შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-480-3 - 1948 წელი


12 ოკტომბერი, 1948 წ., სამშაბათი.
1. აკადემიაში 4 საათზე (რათა დაამზადონ მივლინება 15 ოქტომბრიდან) ფლური.
2. სახელგამში ეხლავე (რათა „გალაკტიონი“). არავის ნებას არ მივსცემ ჩემს სახელთან თამაშისას.
3. მწერალთა კავშირში (სიმონი რას აპირებს, რა პასუხი მიიღო).
4. ც. კ. ჯიბლაძესთან (როგორაა საქმე? - დოქტორობის?).
გომიაშვილი პასუხობს: ყველაფერი ჭილაიაზეა დამოკიდებულიო. შადურმა მას გადასცა პასუხიო.
როგორაა ახლა ჩვენი საქმე?
საგამომცემლო საქმეები: 1. „საბჭოთა მწერალი“. ალ. ჭეიშვილი - სრულებით არ მუშაობს.
ოკტომბერი ოცდათერთმეტითაა.
17 ნოემბერი ჩემი დაბადების დღეა.
სამსონ ფირცხალავას წერილის გამო.
ენა თანამედროვე ქართული პოეზიის.
სამსონ ფირცხალავას წერილი უნდა გადაიქცეს ახალი [ეპოქის] პერიოდის დასაწყისად ქართულ მწერლობაში.
საჭიროა გამოხმაურება.
როგორია ენა თანამედროვე პოეზიის?
რა მიზეზები აფუჭებენ ენას (მიზეზი, მიზეზი!). რა მიზეზია, რისთვის დამახინჯდა ენა, რისთვისაა, რომ „მცირე გამონაკლისის გარდა...“
სათავეები: რამ აამღვრია ენა? სათავეები ფორმალისტურია. კრიტიკა. ერთი და იგივე გაცვეთილი ფრაზები.
მწერალი და მკითხველი.
1. მხატვრული ლიტერატურა წარმოადგენს ადამიანთა კულტურული აღზრდის შესანიშნავ საშუალებას (მაგალითები).
როდესაც შოთა რუსთაველი ჰქმნის „ვეფხისტყაოსანს“, მას თვალწინ უდგას [მისი] თავისი მკითხველები. იგი სწერს იმისთვის, რომ [იქ] მათზე მოახდინოს [გავლენა].
შოთა რუსთაველი ქმნის...

*
დავურეკე კუპრავას. მინდა კანდიდთან ლაპარაკი. ჯერჯერობით არაფერი არის.

1. ლეონიძე. 2. ჯიბლაძე. 3. მოსაშვილი.
გ. ლეონიძე, ს. ჩიქოვანი, ლ. ქიაჩელი, ი. მოსაშვილი, დ. შენგელაБა, გ. ჯიბლაძე, რ. გვეტაძე.
ჯერ-ჯერობით, ასეა.
შ. დადიანი.
Закончить разговор.
"Цемент" мы не даем! Это прошлое.
3-85-20 - კამოს ქუჩაზე.