დღიური-638-15 - აპრილი-მაისი, 1950 წელი
ციტატები მეორე წიგნიდან
Неожиданное очарование от совпадения розового с черным...
Бодлер
Меланхолия заходящих солнц.
Верлен
...И слишком высокие розы.
Анри-де-Ренье
მოულოდნელი მოჯადოება ვარდისფერის და შავის შეთავსებისაგან, დამთხვევისაგან (წმინდა მხატვრულად ფერადებზეა აქ [საკითხი და] საუბარი).
ბოდლერი
მელანქოლია ჩამავალი მზის (განმარტებას არ საჭიროებს, აქვს ასეთი ფრაზა [ბარათაშვილსაც] გრიგოლ ორბელიანსაც მშვენიერ ლექსში „გამოთხოვება“ – „მზე ჩაესვენა, მარამა...“; ბარათაშვილს, ილია ჭავჭავაძეს, აკაკი წერეთელს).
ვერლენი
„...და მეტისმეტად მაღალი ვარდები“.
*
„ხშირად ვიგონებ ვერლენს,
როგორც დაღუპულ მამას...“
P. S. ეს ციტატები მსურდა ამეხსნა მწერალთა კავშირის პლენუმზე, სიმონ ჩიქოვანის წინააღმდეგ; სიმონი ამ ციტატებს დაყრდნობილი ამტკიცებდა, რომ მე დეკადენტური შკოლის მიმდევარი ვიყავი. ციტატები, მართალია, სიმვოლისტებისაა, მარა რეალისტურია, შერჩეული ოდნავ რომანტიული განხრით.
გ. ტ.
1950, აპრილი-მაისი