დღიური -538-9 - 1947 წელი
I. 1. იხდება ფარდა. [მაგიდა მორთულია ასე: პ.].
2. მაგიდა ყვავილებით. კედელზე სტალინის სურათი და [ორი] დროშა.
3. პრეზიდიუმი შემოდის.
4. სიტყვა - გახსნისთვის.
5. მოხსენება - ამხ. ს. ყურაშვილისა.
6. სიტყვები (დაახლოებით 5-6 ორატორი ან მოლექსე).
7. [ჩემი] სამადლობელო სიტყვა და ლექსები.
II. 1. ლექსების კითხვა... (რა და რა ლექსი. ვინ წაიკითხავს).
2. მუსიკალური ნაწილი.
3. საბოლოო სიტყვა.
ტექნიკური მოწყობა:
1. აფიშები სამ-ოთხ ადგილას კარგად გაკრული.
2. ერთი აფიშა კარდონზე ან ფიცარზე, სინით ან ბაწრით ჩამოიკიდება კურზალის წინ სვეტებს შუა.
3. ბილეთები წინასწარ დარიგდება (იქნება თუ არა შესაშვები ბილეთები? Входные?).
4. ადგილები დანომრილი უნდა იქნას.
5. საღამოს მომენტი - ფიქსირებული უნდა იქნას ფოტოთი (თუ შესაძლებელია) საღამოთი.
შოვი. 47.VIII
*
I. შესავალი. II. მოხსენება - დირექტორი. III. სიტყვები. IV. მისასალმებელი სიტყვა და ლექსები. II. ლექსების წაკითხვა. II. მუსიკალური გამოსვლები. IV. 1. გამოფენა.
(ჯალიაშვილი). მგალობლიშვილი (დირეკტორი ქუთაისის ტექნიკუმის).