დღიური-597-8 - 1950-იანი წლები
გალაკტიონი ჩვენ რომ არ გვყავდეს.
აყვავდეს. სწვადეს. წავიდეს. გვყავდეს.
ხვალ-დღეს. გაუმკლავდეს. ძველი [ქალდეის. კლდეს].
გაყავდეს. დაკავდეს. რადარმე, და ამ მთასა კლდე.
გალაკტიონი რომ არ გვყავდეს ჩვენ.
[რომ] მჩენ (გამოჩნდეს). გვჩენ (გაჩენით). გვრჩენ. რომ არ... ჩვენ.
ჩვენ რომ არ გვყავდეს გალაკტიონი.
დაფნათა შტონი. ატომნი. ტონი. გალაკტიონი.
გონი. დონი. დრონი. გალაკტიონი.
ანტიგონე. კავკასიონი. Революционный. გალაკტიონი.
ეს დაიწერა მთაწმინდაზე „ვერ იყო“ მდგომარეობაში და როგორც ხედავთ, ვერ დაიწერა.