შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-535-9 - 1947 წელი


რა არის გასაკეთებელი?
1. შედგენა მოწოდების ტექსტის. 2. დაბეჭდვა მოწოდების ტექსტის. 3. გადათარგმნა მოწოდების ტექსტისა და დაბეჭდვა [Советская Абхазия-ში]. 4. შედგენა და დაბეჭდვა აფიშის. 5. გადაწერა ლექსებისა და დარიგება შესაფერ პირებისათვის. 6. რეპეტიციები. 7. [ბილეთების გაყიდვა]. 8. [ხოროსთვის ლექსები]. 9. გენერალური რეპეტიცია (მიმსალმებლებით).

კალენდარი:
შაბათი. 19 მარტი. 1. [გაგება მდივანთან ბილეთ. რაოდენობის] 1500 არის თუ არა? 2. [გოსიზდატში]. 3. [ტექსტი მოწოდებისა].
კვირა. 20 მარტი. [წიგნიდან გადაწერა ლექსების] რამდენიმე რუსული ლექსის თარგმნა. აფიშის ტექსტის შედგენა. დეპეშის ტექსტი.
ორშაბათი. 21 მარტი. სურათის შესწორება და მიცემა კლიშესათვის.
სამშაბათი. 22 მარტი. ლექსები ხოროსთვის. მხოლოდ აფხაზური. ლეკურის მოცეკვავე. ილიკო. სტენოგრაფისტი. მხატვარი. პლაკატი. სურათები მაღაზიებში.
ორშაბათი 23 მარტი. კოსტიუმი [ლექსები დარიგდება].
ხუთშაბათი. [24 მარტი]. აფიშა და მოწოდება.
პარასკევი. 25 მარტი.
შაბათი. 26 მარტი. კოსტიუმი.
კვირა. 27 მარტი. Сов. Абхазия. მოწოდება და კლიშე. ლექსები. Справки после ежедневно.
ორშაბათი. 28 მარტი.