დღიური-548-4 - 1950-იანი წლები
დღეს:
1. მნათობი, სახელგამი. 2. ფული არმენაკს. იქვე ბალკონისთვის რიკული. 3. კედელი ნოდარისა. 10-11 საათზე. 4. წინადადება „ზარიას“. 5. ფული სახელგამიდან. 6. ფული ლიტფონდიდან. 7. წერილი თევზაძეს. 8. სამხრეთ-ოსეთთან. 9. ბღაჟბა. 10. ცეკაში. 11. ბულდოზერი (როდის ეყოლებათ?). გამგზავრება მშენებლობაზე, სადაც გზას აკეთებენ. გამონახონ ერთი ბულდოზერი, რაა?). 12. წინადადება სანატორიას. 13. წინადადებათა. 14. როდისაა მწერალთა კავშირში პრეზიდიუმის კრება? 15. სტამბა სტამბათა „საბლიტგამი“. 16. აივანის საკითხი. 17. ტელეფონის ფული. 18. მხატვრებს პორტრეტი სტამბიდან. 19. სურათები კარდონზე. გამოფენა გალერეაში.
*
დროებითი ძეგლი ოპერის თეატრის გვერდით (მარმარილოდან).
ოპერის თეატრის ფასადი წიგნებით.
აკაკი წერეთლის (ავალიშვილიდან).
„გალაკტიონოლოგიის კაბინეტი“, აკადემიასთან ჩამოყალიბდეს წრე.
ბალკონის საკითხი.
ნავთლუღის ბიბლ. გამაგრება. მწერალთა კავშირის ბიბლიოთეკას დაერქვას. გოგებაშვილის ქუჩაზე.
მწერალთა პირველი სახლი. მწერალთა მეორე სახლი.
საქმე აკადემიასთან.
ერთ დღეს ყველა თეატრებში გადმოკიდულ იქნას დროშები.
ბილეთების გამყიდველ ქალთა კომისია. ბილეთები კავშირებში.
კავშირი განათლების კომისარიატთან, კავშირი მუსხელიშვილთან, აკადემიის წევრებთან, ინსტიტუტებთან.
ლოზუნგების შემქმნელი კომისია. სტამბებით. სამეცნიერო სესია აკადემიაში.
თამარის ქმარი ჩავაბათ.
ფეხზე!
მთელი რუსთაველის პროსპექტი სურათებით.
მთელი მიხაილოვ. პროსპექტი. მოედნებიც.
მთავრობის ლოჟა ცარიელი არ იქნეს.
ჟურნ. გალაკტიონოლოგია.
ხელისშემშლელთა დაშინება.
რადიო. პრესა.
ეგაძე. З. В.
ეროვნული დღესასწაული.
სტენოგრაფისტკები.
ხოროები. კოკელიძე.