შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-627-22 - 1947 წელი


ნიკორწმინდა
დიდებული ტაძარი.
ჩუქურთმა - ასეთი მდიდარი, მრვალგვარი (სხვა და სხვა, - მსგავსი სხვაგან არ მინახავს).
- ასეთი - უხვი, ასეთი ჭარბი, ასეთი დიდებული ჩუქურთმა... (Роскошный) მოჩუქურთმება.
ქვა, თლილი ადგილობრივი სალისაგან (Песчанник?). ადვილია დასამუშავებლად და საქანდაკებლად, ბრწყინვალე საგუმბათე.
გუმბათის ყელი ფართო და მაღალია.
[ბარაბანს] გუმბათის ყელს აქვს თორმეტი ნათალი და ამდენივე სარკმელი.
და იგი უხვად მოკაზმულია ჩუქურთმებით (სარტყელი, სვეტები: სარკმლების გარემო და ქვედა სარტყელი), რომ თლილობანი იშლება და შორიდან მრგვალი გეგონება.
სარკმლის ჩუქურთმები დიდათ მშვენიერი და მრავალფეროვანია.
ჩართული ჩუქურთმები (მიხვეულ-მოხვეული) ემატება ფრთიანი ფასკუნჯებით.
ყველა კედლებს მხატვრულად ამოჭრილი ქვები აშვენებს.
ყველა კედლებზე უფრო მდიდარია აღმოსავლეთის კედელი, [მის] ძვირფას თაღებში სამი სარკმელია, სამივე დიდებულად მოჩუქურთმებული. შუა-სარკმელზე ქვის ჯვარია ნაჩუქურთმევი.
სვეტები, სვეტები, სვეტები.
სამხრეთის კედელიც, ჩუქურთმების სიმდიდრით, ჰგავს აღმოსავლეთისას.
ყოველი წვრილმანი ჩუქურთმებისა – გვანან ყვავილებს, გვირგვინებს.
მოგრძო სარკმლები.
სულ რვა თაღია. ერთ თაღზე რგვალი სარკმელი.
ასე სავსეა და მდიდარი იგი ორნამენტები.
მძლავრი თაღი, შემკული სვეტების კონებით.
ასეთი სიმდიდრე ორნამენტისა გვარწმუნებს, როგორ იყო განვითარებული, რა სიმაღლეზე იდგა ხელოვნება ჩვენს ქვეყანაში! ორნამენტი აქ მეტად დიადია, დასრულებული დეტალებში, მკვეთრი და მოქნილი სახეობით, და ლბილი დამთავრებულ ჩამოკვეთაში.

[ჩვენი] მეთერთმეტე ჩვენი საუკუნის.

[ასე დიდებული, გადაკიდებული, სარკმელს მიდებული].
[ჩუქურთმებით, შუქურთმებით, გამუდმებით]. (გადაჩუქურთმება).
მრავალგვარი, ნაქარგვარი, დამკარგვარი.
[რა მდიდარი, დარობს რამდი დარი, ლანდით არი].
[რა უხვია, აუხვია (თვალი), აუხვია (გვერდი)].
მოჭარბებით, ეხარბებით, თვალ-წარბებით.
საგუმბათე, ნადე-ბადე, დაგვუბამდე, აქუბამდე.
რა გუმბათი! და ბუბათი!
[ყელი – ფართო და მაღალი, გორმაღალი, ქორმაღალი].
[და სარკმელი, სარქმელი (თავის), მისარქმელი].
[და ორბეთი, ათორმეტი].
მრავალფეროვანი, ეროვანი, ხელოვანი.
მშვენიერი, შენ იერი, ბედნიერი.
მოხვეული, მოხეული (ს), მოხეული.
ამოჭრილი, გამოჭრილი, ამოჩრილი.
შვენებათა, შენება და, ებადა.
[ფრთიან ფასკუნჯებით, დამუნჯებით, ყალმით და ფუნჯებით].
აღმოსავლით, მოსავლით, მოსწავლით.
[თაღებია, ნაღებია, ნაღებია, ხელ-ნახებია].
სვეტებით, კეთებით, კვეთებით.
სამხრეთი, სამხრეთი.
[სიმდიდრეა, სიმკვეთრეა, სიმკვიდრეა].
გვირგვინები, მიგრგვინები, [პირ-გვინები,] მირკინების.
[სვეტთა შეკონება, ეგონება, ზე-გონება].
ფეროვნება, ეროვნება, ხელოვნება!
[დიადია, ზვიადია, ფრიადია].
[დიადება, დიადემა, მოგეზვიადება].
რა ხეობა, სახეობა, დღეა-დღება.
[გამოკვეთა, იჭვი ამოკვეთა, ჯიღა სამოგვეთა].
[დასრულება, ასრულება, ბასრულება].

[აქ რომ თაღებია,
სვეტთა შეკონება,
[ელვა გეგონება]
ისე ნაგებია -
ციხე გეგონება].

ქვებით - ძლიერი
ნიჭი, გემოვნება,
[როგორ] [მღერის სიმაღლეში]
რა მშვენიერი
[იდეა] გვქონდა ხელოვნება.

[მკვეთრი და მოქნილი,
ხაზთა დასრულება,
არის ამოდ-ქმნილი
ნატვრის ასრულება].

ნეტა ვინ აშენა?
ნეტა ვინ აზიდა?
ნეტა ვინ ააგო?
ნეტა ვინ ამოსჭრა?
ნეტა ვინ გათალა?
ნეტა ვინ მოქარგა?
ნეტა ვინ გამოსჭრა?

[განძი, სიმდიდრეა,
დიდი სიმდიდრეა
დიდი სიმკვიდრეა
ჩვენთვის ნიკორწმინდა].

[აქ მზე] მზერა ქართულია,
[ვუცქერ] მშვენი დამუნჯებით,
თვალიც გართულია
ფრთიან ფასკუნჯებით.

[კარგად გამოკვეთა,
ვინაც გამოკვეთა,
ყოველ სამოგვეთა
ჯიღა, ნიკორწმინდა].