შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-482-10 - 1950-იანი წლები


სახლი იფნის ბაღში
„ვიტამინი [C] კ“ - ასე უწოდებენ მტვერს, რომელიც ძალის ძალათ და შეუმჩნევლად, მაგრამ დაჟინებით შემოდის კარებისა და ფანჯრების ჭუჭრუტანებში, მაგრამ რომელიც ქარბუქივით შემოიჭრება, თუ ეს კარები ან ფანჯრები შემთხვევით ღია დაგრჩათ. ეს მტვერი ვარდება თვალებში და აცრემლიანებს მათ, ეს მტვერი [შხამავს] ედება პირში ჩასადებ ყოველ ლუკმას და [მაშასად.] იშხამება ადამიანის ორგანიზმი. ასეთნაირ მტვერს აქვს თავისი ინდივიდუალური თავისებურებანი: მტვერი ხან აიწევს მაღლა გუფთა-გუფთად, როგორც სქელი, შავი და ბნელი ღრუბელი, ხან ნელნელა იშლება, [როგორც] უფორმო ნისლის მსგავსად - და ეფინება ძირს ბილიკებს მთელ იფნის ბაღში, ხან მოვარდება, როგორც შავი ზღვის ტალღა. საიდან ჩნდება იგი?