დღიური-607-3 - 1950 წელი
1. [ჩემმიერ რედაკტირებული] გამოსაცემად წარმოდგენილი ჩემსა და ამხ. რევაზ ორჯონიკიძის მიერ ეს წიგნი არის შედარებით სრული ყველა წინანდელ გამოცემებზე.
2. ვუშვებ რა ცალკე კრებულს ჩემი ნაწერებისას, მე განზე ვტოვებ იმ ლექსებს, რომელთაც შეეძლოთ დაერღვიათ წიგნის შინაგანი მთლიანობა და შემოქმედების ისტორიული კოლორიტი. [და არავის არ აქვს უფლება, დაარღვიოს [ის] კონსტრუქცია წიგნისა, [რომელიც] როგორც ეს წარმოდგენილია ჩემ მიერ].
3. წიგნი ჩვენ მიერ დაყოფილია შემდეგ ნაწილებად:
I. 1908-1917. II. 1917-1933. III. 1933-1941. IV. 1941-1945. V. 1945-1950.
მე არ მინდა, რითიმე დაირღვეს კონსტრუქცია ჩემს მიერ წარმოდგენილი წიგნის.
4. მე ვთხოვ გამომცემლობას, ნება დამრთოს, პირადათ ვადევნო თვალყური ჩემი ნაწერების კრებულის კორეკტურასა და ბეჭდვას.
5. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ეს წიგნი შეუმსუბუქებს, განაახლებს მეცნიერულ-კვლევით მუშაობას ჩემს შემოქმედებაზე.
6. მკითხველებს კი შესაძლებლობა ექნებათ უფრო დაწვრილებით გაეცნონ [ჩემი] პოეტის შემოქმედების ევოლუციას და ამით შესწავლა ჩემის შემოქმედებისა, გასცდება რა „სპეციალისტების“ ვიწრო წრეს, გადაიქცევა მკითხველთა ფართო მასსის საქმედ..
ჯავახიშვილი – ტფილისის აღმასკ. თავმჯდომარე.