ორი სტროფი სონეტისა („ლიტ. ენციკლოპედია“, ტ. 11, გვ. 244).
ტერცინი - იგივე სამ-სამი სტრიქონია. დანტე ფიქრობს, რომ ტერცინი გამოიგონა ბრუნნეტო ლატინიმ (ვინ ოხერია?). თვით დანტეს (1265-1321 წწ.) მონუმენტალური „ღვთაებრივი კომედია“ დაწერილია ტერცინებით (სამ-სამი სტრიქონით).
მაგრამ მცხეთის ტაძარი არსებობდა უფრო ადრე. მისი ფრესკა „სამაია“ იმ დროისააო, ამბობენ. სად მეცამეტე საუკუნე დანტესი და სად ჩვენი უძველესი სამაიანა.
ბრიუსოვს ტერცინები ასე აქვს აღწერილი: „იტალიანური ფორმა „ტრიპტიხებისა“-ო. „Их преимущество в связности строф распорядком рифм“. აი, სულ - ისტორია ტერცინებისა, ჩემო კოდარა!
სამაიანა უფრო ძველია, უფრო რთული, მაგრამ უფრო უბრალოა შინაგანი უბრალოებით...
ჯერჯერობით ასე იყოს!!!
16 დეკემბ., 1951 წ.

II. წყობა ქვემორენი
აქ  საქმე უბრალო ტექნიკურ სიახლესთანა გვაქვს, მაგრამ ამ სიახლეს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, როდესაც საუბარი ჩამოვარდება „სტამბის ესთეტიკაზე“. ჩვენ ხაზს ვუსვამთ უკანასკნელ სიტყვებს: „სტამბის ესთეტიკას“. ამ საკითხზე ბევრი დაწერილა და იწერება თანამედროვე პოლიგრაფიული გამოცემების ფურცლებზე: ჟურნალებსა და ბროშიურებში. დიდი საკითხია, მაგრამ იგი ქართული გამოცემების საკითხად არ იქნა და ვერ გახდა (პერიფერიული <ნა...>).
ჩვენ აქ მხოლოდ ერთ საკითხს შევეხებით.
იყო ჩვენში ცდები, რომ შეეცვალათ ქართული შრიფტის ძირითადი სახე: ე. ი. გაემართათ სტრიქონი ისე, რომ ზედა და ქვედა კიდურების მქონე ანბანები ერთ რიგზე აეწყოთ: „რომელმან შეჰქმნა სამყარო ძალითა მის ძლიერითა“.
არ მოხერხდა.
ვერ შეეთვისა ქართველი მკითხველი ამ გარემოებას, მიუხედავად იმისა, რომ სწორედ ამნაირად იმართებიან  სტრიქონები რუსულ, ფრანგულ, ინგლისურ ენებზე.
და თავის ადგილზე დარჩნენ ანბანნი თაბანარნი: ა, ი, ო, თ და სხვ.
თავისსავე ადგილას დარჩენ ზემორე-ქვემორენი: ქ, ჭ, წ.
თავისსავე ადგილას დარჩენ ზემორენნი: ბ, ზ, რ, ს, შ, ჩ და სხვ.
თავისსავე ადგილას დარჩენ ქვემორენიც: ვ, ე, ლ, დ, გ და სხვ.
მაგრამ საკითხი: შესაძლებელია თუ არა შეიქნას სიტყვა, შემდეგ წინადადება, ტაეპი და მთელი ლექსიც თანაბარი, ზემორე, ქვემორე და ზემორე-ქვემორე (სულ ოთხი კატეგორიпა) ანბანеюის აურევ-დაურევლად?
ჩვენი ცდები, მიმართული ამ საკითხის გადასაჭრელად, ამტკიცებენ, რომ ეს სავსებით შესაძლებელია (რა თქმა უნდა, არა აუცილებლად საჭირო, მაგრამ ცდებს - ყოველთვის თავისი მნიშვნელობა აქვთ).
სავსებით შესაძლებელია შეიქნას სიტყვა, ლექსი, შემდგარი მთლად ან თანაბარი (ა, ი, ო, თ და სხვ.), ან ქვემორეთა ანბანით.
მთელი რიგი სიტყვებისა (დღე, ტყე, ღელე, უღელ-უღელ, დევდე, ტევდე და სხვ.) ამისი დამამტკიცებელნი არიან.
შეიძლება შეიქნას მთელი ლექსიც: მაგრამ...
უპირველეს ყოვლისა კი, ხაზს ქვევით.

ღელე-ღელე
ღელე-ღელე,
ტყე-ტყე.
უდუდულე.
დღე-დღე.

უღელ-უღელ
დევდე,
დღე-დღე, დეე,
დევდე.

ვლე, უელვე,
ცელე,
კლდე-ველ-ღელე-
ღელე!
ამგვარად სიტყვები: ეულ-ეულ, ეულდე, ტეულ, ტევდე, დუდუკ-დუდუკ, ვე, ვეე, ელელე და ათასი სხვა, უფრო გამართული, მოინახება სიტყვები.
მაგრამ, უდავოა, ვერავითარ სიტყვას ვერ შეჰქმნი ზემორენ-ქვემორენით. ეს, ჩემო კოდარა, მხოლოდ წყალის ნაყვა იქნება. ქ, ჩ, წ და სხვ.
ასევე ითქმის ზემორეთა შესახებ: ბ, ზ, რ, ს, ჩ, შ და სხვ.
მაგრამ ეს არ ითქმის ქვემორეთა შესახებ. მაგალითით, ჩემი ცდებით, ხომ მტკიცდება, რომ შესაძლებელია ქვემორეთა მეშვეობით ლექსის შექმნაც კი („ღელე-ღელე“).
მე ცდა არ მომიხდენია თანაბარ ანბანთა განრიგით სიტყვის შექმნისა, უკეთ რომ ვსთქვათ, სიტყვის მონახვის: მაგრამ ეს, უეჭველია, შესაძლებელია და არც ისე ძნელი საქმეა.
ვიმეორებ: აქ საქმე მხოლოდ ტექნიკურ სიახლესთანა გვაქვს:
რა თქმა უნდა, მთელი პოემის, ვრცელი რომანის დაწერა ამ ხერხით შეუძლებელია და არცაა საჭირო, ჩემო კოდარა! უსათუოდ ფორმალისტური როშარობა გამოვა. კონვეიერი.
ილია ერენბურგი.. გახსოვს!

III
აი, ერთი წყობაც:
1. ქორი
მიაქვს
ქარს -
ქარი
მიაქვს
ქორს.

გორი
ლიახვს,
მტკვარს -
მტკვარი
ლიახვს,
სწორს.

ღორი
გმირავს
გარსს,
მიწის
წიავს
შორს...

ქორი
მიაქვს
ქარს,
ქარი
მიაქვს
ქორს!

2. ქორი მიაქვს ქარს,
ქარი მიაქვს ქორს,
გორი ლიახვს, მტკვარს,
მტკვარი ლიახვს, გორს.

შორი გმირავს გარსს,
მწყერის წიავს შორს,
ქორი მიაქვს ქარს.
ქარი მიაქვს ქორს!

3. ქორი მიაქვს ქარს, ქარი მიაქვს ქორს!
გორი ლიახვს, მტკვარს, მტკვარი ლიახვს, გორს.

შორი გმირავს გარსს, მწყერთა წიავს შორს.
ქორი მიაქვს ქარს, ქარი მიაქვს ქორს.

4. ქორი მიაქვს ქარს, ქარი მიაქვს ქორს, გორი ლიახვს, მტკვარს, მტკვარი ლიახვს, გორს!
შორი გმირავს გარსს, მწყერის წიავს შორს! ქორი მიაქვს ქარს, ქარი მიაქვს ქორს!

დისპუტი
ე, უ - ქვემორენი.
დღე-დღე. ტყე-ტყე. ლელე. ღელე-ღელე. (ქვე-ქვე) [ბჭე]. უღელ-უღელ. უყელ. ეულდე. ტეულ. დევდე. ტევდე. ლევდე. დუდუკდე. დეე. დე. ვეე. ეჯეელე. ყველე.  ულელე.

ა, ი, ო - თანაბარნი.
ზემორენ-ქვემორენი. [შუალანი]. ქ. წ.
არაერთი. ზემორენი.

სტამბის ესთეტიკა
დღე-დღე, ტყე-ტყე, ღელე-ღელე.
[დევდე, ტევდე, ლევდე, დეე].
დეე დევდე, დეე ტევდე.

მიაგნებ?
ღელე-ღელე, დეე, ტყე-ტყე.
დეე, ტევდე, დეე, დევდე,
ქვე-ქვე, ლელე, [ტყე] დღედღე ლევდე.

*
ქვე-ქვე, ღელე-ღელე, ტყე-ტყე,
დე, უტევდე, დეე, დევდე,
უდუდუკე, [ჯვებე] ნუნუ, დღე-დღე.
უღელ-უღელ დღედღედ ლევდე.

[ღელე-ღელე, ეჯეელე, ცელე,
ეჯეელე,] ცელე, ღელე,
[უკუნ] ვლე, უელვე, ცელე, ღელე.

*
ქვე-ქვე, ღელელე-ღელე, ტყე-ტყე,
უდუდუკე, [სეფე], დღედღე -

დე, უტევდე, დეე, დევდე -
უღელ-უღელ დღე-დღე ლევდე.

ვლე, უელვე, ცელე ღელე.
უდღეგრძელე, იჯეელე!

ქვემორენი ნაკადულნი
ღელე-ღელე; ტყე-ტყე.
უდუდუკე დღე-დღე.

[დღეე-დღედღე ლევდე,]
უღელ-უღელ ლევდე.
დღე-დღე, დეე, დევდე.

ვლე, უღევე, ცელე.
ლელე-ლელე, ღელე.

*
ღელე-ღელე,
ტყე-ტყე,
უდუდულე
დღე-დღე.

უღელ-[უღელ]
ლევდე,[
დღე-დღე, დეე,
დევდე.

ვლე, უელვე,
ცელე,
ღელე-ღელე,
ღელე.
Языкознание.
[იჯიელე,] დევ-უდეველ. ებულულე. ტყევე. ეჯეელე.

ლ, რ, ბ, ტ? შეიძლება? სერიოზულად?
1. სამაიანი - საერთო ჟანრი ლირიული და ეპიური პოეზიის, ახლად შემოტანილი მხატვრული ფორმა. თვით სამაია ფეოდალური კულტურის დროს წარმოადგენს ცნობილ ფორმას ცეკვისა და სიმღერისას (ფრესკა მცხეთაში, სვეტიცხოველში). სამი. იგი  ეყრდნობა ხალხურ საწყისებს!
Триптих - სხვაა. ბრიუსოვშჩინა!
[ამ ლექსთა კოლეკ.].
1. „მნათობი“ (1924-25). ლექსი. „მოგონებები იმ დღეების, როცა იელვა!“
ასი პროცენტი. ადნობს და დაგავს
        ღრუბლების ტივი.
გარდამავალი მზე აჩრდილს აგავს.
        რეტროსპეკტივი.
2. გადატეხილი სხვა ასპექტში ფორმა ამგვარია:
ასი პროცენტი.
ადნობს და დაგავს
ღრუბლების ტივი.

გარდამავალი
მზე აჩრდილს აგავს.
რეტროსპეკტივი!

გარდა ამისა პოემა: 1. პოემა - ხალხი ამირანი, 2. ძლეული სენი, 3. ელგუჯას დაბრუნება.
3. არსებობს თუ არა ვისმეს პოემები, დაწერილი ამ ფორმით? არა (გურამიშვილი?).
4. არსებობს თუ არა რ-ულ პოეზიაში ასეთი წყობა - პოემებისა. რამდენადაც ვიცით, არა.
5. რა დადებითი ღირსება აქვს ფორმის მხრივ ასეთ დატეხვას? - ლექსს მატებს ენერგიას, ლაკონიურობა - 2, 3, 5, 6, სტრიქონებისა. იგი ხდება უფრო დინამიური; დინამიკა გადადის სტატიკაში - მოულოდნელად (ქანდაკდება ლექსი).
6. სამ-სამად დაყოფილი სტრიქონები (სამაია - აქედან - სამაიანი) [შეიძლ.]. აქ თითო სტრიქონი ხუთ-მარცვლოვანია. იგი შეიძლება გახდეს -
7. რვამარცვლოვანადაც (იხ. ლექსი, დაბეჭდილი ჟურნ. „თ. და ცხოვრებაში“, 1910 წ., „დილა“).
ნაკადი მღერს: ჩუ, ჭალაკო,
ხმები ისმის საარაკო:
დუ, დუ, რა, რა, რაკ, რაკ, რაკო.
(იხ. შემდეგ გრიშაშვილმა გაიმეორა, სად? საჭიროა მოიძებნოს).
„სადაც თავისი დაიკვეხნა, იქ ჩვენიცა სთქვან“.
8. სამაიატი - მაშასადამე - დამკვიდრებული ფორმაა სიმღერაში. ამგვარადვე მკვიდრდება პოეზიაში.
ეს არა აქვს ილიას, აკაკის, ვაჟას და სხვ. (ასე შეგნებულად შემოტანილი).
9. აწერილია წლის ოთხი პერიოდი: გაზაფხული, ზაფხული,  შემოდგომა და ზამთარი. თვითეულ ხანათაგანს აქვს სამ[-სამი] თვე (იანვარი, თებერვალი, დეკ.).
10. N.B. სიმღერაში - სამაიები წარმოადგენს ძირითად მოტივს ბევრი ხალხური სიმღერისას... რომელი ქართული სიმღერაც გინდათ, სამად იწყება და თავდება. სამი გადასვლით, სამი პერიოდით, სამი დასკვნით:
ოდეს გშორდებით,
მუდამ ვსტირი მე,
შენ გენაცვალე, შენი ჭირიმე...
ეს ხომ ცნობილიაო, იტყვით. ცნობილია მუსიკაში, მაგრამ დაწერილია არა სამი, არამედ ოთხი სტრიქონით:
1.  იავნანა,
ვარდოვ ნანა,
იავნანინაო.

2.  ისკვამდი,
დიდებდი,
ბინკუისა შინელა!

3.  მზევ შინა და
მზე გარედა,
მზე შინ შემოდიო.
მოველაპარაკოთ არაყიშვილს ან ხუჭუას.
თვით სამაიას ლექსიც.
11. შეიძლება სამაიაები მრავალ...

*
1. Терцет - 244. 2. Терцина - 244. ტერცინები. ааа. ქარი. ჩქარი. შარი.

საცივი.
სასტამბო ესთეტიკა.

* * *
ქორი,
მიაქვს,
ქარს,
ქარი
მიაქვს
ქორს!
ორივ
[ლიახვს მიაქვს]
[ჩქარს, გარს, ჯვარს, ცხვარს, მტკვარს]
[ზვარი] [ცხვარი]
ლიახვს,
გორს!

თითოეულია.
ჩქარი-ჩქარი.
ქირი. შორი. გარსს. წყალის. შორს.

ნაწყვეტი
გორი
ლიახვს,
მტკვარს,
მტკვარი
ლიახვს,
გორს!!

ქორი
მიაქვს
ქარს,
ქარი
მიაქვს
ქორს!!

ეს რა არის, რა მომდის? ერთი ხეირიანი ფრაზა, ერთი რამ ისეთი, რომელზეც...
Американец. Американец. Американец.