შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-217 - 1948 წელი


1948 წელი

ლიტფონდი. 3-54-15 - литфонд.
Ул. Бакрадзе (სადაც ბელინსკის ქუჩაა) д. №10, квартира 3, Палиашвили, Кувшинов Виктор Александрович. Тел. 3-09-12.

აბესალომის სურათი გადაღებულია სამტრედიაში. 1946/VII.
3-18-07 - фотограф.

*
1948 წ., 24 სეკტ.
მთელი ღამე თითქმის არ მეძინა.  ვიწექი საწოლში, ვტრიალებდი გვერდიდან გვერდზე, ვწევდი თუთუნს. გული ბოღმით მქონდა სავსე იმის გამო, რომ ასე საცოდავად, ასე უნუგეშოდ, ასე თავის ანაბარა ვარ მიტოვებული ბედის მიერ. მაგრამ არა, მიტოვებული კი არა ვარ ბედის მიერ, იგი ბედი ჩემთანაა, აი, ეხლაც თვალწინ მიდგას საზიზღარი. იგი ხარობს ჩემის ტანჯვით, იგი დამცინის, იგი აფორიაქებს ყველაფერს, რაც ასე ძვირფასი იყო ჩემთვის: რწმენას ადამიანისადმი, კულტურისადმი, ხელოვნებისადმი, ყველაფრისადმი. იგი მიკარგავს პატივისცემას თავისთავისადმისაც კი. აი, ჩემი ნაწერები... რომლებიც ასე უყვარდა ხალხს. დარჩა კი ვინმე, რომელიც მთელის სულით და გულით ეწაფება ჩემს ლექსებს? ნაწილს ვუყვარდი, ნაწილს ვეჯავრებოდი და მეომებოდა... მეორე ნაწილმა ხალხისამ სძლია პირველი, იგი, რომელსაც ვუყვარდი.. ეხლა მათთვისაც არარა გავხდი. რაკი იგრძნეს, რომ უძლური ვარ ბედის წინაშე. ბედი? რა არის ბედი? ბედს მიქმნიან ადამიანები, ახლობლები და შორეულები. ო, რა საშინელი ღამე იყო წუხანდელი ღამე... ასე, გათენდა კიდეც... გათენებისას...
- ჩემს კაბინეტში სძინავდა სხვას, რომელსაც არაფერი არ აკავშირებს ჩემს ხელნაწერებთან - ეს იყო კოშმარი.
- აბესალომი მძიმე ავადმყოფია.
- ჩამოვიდა ტატიანია, ჩამოვიდა კალისტრატე.. მოვიდა აკერმანი.
- ვასკა ვერაფერს ვერ აკეთებს, არაფერი არ იცის.
- აბესალომი საავადმყოფოშია გადასაყვანი. კოშმარებია.
- ნუნუ არაა კმაყოფილი უნივერსიტეტში სამსახურით.
- აბესალომი ინახულა კორნელიმ თავისი ცოლით, მინადორათი.
- საღამოთი კი... არა, ეს შესანიშნავი იყო. როდესაც ოთახში შევედი და ოთახი  გავაჩირაღდნე... ფანჯარა გავაღე. სახლის პირდაპირ დადგა ორი ახალგაზრდა ხულიგანი და ხმამაღლა დაცინვით იძახდა: „გალაკტიონ! გალაკტიონ! გალაკტიონ!“ ეს იყო კოშმარი. მე დამცინოდენ... მე დამცინიან... პირველად ჩემს ცხოვრებაში!..
ალბად, ღირსი ვარ! ალბად, აღარა ვარ კაცი, აღარა  მაქვს ნებისყოფა! აღარა ვარ ღირსი პატივისცემისა. ან ვინ უნდა მცეს პატივი, როდესაც მე თვითონ პატივს არა ვსცემ თავისთავს. მე ვერ ვუსწორდები ჩემს დამჩაგვრელ ბედს, მაშასადამე, არა ვარ ღირსი მოკრძალების... აჰ, შენ იქნება მოითხოვ ძველებურ თაყვანისცემას? ნუ თუ არ იცი - რამდენი ხანი ემზადებოდნენ,  რომ შენ ამ მდგომარეობამდის მიეყვანეთ? დამცინიან ჩემივე სახლის წინ! ჩემს სახლში... ღმერთო... ღმერთო... ღმერთო...
როდემდის გაგრძელდება ეს? ნუ თუ ყოველდღე ასე იქნება? არა, ეს ნამეტანია. ეს სირცხვილია, ეს აბუჩად აგდებაა. კმარა, კმარა, კმარა! ომი! ხმალში  გაწვევა! ერთად ერთი ხსნა.

25 სექტემბერი.
ჩვენის სახლის წინ, როდესაც მე და ნინო ვბრუნდებოდით დღის 5 საათზე, ვიღაცამ გადმოისროლა ლამპის შუშა. ძგრიალი მოიღო ისეთი, რომ მთელი სახლი ფანჯრებს მოადგა. ნინა ამბობს, რომ ესენი იყვნენ ჩხიკვაძის ბინიდან.. არა, არაა ეს შემთხვევითი ამბავი!
აბესალომი საავადმყოფოში წავიყვანეთ.
ყოველმხრივ მოჯარდა საქმეები. აი, ეხლაა საჭირო აკტივობა!!!

3.613. 6.290.

ცხენზე რომ კიბე მიუდგეს
- ა, როგორ იყო, ცხენზე რომ კიბე მივუდგით და ისე შევსვით ჩვენი პეტრე? ცხენი ცოტათი მაღალი იყო, პეტრე კი დაბალი და რგვალი.
ცხენიდან კიბითვე ჩამოვიყვანეთ.

*
1 ოკტომბერი.
კონიაკი, კვერცხი, შაქარი, სუფრის მარილი.

*
ანდაზა - ძუნწი კაცის დღეში ოყა მეტი იხარჯება (პენიცილინს ჯერ სულ არ იმეტებდენ, მერე მეტი დააყარეს).

პარიკმახერთან. ჯარში რომ წამიყვანეს - დავიძახე: „ვაი, ჩემო ცოლო და შვილებო“-მეთქი. მითხრეს: „შე სულელო, თავის თავზე იფიქრე, ტრანშეებში რომ ყუმბარებს დაგარტყამენო“. მართალიცაა.
- უნდა გეთქვა: ვაი, შვილებო-თქო, თორემ ცოლი...

*
სცენაზე - კოშკის აგებას
ცდილობს მედგარი ყაზბეგი -
არტისტის სულის გაგებას
ისევ ცდილობენ  ყასბები.

*
1948 წ. 2 ოკტომბერს პირველის ორ წუთზე ღამით გარდაიცვალა აბესალომი.
ამოვარდა ძლიერი ქარი. სახურავებს ლეწდა, ხეებს სტეხდა ქარი. არ მახსოვს - რომ ასეთი ამიდი ყოფილიყოს, რაც იყო 1948 წ. 2 ოკტომბერს, ღამით, პირველის ორ წუთზე, როდესაც გარდაიცვალა აბესალომი.

*

იუსტინე პაპავა. რკინისგზის სამმართველოში სასკოლო განყოფილების უფროსის მოადგილე. ალიოშა ცინცაძე.

*
При Академии наук Груз. ССР работает Институт Литературы им. Ш. Руставели. При институте находится отдел новой литературы, в обязанности которого входит разработка вопросов, касающихся современной поэзии.
Академия может дать визу, помочь материально (субсидировать во время работы).
По поводу всех этих вопросов надо заручиться согласием акад. Кекелидзе.
Давид Кобидзе - работает в Академии.
Отдел новой литературы - Абзианидзе и Радиани.

*
შენი ამხანაგები,
შენი მოწაფეები გულწრფელათ რომ სტირიან.

*
ცოდნა...
აღიდგინოს მამული.

[მამულს გული] „იგი, მხოლოდ მამული“ - ხმა გაისმის მწერ. [შემკრებლის.]
ძალა და ჟრიამული [ლხენა] [მიდის] დიდი ამშენებლობის!

ომის შემდგომ - შენებას შესდგომია მამული:
[დიდი ამშენებლობის] ცოდნა ახალგაზრდობის, ძალა და ჟრიამული.

[მოდის მასწავლებლობა, მოდის მოსწავლეობა.]
[ომის შემდგომ]
[რომ კვლავ სიმით გაჟ...]
იბრძვის ახალგაზრდების ძალა [და ჟრიამული], სული და გული,
რომ უჭკნობი დიდებით [მორთოს თვისი] [ხმით [შემოსოს] შეამკოს]
(დაფნით მორთოს) აამღეროს მამული.

*
[დაქარგვა. დაკარგვას. დაქარგავს.]
შენ.
[და განა შესაძლოა]
[ან რა ენა ამოთქვამს] ან რა სიტყვა დაქარგავს,
[აწ მშვიდობით, მე ვდუმვარ] აწ მშვიდობით, სხვა რა ვთქვა?
[გეთხოვები...]

*
აწ მშვიდობით. სხვა რა ვთქვა, ან რა სიტყვა დაჰქარგავს,
ოჰ, ძმის... ერთადერთი ძმის... ასეთი ძმის დაკარგვას...
[და განა შემიძლია]
[ჩემი] ოჰ, ძმის... ერთადერთი ძმის... ასეთი ძმის დაკარგვას?

* * *
[მარად უარმყოფელი, უსულგულო ცხოვრების].
[მამულს სული და გული!]  სიცოცხლე სამშობლოსთვის! გაიძახის მწრთობელი,
უსულგულო ცხოვრების [მარად] მკაცრად უარმყოფელი,
სამამულო ომის დროს მერხებს გამოყოფილი,
[სიცოცხლე - სამშობლოსთვის! ამბობს] მამულს სული და გული! გაიძახდა წრთობილი.

*
მეუღლე ტატიანა, შვილები: ვასილი და ნოდარ, ძმა გალა[ქ]კტიონი, რძალი ნინო ტაბიძეები იუწყებიან ს.ს.რ. დამსახურებული მასწავლებლის პროკლე (აბესალომ) ტაბიძის გარდაცვალებას.
პანაშვიდები კვირას, სამშაბათს და ოთხშაბათს საღამოს 7 საათზე. გამოსვენება 7 ოქტ. დღის 5 საათზე.
მარჯანიშვილის ქუჩა №4.

ტატიანა, ვასილი, ნოდარ, გალაკტიონ და ნინო ტაბიძეები ღრმა მწუხარებით იუწყებიან...