შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-596-1 - 1950 წელი


23 апр., 1950.

Телефон – 3-20-49. უნდა მიჩვენოს რუსული წიგნი.
ბესოს თურმე არ გამოურთმევია ზლატკინისთვის ის „ოტტისკები", რომელიც ზლატკინმა ჩამოიტანა მოსკოვიდან (არ გამოურთმევია თუ... ერთი კვირის წინად მითხრა, პარასკევს გამოიარეო, დღეს კი კვირაა. მითხრა...

23 აპრ., 1950.
გუშინ მაგიდაზე მედო ელ. შერვაშიძის მეტად საყურადღებო წერილი. დღეს ის წერილი არსად აღარ სჩანს. გაჰქრა უკვალოდ. კნეინას ოინებია! ახია ჩემზე: კაბინეტში თვითონ უნდა დავამყარო წესრიგი (არ აღმოჩნდა მართალი. წერილი ნახულ იქნა თავის ადგილას. 2 მაისი).

24 апр., 1950.
სახელგამი. ვის ხელშია წიგნი? ზლატკინი. ვის?

25 апр., 1950.
„Заря Востока“.
გადაეცემა ლექსი „პირველი მაისი“. ვის?

26 апр.
უცხო სიტყვათა ლექსიკონი.
5-6 საათზე არჩილ სულაკაური იყო ჩემთან.
„დღეს დაღალული ვარ-მეთქი, ძალიან, ავტომობილზე ვირბინე მეთქი“.
ამ დღეს შეძენილ იქნა ავტომობილი (ევგენოვი, მერაბ კლიმიაშვილი, გივი გეგელაშვილი და მე ვიყავით). მოვაგრიალეთ ავტო სამს საათზე.

27 апр., 1950.
ფეხსაცმელები და წინდები. თორემ რასა ჰგავს? პერანგის საკითხი? აკტიურია ახლაც.

28 апр., 1950.
ჭავჭავაძე – ვენის წიგნი. აკტიურია ახლაც.