დღიური-501-13 - 1950-იანი წლები
მე არავისგან ჯილდოს არ ველი,
ჩემი გულწრფელი ეს შვიდი ტომი,
გადაიტანა ბევრი თავდასხმა,
გადაიტანა რა ბევრი ომი,
იბრძოდა ისე, ვით შვიდი ლომი,
ერთა მშვიდობის და ძმობის მდომი.
*
3-84-20.
წიგნები ერთა ძმობაზე.
- კამჩატკაზეა, სადღაცა, ნაწერი, და არა საქართველოში...
20 მაისი.
ის, რაც დღეს ნუნუმ ჩაიდინა, არ ჩაიდენს – არ ჩაიდენს არც ერთი დედა.
არასდროს არ მინახავს და დღეს... პირველად დავინახე გულამოსკვნილი კაკინას ტირილი, ძლივს სუნთქავდა ცემისაგან. ბავშს სული ეხუთებოდა. რად ჩაიდინა, ნეტა, ეს დედამ? რა უნდოდა ამითი ეთქვა ჩემთვის?