დღიური-472-2 - 1950-იანი წლები
1. პირველ თავში ქალის სახელი უნდა სჩანდეს. არის!
2. შემდეგ თავებში ნათლად უნდა სჩანდეს, რომ მამია არის - იგივე ტარიელი.
3. ნათლად უნდა სჩანდეს, თუ რას ეძებს მამია.
4. ლუარსაბის მიზანი.
5. სენაკს, სადაც თავს აფარებს გადაცმული ბერი, უნდა სჩანდეს, თუ რისთვის აფარებს თავს.
6. თვითეულ თავში, სადაც ფაზისზეა ლაპარაკი, ადამიანი მკაფიოდ უნდა სჩანდეს.
7. წისქვილის წაღება, საქონლის დახრჩობა, მეთევზეთა დაღუპვა, ყანების წალეკვა, სახლების დანგრევა.
გუგუნა და ავთანდილი არ უნდა აირიოს.
ბერი - სხვადასხვა ადგილას უნდა ამოიშალოს.
*
ქვედრულა. საქართველოს მდინარეები.
მოლიპული გზები.
მიაქვს ურმები.
შვიდას ჩვიდმეტი.
*
[მაინც კ.]
[შვიდას ჩვიდმეტი წ.]
ჟამთა სიავის
[მოედო] რომ მისწვდა ცელი?
კოლხიდის ჰავის
ეს წყრომა ძნელი,
როდის [მქონდა] ჰქონდა ფაზს?
იქნებ, ვინა სთქვას,
ეს იყო შვიდას
ჩვიდმეტი წელი!
*
[როცა კოლხიდას],
ჟამთა სიავის
მოედო ცელი.
*
ირაკლისა და კარლოს
იცნობს მწერალთა საბჭო.
დონ კიხოტია ერთი,
[და] მეორე [კი] სანჩო-პანჩო.