შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-607-1 - 1950 წელი


26. IV. 50.
დავესწარი „გორდას“ - გადამრია სცენამ ზღვის ღელვისამ – და მშვენიერმა ადგილებმა – ჯვარის მონასტერმა და სვეტიცხოველმა. „გორდა“ უდიდესი მიღწევაა ქართული ხელოვნების.
რა დიდებულია ანდრო თევზაძე: შემოვიდა ლოჟაში – მთელი ახალგაზრდობა თქვენს გარშემოაო.
დავიმახსოვნოთ ეგაძე ოთარ, ავტორი ლიბრეტოსი (რამ გაადიდგულა ეს ბრიყვი?).