დღიური-629-5 - 1950-იანი წლები
[ვინაიდან დიდი მოთხოვნაა].
დაევალოს სახელგამს:
1. გამოსცეს სახალხო პოეტის გ. ტაბიძის ნაწარმოებთა ყველა შვიდი ტომი. ერთ ტომად ქართულ და რუსულ ენაზე.
2. დაერქვას გალაკტიონის სახელი თბილისის მეორე სანაპიროს.
3. აგებულ იქნას ამ ქუჩაზე სპეციალური შენობა მუდმივი გამოფენისათვის სახელწოდებით: „სახალხო პოეტის - გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედებითი გზა“. აქვე მოეწყოს წიგნთსაცავი და საბიბლიოგრაფიო კაბინეტი.
4. ამავე ქუჩაზე [სიცოცხლე] შესაფერ ადგილას სიცოცხლეშივე აეგოს ძეგლი სახალხო პოეტს გალაკტიონ ტაბიძეს.
5. დაევალოს სახელგამს გამოიცეს წიგნი „გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედება“, რომელშიდაც შევა როგორც აკაკი წერეთლის, დავით კლდიაშვილის, ვ. ბარნოვის, განდეგილის, ზ. ჭიჭინაძის და სხვ. წერილები და ლექსები, ისე თანამედროვე მწერლების და კრიტიკოსების ნაწარმოებნი გ. ტაბიძის შესახებ.
6. განსაკუთრებული დამსახურების გამო სახალხო პოეტს გ. ტაბიძეს დაენიშნოს პერსონალური პენსია თვეში 1[5]0.000 მანეთის რაოდენობით.
7. დაერქვას ქ. სამტრედიას სახელწოდება „საგალაკტიონო“.
8. მოეწყოს თბილისის სახ. ოპერის თეატრში დიდი საიუბილეო საღამო. ასეთივე საღამოები მოეწყოს საქართველოს დანარჩენ დაბა-ქალაქებში.
9. მიეცეს გ. ტაბიძეს განსაკუთრებული დამსახურების გამო ერთდროული დახმარება 100.000 მანეთის რაოდენობით.
10. დაევალოს ჯანმრთელობის სამინისტროს უზრუნველყოს ავადმყოფი პოეტი სპეციალური მკურნალობით.
11. მიეცეს შესაფერი ბინა.
12. [აღძრულ იქნას შუამდგომლობა, რათა საქართველოს სახალხო პოეტის - გ. ტაბიძის წიგნები გამოცემულ იქნას] წინადადება მიეცეს საბჭოთა კავშირის ყველა 16 რესპუბლიკის გამომცემლობებს, გამოსცენ გ. ტაბიძის ნაწერები. მოსკოვში ყველა 7 ტომის გამოცემა.
13. დახმარება გაეწიოს გ. ტაბიძეს წყნეთში აგარაკის მოწყობაში.
14. დასაჩუქრებულ იქნას სახ. პოეტი - გ. ტაბიძე ავტომანქანით.
15. მოუწყოს სახ. ხარჯზე გ. ტაბიძეს პირადი სამდივნო და კანცელიარია.
16. სახლი ვანის რაიონში, სოფელ ჭყვიშში, სადაც დაიბადა გ. ტაბიძე, შენახულ იქნას და მოეწყოს იქ შესაფერი მუზეუმი.
17. ასეთივე მუზეუმები მოეწყოს ქ. ქუთაისში.
18. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიას დაევალოს, გამოსცეს 7 ტომი გ. ტაბიძისა – აკადემიური გამოცემა.
19. დაერქვას ახალ ხიდს „გალაკტიონის ხიდი“-ს სახელწოდება.