შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-614-25 - 1947 წელი


* * *
სოხუმის აეროდრომი. 1947. 23 ენკენისთვე.
იმერსა მას შვილი ერთად-ერთი მოუკვდა... მამამ დიდის გლოვით გაასვენა ის. გარნა სწუხდა - რომ არა აქვს ხსოვნად სურათი შვილისა.
წარვიდა იმერი იგი მხატვართანა და რქა მას: „დამიხატე ხსოვნად შვილი ჩემი. მხატვარმან სთქა: „ვითარ ძალმიძს დახატვა შვილისა შენისა, არცა მინახავს, არცა ცოცხალ არს?“ გარნა ბოლოს ვეღარ განუძლო ხვეწნასა მამისა და უთხრა: „კარგი, თვისა ორისა შემდეგ სურათი მზად მექნებაო“.
დახატა შვილი მაღალი, ფრიად მშვენი ჩოხითა და ახალოხითა, თმითა ხუჭუჭითა და სახითა მეტად ლამაზითა.
მამამან რა ნახა შეიცხადა:
- ო, შვილო ჩემო, შვილო ჩემო. რა ისეთი გადაგხდა თავს საიქიოს, რომ ეგრე გამოცვლილხარო...
გ. ტაბიძე

(ვწერ იმ კარანდაშით, აქ ერთი წლის წინ რომ ვიპოვნე).

* * *
ნურას შიშობ, სანამდის
არის აეროფლოტი,
იამაყე, მგოსანო,
მშვენიერ სამშობლოთი.

ვიჭედი. შირსკი.