შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-237 - 1949 წელი


ჭიათურა. 19...?

* * *
აკლია სული.
აკლია გრძნობა.
აკლია სიყრმე!

აკლია გული,
აკლია გრძნობა,
აკლია სიღრმე!

ბევრი რამ აკლია!
ეს [ჩვენი] ხომ ირ...
აკლია!

*
აკაკი წერეთელი.
ქართული მწერლობის 100 ვეტერანი გალაკტიონ ტაბიძეს.

*
სამსონ კუპატაძე - 78 წლის მემაღაროე. ტიპიური ზემო იმერელი.

* * *
ჭიათურისას  მე ვცნობ ხაროებს.
აქ ოთხმოცი წლის მემაღაროეს
        ვსცნობ მოსიმღერეს -
სამსონს, მარადის ცოცხალს და მზიურს,
[მარად] სოლომანს, მარად მკვირცხლს და ტიპიურ
        ზემო-იმერელს.

* * *
[ჩვენ სადგურზე]
[ამ სადგურზე, ყვავილებით,
და მაისის გზნებით -
[მომეგება]
ახალგაზრდა გვარდია [სდგას] ჰგვავს
ხელში ყვავილებით.
ამ გვარდიას ახალგაზრდას
გაუმარჯოს, მოდი].
მოჰქრიალებს შავი ოქრო,
[აქ - სადგურზე]
ოქრო მიჰქრი-მოჰქრის!
ახალგაზრდა გვარდია დღეს
გზნებას ვით არ მოგგვრის?
ის სადგურზე გვესალმება
ხელში ოქროს რტოთი.
ოქროს ხანას, ოქროს ხანას,
გაუმარჯოს, მოდი!
მეგობარო [ჩემო] ძველო, [მათში] ყრმებთან
[ძლივს გიცანი იქვე მდგარი]
[შენ ხარ, მართლა შენა?]
ძლივს გიცანი, შენა?
მოგეხვევი, მიხარია
კვლავ შენი ხმის სმენა.
როდი არის კაცის გული
ყინული ან ლოდი...
[მეგობარო ჩემო ძველო,
მოგეხვიო, მოდი!]
[ძლივს გიცანი]... ძველი ხანა
გავიხსენოთ, მოდი.

*
პირველი სტახანოველი მუშა გიორგი სამხარაძე.
კარუტო.
[ეს იყო ძველი მწარმოებ.]
ძველი მუშები. 12-15-25 წელი მუშაობენ. დაჯილდოებულნი არიან ორდენებით.
კარბიტის ფონარი (შიგნით ქვა იყრება და წყალი აქვს). ანაყარი.
ქართული ენა (წმინდა, სუფთა).
კანდელაკის ლექციები, შალვა დადიანი, კარლო...
ლეო გოშტელიანი - დირექტორი  შახტის №1.
პროფესიული ავადმყოფობით არ არიანო.
სწავლობენ.
უსინათლობა.
კულტ. მომსახურება არის: წერა-კითხვის.
20%. 80%.
სტახანოველი 2.000, 3.000.
ახალგაზრდა მუშები (მოწინავეები).
1. აქ მუშაობა ისე შეუყვარდათ, რომ აღარ მიდიან.
2. სამამულო ომის დროს.

*
შალვა რადიანია?
„ალპინისტების კლუბი“ (კიროვის სახ. პარკში).
ნიკო კეცხოველი.
დარბაზი იტევს 80 კაცს.

*
1 მაისი - 28X4. მოხევის ქალი - 92X4. 3.9 მაისის ხან. - 115X4. ქებათა ქება - 10X4. ხრამჰესი - 81X4. ლექსები - 100X4.
ოცი ლექსი - 44X4.

*
31 მაისი. 1949 წ.
სახელგამში შემხვდა სიმ. წვერავა, ჩამოსული აფხაზეთიდან (იქ ის მწერალთა გამ-ის ხელმძღვანელია). მე ვუთხარი, რომ ვაპირებ „ზღვის ხმაურობის“ 2 წიგნის გამოცემას.
- პირველი წიგნი კარგიაო, მაგრამ უკმაყოფილონი არიანო, საერთოდ, გაფორმებითო. არ მოსწონთო ყდა (უჩა ჯაფარიძის).

*
ჭიათურელი მაღაროელი. 1949. 28 მაისი. №65.
ერთი დღე მარგანეცის ქალაქის ცხოვრებიდან. ა. ფერაძე. მ. თაბაგარი.

საპატიო სტუმარი - პოეტი აკადემიკოსი გალაკტიონ ტაბიძე.
დილის 12 საათი და 30 წუთია. დასავლეთიდან კლდოვან ხვეულებში ლიანდაგზე თეთრ კვამლში გახვეული ორთქმავალი მძიმე ქშენით...

მიხეილ ბახვას ძე (Бахвович) ნარსია. ჯაფარიძის ქ. №13.
ლონგინოზ დევიძე.