შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-578-5 - 1950-იანი წლები


შემდეგი სამუშაოები:
1. მასალების განაწილება სათანადო წლებში შესაფერად.
2. დანაწილება ბწკარედების ამნაირადვე.
3. გამორჩევა ბწკარედებიდან უკვე თარგმნილი ლექსების (ზედმეტია მათი ხელახლა თარგმნა).
4. ამით დამთავრდება წიგნის შეკვრა.
5. ტრანსკრიპციის [გაკეთება ლექსებისათვის] თანდართვა ნათარგმნი პწკარედებისათვის.
6. შეკრებილი წიგნის ფურცლების დანომრვა...
7. შეძლებისდაგვარად - თანაბარივე წიგნის (მეორე ცალის) სახლში დატოვება.
8. საბოლოო სარჩევების გაკეთება ალფაბეტისა და მასალათა განლაგების მიხედვით.
9. რაც მთავარია‚ გადაკითხვა.
10. 1917 - ყველაზე მეტი მასალა უნდა იყოს - ეს მთავარია.

ავტორისაგან - გოსლიტიზდატს.
მიზეზი წლებად განაწილების‚ ქრონოლოგია (თანამიმდევრობა).
რა თქმა უნდა, ყველა არაა ბწკარედები‚ ამიტომ ეს 30 000 ლექსი დიდ დროს მოითხოვდა.
პოემების საკითხი ასეთია: ჩემი თვითეული პოემა წარმოადგენს დასრულებულ ნაწარმოებს. სულ 70 პოემა ავარჩიეთ... ჩვენ ვცდილობდით - ერთ მთლ...