დღიური-635-5 - 1948 წელი
I
მშობლიურო ჩემო მიწავ!
1. მარში [ახალი „მოტივი“].
2. კინო ჩემი ლექსით...
3. აკაკი წერეთელი, აკადემიკოსი მარი, დავით კლდიაშვილი, ვასილ ბარნოვი, ვალერიან გუნია, [შალვა დადიანი], განდეგილი, ია ეკალაძე, ეთიმ გურჯი, შიო მღვიმელი, ზაქარია ჭიჭინაძე, ფილიპე მახარაძე, დარია ახვლედიანი, ლევან მეტრეველი.
4. მარში, მარში და კიდევ მარში.
II
(მელოდეკლამაცია).
1. ინსცენირება ლექსის: აი, როგორ მოხდა ეს...
2. კინო-ჟურნალი.
3. ჩვენ გავიმარჯვებთ (მელოდეკლამაცია).
4. როგორც სარაცინი წინად.
5. მფრინავის სიმღერა.
6. მშობლიურო ჩემო მიწავ!
ჟოჟიკაშვილი.
III
ლექსები გალაკტიონს: გ. ქუჩიშვილი, სანდრო შანშიაშვილი, ი. გრიშაშვილი, ს. აბაშელი. მირზა გელოვანის, ლიდია მეგრელიძის.
IV
(გუნდი).
მუსიკალური. ბეთხოვენის მე-IX სიმფონია.
1. სამშობლოვ, სამშობლოვ, ჩემო ლამაზო. დავით კავსაძე.
2. ჩემო ციცინათელა.
3. მოხევის ქალო თინაო. შალვა კაშმაძის.
*
[რიცხვი] მხატვრებისათვის].
1. ყველანი გალაკტიონის საღამოზე 25 სეკტემბერს მარჯანიშვილის თეატრში.
2. გალაკტიონის საღამოზე!
3. ყველანი სახალხო პოეტის გალაკტიონ ტაბიძის საღამოზე.
4. ყველანი საქართველოს პირველი პოეტის საღამოზე.
5. ყველანი პატრიოტულ საღამოზე.
6. ყველანი ქართველი ერის საყვარელი პოეტის საღამოზე. მხატვრების პლაკატები უმთავრესად მაღაზიებში.
7. ყველანი სახელგანთქმული პოეტის - გალაკტიონ ტაბიძის საღამოზე.