შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-553-8 - 1948 წელი


18/VIII -48.
„წყეულიმც იყოს ჩემი სამშობლო, რომელმაც გასწირა ქართველი კაცი“ - მიჰყვირის საღამოთი ვიღაც ქუჩაში.
ან მთვრალია, ან პროვოკატორია. არავინ არაფერს ეუბნება. ის კი, რაღაც მიზნით, რაღაც მისთვის, მხოლოდ მისთვის ცნობილ მოსაზრებით ჰყვირის: წყეულიმც იყოს, წყეულიმც იყოს ჩემი სამშობლო.
უმთავრესად იგი გრძნობს: ამას გაიძახის ჩვენს (მწერლების) სახლთან.
დიდზე უდიდესი პროვოკაციაა!!
ეს გამოსვლა ჰგავდა - ერთხელ საავადმყოფოში რომ უვლიდენ ველური ყვირილით - ჩემს ოთახს ფუტურისტები.

საქართველოს...