დღიური-628-27 - 1949 წელი
ბორის კორნეევი
ბორის კორნეევმა „Заря Востока“-ში მითხრა:
– მე მალე დავუბრუნდებიო ჩემს ადგილას, სალიტერატურო ნაწილის გამგისას „Заря“-შიო. რატომ ამდენი ხანი არ იყო იგი ამ ადგილზე? ხომ არ მომხდარა რაიმე კონფლიკტი ჩემი ლექსების გამო? ჩემი ლექსები იბეჭდებოდენ უბრალოდ „Галактион“-ის ხელმოწერით?
ეს - საფიქრებელია.
მაგრამ რომ დააბრუნეს, ეს ძალიან კარგია.
მე რომ მიწვევს სათანამშრომლოდ - ეს კიდევ სულ უკეთესია.
27/IV-49