შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-202 - 1948 წელი


ჩემს მხარეზეა: ლეონტი სუხიშვილი. პროფმარის ქ.

*
ლევან გაბრიაძეს - რაიკომის მდივანს.
ჩემი შვილის ამხანაგმა გიორგი კახაიამ თქვენ გთხოვათ დახმარება მის საქმეში.. ვეტ-ექიმია. იმედი მაქვს, მიაქცევთ ყურადღებას. მეც ჩემის მხრით ძალიან გთხოვთ. ძალიან კარგი კაცია და ჩემი შვილის ძველი მეგობარი..
გიორგი კახაია - კამოს ქ. №6.
ნინოშვილის ქუჩაზე - მეორე ბაზარი - ეხლა საქმე სასამართლოშია: თითქო ცემში სავეტერინარო პუნქტი მიეყიდოს.
ხორცის საკონტროლო სადგური ნინოშვილის ქუჩაზე მეორე ბაზარში.
ხორცის საკონტროლო სადგურის გამგე ვეტ-ექიმი.
თითქო მიჰყიდაო - დროებით კი ათხოვა, ბაზრის დირეკტორთან შეთანხმებით. გთხოვთ, აღადგინოთ სამსახურში.

*
სილუეტების ოსტატი. იმერის დაბრუნება.

* * *
ტყის შრიალებს ფოთოლი.
[ფოთოლი - ოდოლი].
ვაზი [მღერის] ტოლ-ტოლი.
ტოტი, ბჟოლი, [ც]სოლი, ბროლი.

* * *
I
ტყის შრიალებს ფოთოლი.
[ვაზიც ღელავს ტოლ-ტოლი]
[ღელავს] [ლხინობს] ილხენს ვაზი ტოლ-ტოლი,
[გაერთიანებული]
[ისმის] [ვაზთ მტევნების [მიირხევა] მოირხა]
[მირხევა მტევნების]
მტევნების მიირხევა
[მძიმე] ქარვა, ლალი და ბროლი.
II
გატანილია ლელო,
აჰყვავდა მთა და მდელო.

*
გატანილია ლელო,
ზეიმობს მთა და მდელო,

მრავალ-ჟამიერს ჭექდე,
მამულო საყვარელო!

*
დრომდის შეხვდა.
მას მიუძღვოდა.
[ხელოვნება] ხელოვნების.
წრფელი და ჯადოსანი.
ჰანგი მსმენელს.

უბრწყინვალესი პოეზიის შვენება
[მისი] მოდის ჩანგით წრფელი და ჯადოსანი,
[ჰანგი მსმენელს] რომ არ იცის დაღლა და შესვენება,
მოდის მეფე, გმირი, გვირგვინოსანი,
უბრწყინვალეს პოეზიის შვენება.

იგი ეხლა ნაღვლიანად არ გოდებს,
....................................ლანდთა იერი,
ის წარსული აღარ...............................
მან სამშობლო ჰპოვა სვე-ბედნიერი.

ჩვენი დროის მომღერალი ნაქები,
მოდარაჯე ხალხის სულის და გულის,
უშიშრად სდგას, [მტკიცედა] სდგას ჩანგით
......................................................................მხნე.

[ეხვევიან]
მიჰყვებიან მგოსნები
მას, ვით მთვარეს -

მგოსანი მეფე, ხალხის სული და გული.

მატარებელი..............................
ვისი დროშა მაღალია, ჩვენია,
[მისი] დე, ბრწყინავდეს ჩანგით [არის] აწ და მარადის -
განახლებულ საქართველოს გენია.

დიდ მეფე პოეტს
მან პირველმა გადაჰკვეთა წყვდიადი,
შეუერთდა მოციმციმე განთიადს.
მოიპოვა აზრი, გრძნობა დიადი,
რომლისთვისაც ბევრჯერ ღამე ათია.
მისი ჩანგი, ვით ფრთამალი ფრთოსანი,
ვით აშლილი უდაბნოში ალქარი.
როგორც მეფე, გმირი, გვირგვინოსანი
და შემკული მოსეირნე ამქარით.
აღარ ტირის, ნაღვლიანად არ გოდებს,
აღარ ჩრდილავს მის შუბლს ქუფრი ლანდები.
დაჰგმო იგი, აღარც სურს, მოაგონდეს
მას წარსული შავს მიწაში ნადები.
იგი ნაღვლით, მოწყენილი არ დადის,
შესუდრული სიზმარიან ჩვენებით,
არ აშფოთებს მოჩვენება და ლანდი,
აღარც დაჰქრის მისი ლურჯა ცხენები.
დაჰგმო ღამის და წარსულის აჩრდილი,
მისი ჩანგი ახალ ხმაზე ამღერდა,
ჰანგი მისი ახალ გრძნობით აშლილი
ამ ცხოვრების ახალ ხმაზე აჟღერდა.
გაიკაფა გზა ნარ-ეკლით მოსილი.
ისევ იშვა დიდი მეფე პოეტი.
ის სხივია ჩვენი ძლევამოსილი,
მომღერალი სტალინის საბჭოეთის.
მისმა გულმა, თან მთრთოლვარე ჩანგებით,
გაანგრია ბნელი ღამე, უკუნი.
და მიჰყვება ტალღებს, ვით კლდე ნაგები,
ეს პოეტი მგზნებარე საუკუნის.
მტკიცედ ისმის მისი ხმა მოგუგუნე,
ვით საყვირი ომში მოწოდებული.
ის მიჰყვება მტკიცედ ამ საუკუნეს,
როგორც მთვარეს ვარსკვლავების კრებული.
დღეს სტალინის დიდი ქვეყნის მცველია
ეს მგოსანი, ხალხის მეფე პოეტი.
დღეს კალამი მისი ყველგან მჭრელია,
რომ დაიცვას სამშობლო საბჭოეთი.
მას დიდება საუკუნო მარადის,
ვისაც დროშა მიაქვს მაღლა ჩვენია.
იგი მიდის მხნედ დიდების კარამდის
და თან მიაქვს დიდ სტალინის გენია.
ქუთაისის პედ. ინსტიტუტის ლიტერატურული
ფაკულტეტის I კურსის სტუდენტი თინა ზიბზიბაძე. 1947 წ., 8/IX

*
საქართველოს უცხოეთთან კულტურული კავშირის საზოგადოების პრეზიდენტს
ჩემი [ლიტერატურულ] სალიტერატურო ასპარეზზე [მუშაობის] გამოსვლიდან ორმოცი წლის შესრულებასთან დაკავშირებით, [საქართველოს] უცხოეთთან კულტურული კავშირის საზოგადოების პრეზიდიუმს ვთხოვ მიიღოს ზომები, გადათარგმნილ და გამოცემულ იქნას ჩემი ნაწერების კრებულები უცხო ენებზე, მაგ., ფრანგულზე და სხვ.

[თარგმანისათვის] მთარგმნელებს შეუძლიათ იხელმძღვანელონ 1944 წელს სახელგამის მიერ  გამოცემული წიგნით „რჩეული“, [აგრეთვე] 1946 წელს გამოცემული ჩემი მეოთხე ტომით და ლექსებით, რომელიც დაწერილია ომის შემდგომ პერიოდში.
[დაწვრილებითი] გეგმა წიგნისა შემიძლია წარმოგიდგინოთ პირველ მოთხოვნისთანავე.
1948, 5 აპრილი
გალაკტიონ ტაბიძე - საქართველოს სახალხო პოეტი
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი

*
სროლა. ირაკლი.
მიპატიჟება რთველში (საოქტომბრო რთველში).