შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-210 - 1948 წელი


1948 წელი

1. შემთხვევა.
2. დილა (1910).
3. თვალებს აღმოსავლით.
4. კრიტ. წერილები ნაზისი - (იასამანი).
5. ბრძოლაში ვეძებ.

შემთხვევა
კრიტიკოსის წერილით [დღეს ამაყობდა] დღეს აჭრელდა გაზეთი:
მგოსნის გზა [ისეთია] ისეაო - [რითმების კი] პროზაიკის ასეთი.

ლექსის ავან-ჩავანი მე მესმისო ყოველი.
მგოსნებს რატომ ჰგონიათ კრიტიკოსი ცხოველი?

თუ ცხოველი ბალახს  სძოვს, კრიტიკოსი - ჰონორარს,
ჰონორარი - კრიტიკოსს, [და ბალახი დიდყურას] (ორთავე გონორეას).
(ეს მხოლოდ რითმისთვისაა ნათქვამი).

იმდენი რამ იყბედა, იმდენი იტიკტიკა -
სადაური სინდისი, სადაური კრიტიკა!

მგოსანს ეს რომ მოესმა, სთქვა თუ: შეამოწმეთო,
კრიტიკოსი ვინად სჩანს, დუშმანად თუ მოძმეთო?

რა კი ამბობს, ვიციო ლექსის ავან-ჩავანი,
ვთხოვთ, რომ დაგვიწეროსო - ნუა ამპარტავანი.

„დაგვიწერეთ ლექსი რამ...“ და მიართვეს კალამი.
კრიტიკოსმა ყოველმხრივ მისცა სალამ-ქალამი...

და დასწერა: [ეს] რის ლექსი? გეფიცებით დიონისს -
[აზრი ვიცი] სად მაქვს ნიჭი შოთასი, ვაჟას, გალაქტიონის.

[რა დროს ჩემი ლექსია, რა დროს ჩემი ქნარია
თუ - ]
მაგრამ - თუ რამ ლექსია, ანდა სადმე ქნარია...
აქ მომართვით, რადგანაც - ჩემი ჰონორარია.

[და] თუ არ [მომეცლებით - ] მოგირთმევიათ, თუU ქედი არ დახარეთ -
[ფეხებზეცა მკიდია] დღეც ნუ გაგთენებიათ, მეხი კი დაგაყარეთ!

კრიტიკაა, ლექსია, ზღაპარი თუ მითია,
[თუ ფულს რამეს არ მომცემს], ფეხებზეც არ მკიდია!

ეს რომ მგოსნებს მოესმათ - კალთები დაიფერთხეს:
[ფეხ]ქვეშ იგდეს კრიტიკოსი - და მაგრადაც მიპერტყეს..

*
ეს რომ მგოსნებს მოესმათ, სთქვეს თუ: ხომ იცნობს პიიტიკას,
ნუ თუ თვითონ კრიტიკოსს არვინ უწევს კრიტიკას?

*
[აქ მხვდება,] [მე მიგრძნო;]    
[გინახავთ თქვენ ფერი დაბინდულ ქლიავის?
ეს - ჩვენი რიცაა,]

თვალებს აღმოსავლის აქ ცქერა ვერ მოღლის,
აქ იმ ოქროს ხანის ირხევა მტევანი -
[ახალთა სხივთა უს] სხივთა უახლესთა [იწვის] თრთოდა ხეივანი,
მჭვრეტი ზღვის შეშლისა, ცვლის და მიხლა-მოხლის!

თვალებს დასავლეთის აქ ცქერა ვერ მოღლის,
წამით შემდგარია ფერთა შადრევანი,
ბადეთ გადასროლილთ [მოს]ჩანნან დათრევანი -
ბადეს მოყოლილ მზის, უთვალავ ფორთოხლის.

*
ჩემი ფიქრი კი ეხლა
შორდება ყოველ ამას.
არ მხიბლავს ისიც, რაიც
ქალაქს ამშვენებს ლამაზს.

მე გამახსენდა ჩემი,
შორი სამშობლო ველი,
ღარიბ ფაცხების გროვა,
ცივი, მუნჯი და ბნელი -
სადაც  ბევრია სული,
მაგრამ პური კი ცოტა,
სადაც შიმშილი მეფობს
და მწუხარება დროთა.
შრომის უსივრცო მინდვრის
ხმელი და მწარე პური,
დაღად რომ აკრავს კერის -
ნაცარ-ნახშირის მური.
რამდენს იწონის შრომას,
კაცთა ძალას და ღონეს,
რამდენს აღავსებს მინდორს,
რამდენს ახურებს თონეს.

*
5 წუთი - 20 სტრიქ. - 7 სტრ., მანქანაზე კი 5 წ. - 7 სტრ.
5 წუთში ხელით - 20 სტრ., 5 წუთში მანქ. - 7 სტრ.
1 საათში ხელით - 240 სტრ., 1 საათში მანქ. - 84 სტრ.
10 საათში ხელით - 2400 სტრ., 10 სათში მანქ. - 840 სტრ.
5 დღეში 10 ს. - 12.000, 5 დღეში მანქ. - 4.200 სტრ.
24000. 12. 000 სტრ.

*
ილია აღლაძის გარდაცვ. „კომუნისტის“ განცხადებაში არ არის.
შაბათი, 17 ივლისი, 1948 წ.
აბრამია პოლიო, ადამია ალიო, ამისულაშვილი შალვა, ბობოხიძე კალე, შუბლაძე ვერა, ბუხნიკაშვილი გუგული, ბაბილინა ხოსიტაშვილი, ვარდოშვილი ხარიტონ, ვაკელი იონა, ვართაგავა იპოლიტე, გამსახურდია კონსტანტინე, გეგეჭკორი ლადო, გორგაძე ვასო, გარიყული მარიამ, გოგავა კლიმენტი, დანელია სერგო, ჯაბუშანური გ., ჯაფარიძე მიხ., ჯანელიძე დიმიტრი - კი, დარასელი ვანიონ - კი, დოლიძე ნინო - კი, ერისთავ-ხოშტარიასი - კი, ჟურული ვარლამ - კი, იორდანიშვილი სოლომონ - კი, ინგოროყვა პავლე - კი, კაკაბაძე პოლიკარპე - კი, კასრაძე დავიდ, კაპანელი კონსტ., კეშელავა პლატონ, იასამანი, ქორქია როდიონ, ქუთელია ალექსანდრე, კაშმაძე შალვა, ლისაშვილი იაკინთე, მიქელაძე მარიკა, მთვარაძე სიმონ, მრევლიშვილი მაყვალა, მჭედლიშვილი იოსებ, მებუკე გ., [ნატროშვილი] ნადირაძე გიორგი, ნახუცრიშვილი გიორგი, ნონეშვილი იოსებ, ზედგინიძე ელიზბარ, სახოკია თედო, სიხარულიძე ილია, თავაძე სოლომონ, ტატიშვილი იოსებ, თავზიშვილი გიორგი, თევზაძე ანდრო, თურდოსპირელი დავით, ხეჩუაშვილი გ., ხოშტარია ილია, ხიდისთაველი სიო, ცაგარელი გიორგი, ჩიქოვანი მიხ., ჭეიშვილი ალ., შენგელაია ალეკო, შანიძე ალექსანდრე.
58 ч.
ილია აღლაძე.

*
„ახალგაზრდა პოეტებს“ გ. შინატეხელისა დაბეჭდილია №13 „თეატრი და ცხოვრება“, 1910 წ.

დილა
თვალუწვდენი, მღელვარე ტბა
მზის სხივების ცეცხლში გათბა.

ვარდს დაეცა გულზე წვეთი,
ცის წიაღით მონაკვეთი.

შეფრთხიალდა ცის ტოროლა
და მიდამო აათრთოლა.

* * *
აჭიკჭიკდი ტოტზე, ჩიტო...
იბრჭყვიალე, მარგალიტო.

და ხრიალით შავბნელ ხევში,
ნიაღვარო, გადაეშვი!

მსურს ნაღველი საბოლოვო
თქვენს უბიდან ამოვწოვო!
გ. ტაბიძე
„თეატრი და ცხოვრება“, 1910, №22

ქართველ ახალგაზრდა პოეტთა ბედი
„...პოეტი, პუშკინისა არ იყოს, თვითონ ირჩევს აზრს თავისი სიმღერებისათვის, ბრბოს არავითარი უფლება არა აქვს მის შემოქმედებაზე... მაგრამ ეს კიდევ იმას არ ნიშნავს, რომ  ყველაფერი ცუდი უნდა მოეწონოს მკითხველს პოეტისა; პოეტის სიმღერა, თვით მსმენელის გულის სიღრმიდან უნდა იყოს ამოღებული, ამისდა შეფარდებით კიდევ მაღალი იდეალების მქადაგებელი. უამისოდ ეს სიმღერა ჰკარგავს საერთო ყურადღებას და მასსიურ მნიშვნელობას". წარსულ საუკუნეში ამგვარად შეასრულეს თავიანთი მოწოდება აკაკიმ და ილიამ. დიაღ, ამათი ნაწერი საერთო გულის დუღილია ქართველთა ცხოვრებისა მეცხრამეტე საუკუნეში.. გადავდგით ფეხი მეოცე საუკუნეში. ცხოვრებამ ცოტად თუ ბევრად წინ გაიწია, მკითხველი ახალს ეძებს. ახალი ვერ უპოვია.  ის, რასაც ჩვენი ეხლანდელი პოეტები გვაწოდებენ, დიდი ხნიდან ნათქვამი და გამოქვეყნებულია, და არავითარ მიბაძვა-განმეორებას არ საჭიროებს.
როგორ უნდა შევურიგდეთ იმ აზრს, რომ იასამანი, შანშიაშვილი, ბაბილინა, გ. ქუჩიშვილი, ი. გრიშაშვილი, გ. ტაბიძე და სხვები იმავე დონეზე იქნებიან, რაზედაც დღეს არიან. მწარე ფიქრია, რომელსაც ყოველი პოეზიის მოყვარული ადამიანი  უნდა დაუფიქრდეს...“ და სხვ.
ნარი
„თეატრი და ცხ.“, №22, 1910 წ.

ბუნება პოეზიაში
ნაწყვეტები
...ჰენიოსი ბაირონი, სოფლის ვაებით გულდადაგული, ხშირის წამებით გულდათუთქული, და თავგანწირული ინდივიდუმი თავისუფლებისათვის ბრძოლისა, ეს პესსიმიზმის ბუმბერაზი მეფე, მხოლოდ ბუნებაში ჰპოულობს ნაშთს თავისი სიხარულისას. ჰკითხულობთ მის „ჩაილდ-ჰაროლდს“, „დონ-ჟუანს“, ჰკითხულობთ უკვდავ „კაენს“ და „მანფრედს“ - და თვალწინ გეხატებათ მთელი ზღვა-გული ბაირონისა. სად, რაში ჰპოულობს ბაირონი სიმბოლოს თავის სარწმუნოებისას? - ბუნებაშია ერთი ძალა ბაირონის სულისკვეთებისა.
ბარათაშვილის მოციმციმე ვარსკვლავი, ეს საუკეთესო მიმბაძველი ბაირონისა, - ბუნებაში ჰპოულობს საგანს თავის ძებნისას, მოტივები ერთი და იგივეა, განსხვავებაა მხოლოდ გამოხატულებათა სიძლიერეში. ლერმონტოვი, ნადსონი, ყველა თავისდაგვარად მიმბაძველია ბაირონისა. ტიუტჩევმა გააფართოვა ბუნებაზე პესსიმისტის შეხედულება, მთელი მისი პოეზია მშვენიერისა, მელოდიურის ენით არის აკინძული, მთელი ძალა კი ამ პოეზიისა ბუნების აღწერაში გამოიხატება.
ჩვენ ტიუტჩევი არა გვყოლია, ბუნების უმაღლეს წერტილამდე აღმწერელი პოეტი; მაგრამ ამის იმედს საკმაოდ იძლევა ახალგაზრდა მგოსანი გ. ტაბიძე. ამაში დამარწმუნა ტაბიძის მშვენიერმა ლექსებმა (იხ. „ფასკუნჯი“, „თეატრი და ცხოვრება“). წაიკითხეთ პაწია, მაგრამ კოხტა ლექსი „ნიაღვარი“. ნახეთ, რა წუნდაუდებელი აღწერაა ლექსის ერთ ნაწილში:
„როცა მზე მწერვალს გადმოანათებს
და სხივს დაადნობს თოვლიან მთაზე,
უკვდავებაა მაშინ მნათობის
მშვენიერება და სილამაზე.
მაგრამ როდესაც აღქაფებული
ზვირთი გზას ურღვევს მომსკდარ ნიაღვარს,
ვინ გამოხატავს ამ მრისხანებას,
რა სული შეჰქმნის სტიქიონს ამგვარს?“
პოეტი კატეგორიულად უცხადებს ბუნების სიმშვენიერესა და მრისხანებას:
„მსურს ნახველი საბოლოვო
თქვენს უბიდან ამოვწოვო“.
უფრო გადაჭრითაა გამოთქმული პოეტის აზრი ბუნებაზე ლექსში "მხოლოდ ბუნება":
„რითმების გუნდი გარს მომხვევია,
სიკვდილი წყნარად მეჩურჩულება:
სულით ამაო, შენ შეგითვისებს
მხოლოდ ბუნება, მხოლოდ ბუნება“.
კარგი აღწერაა ბუნებისა ტაბიძის სხვა ლექსებშიც, როგორც მაგ. „ღამე“, „ნიავი“, „ფიქრი“, „სასაფლაოზე“ („ფასკ.“) და სხვ.
ნარი

„თეატრი და ცხოვრება“, 1910 წ., №37 (კვირა, 19 ენკენისთვე). იქვეა აბაშელზე.

*
„თეატრი და ცხოვრება“. 1910 წ.
1. ბრძოლაში ვეძებ.
2. მსახიობის დღიურიდან.
3. კოლხიდაში.