დღიური-635-4 - 1950-იანი წლები
1. უსიამოვნო განცდა და შეხვედრა.
2. ის, მივედით თუ არა, სახლიდან გაჰქრა.
3. სახლში სულიერი სიცივე.
4. დაიწყო ნერვიულობა. ვიღაც. ტელეფონით რეკვა.
5. სახლში არაა შაქარი.
6. ნინა ამბობს, რომ დღეს ხუთი თუმანი დახარჯა. რასში? ერთ კილო შავ პურში, რამდენიმე ცალ კანფეტში, ნახევარ კილო ლობიოში (არ დაუხარჯავს, ცრუობს).
7. მთელი დღე მშიერი ვარ (უშაქრო ჩაი, ერთი საათი არის).
8. [საღამომდე] შუადღეზე მოდის ნუნუ. გასუქებულია. აცხადებს, რომ ავად არის. წვება. დიდად გაიხარა. „სიხარული ქალიშვილით“. არ აკლია თავხედობა. მთელი წლების განმავლობაში ჩემს ხარჯზე ცხოვრობდა. ეხლა ჯამაგირშია და მაინც ყველაფერს ჩემგან ეწიკება. ამაში ეხმარება დედაც. ნინას მთელი ყურადღება მისკენაა, ჩემი არა აწუხებს რა.
9. რაში დაიხარჯა 3.000 მანეთი, რომელიც აკადემიიდან მიიღო, ე. ი. ჩემი ჯამაგირი. არავითარი ანგარიშის წარმოება არ უნდა.
10. დედა-ქალიშვილი, ფაკტია, არაფრად მაგდებენ, უსირცხვილოდ მატყუებენ, ეს დაცინვაა, რომ არავითარ ანგარიშს არ მიწევენ. „ნახალობენ“.