დღიური-603-2 - 1950 წელი
პატივცემულო ნიკო!
[ძალიან] ავადა ვარ, თორემ არ შეგაწუხებდით. [ამ დღეებში მივდივარ] ისევ მივემგზავრები საექიმოდ აფხაზეთში. ამიტომ [ძალიან] გთხოვთ, დარჩენილი მცირე ჰონორარი VI ტომისა მთლიანად გადამირიცხოთ (დღეს, ხვალ, ზეგ) ბუღალტერიიდან... უზომოდ მადლობელი ვიქნები.
1950
გ. ტაბიძე
[სოხუმი]. Сухуми. [Гостиница] „Рица“. Директору.
Двадцать [третего числа] четвертого буду в Сухуми. Прошу сохранить не¬до¬ргую комнату.
Академик Галактион Табидзе
Сухуми. Сухумстрой. Гватуа.
Переслал Сухумстрою десять тысячь. Буду в Сухуми двадцать пятого.
Галактион Табидзе
[P. S. მე და თქვენ ხომ ძველი მეგობრები ვართ. თქვენი გულისხმიერება <...> ავტორებისადმი ცნობილია და ამიტომ მაოცებს: გრიშაშვილი „ბარაშკა“-ში იღებს 20 მანეთს და [მე კი] ჩემი შედევრები კი...].
*
საექიმო კომისიაში: 1. გვერდი უნდა გავაშუქებინო რენტგენით (თუ მუშაობს).
მოედანზე: 1. კარგი „პაპკები“ (შეიძლება არის დიდ-დიდი „პაპკები“ გამოფენის მასალებისთვისაც?). 2. პერანგი კარგი. 3. წვერის გაპარსვა. 4. რაიმე ყუთი - გამძლე - იშვიათი მასალებისათვის.
პერანგი, წინდები, პაპკები დიდ-დიდი.
სოლიუქსი, სოლჲუქსი. პერანგი.