შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-205 - 1948 წელი


1948 წელი
18 [ივლისი] მაისი.
დილით, რვის ნახევარზე, ამუშავდა ჩვენი „დუგლასის“ პროპელლერი. მანქანა დაიძრა აეროდრომიდან. მზემ ფანჯარაში შემოანათა. ვუვლით გარს ჰაეროდრომს. 9 წუთის შემდეგ მოვსწყდით მიწას.
დუგლასი მიიწევს ცისკენ.
თანდათან.
თანდათან.
თანდათან.
ვტოვებთ ტფილისს.
ტფილისი მარცხნივ რჩება.
მოსჩანს თეთრად მთაწმინდა.
მტკვარი.
უამრავი სახლები.
ხოკერა მთები ამწვანებულან.
ეხლა ხომ მაისია.
აი, ლისის ტბაც.
დაბლა დიდუბეა.
გადავჭერით მტკვარი -
დიდუბე.
და...
უკან დარჩა თბილისი.
აღარა სჩანს ტფილისი.
იყო და აღარ არის თბილისი.
ვანვითარებთ სისწრაფეს.
ავდივართ უფრო მაღლა, სულ მაღლა.
ვუახლოვდებით მთებზე დაფენილ ღრუბლებს.
მივფრინავართ. ღრუბლები კი ჩვენს ქვევითაა.
ქულა ღრუბლებია მთებზე. აუ! რამდენი ღრუბელია! რამ სიმაღლეზე ვართ.
ჩვენს ქვევით ტრიალებს ორი არწივი, ეს არაა ფანტაზია. აი ზღვაც.
9 საათზე და 15 წ. ვეშვებით სოხუმში (გამახსენდა კარანდაში, სამი თუ ოთხი წლის წინ ამ აეროდრომზე რომ ვიპოვე. ბედნიერების მომტანი ფანქარი).
მშვენიერი აფხაზეთი.
„სალამი აფხაზეთს, მის მზეს და მის ძალას.
მის წინ მოწიწებით მე ვიხდი ჩაბალახს“.
საჭიროა ყვავილები.
ათს უკლია - ათი წუთი.
ისევ ამუშავდა პროპელერი.
12 ს. და 25 წუთზე როსტოვში ვართ. 1 საათზე მივფრინავართ.
18 მაისს 5 საათზე, ვეშვებით.
ვართ ვნუკოვოს აეროდრომზე მოსკოვში.