დღიური-184 - 1947 წელი
[записная книжка] III.
В час 18 рубл. II. Нейман Валентина Михайловна.
3-10-00 - подст. Бюро стенографов.
Машинистки будут или нет. Нужно две машинистки. Тогда сдача материала в тот же день или под утро, лучше иметь машинисток.
Машинистка получает 50 % от заработка стеногр.
Догонадзе Нина Ильинишна.
*
13/II-47.
პლაკატის გამოფენა მხატვრების კლუბში.
გამოფენა საცოდავზე საცოდავ შთაბეჭდილებას ახდენს. არც ერთი პლაკატი ხეირიანი არაა. გეგონება: შეყრილან უბადრუკი, ყოველგვარ ნიჭსა და გემოვნებას მოკლებული ახალგაზრდობა და უსაქმობით, რა იცი, რასა სჯღაბნიან.
ამას ზედ ერთვის საზიზღარი, წინასწარ განსაზღვრული ჯგუფობრივობა.
აქაც ჩუმად ტრიალებს „მავნე ხელი“.
ხუთი თუ ექვსი პლაკატიდან ჩემის მოტივებით - გამოფენილი არ არის არც ერთი.
ეს წინასწარ მოფიქრებული ჯგუფობრივობაა.
ვინ არის მომწყობი?
სამაგიეროდ არ აკლიათ ირ. აბაშიძე, ალიო მაშაშვილი და სხვები.
ვინ არის გამგე?
მართალი გითხრა, არ ველოდი, თუ გუდიაშვილისა „კლუბი“-ს გამგეობა...
*
სახ. კონსერვატორიის მცირე დარბაზი.
კვირას, 9 მარტს, შესდგება საქართველოს სახალხო მგოსნის გალაკტიონის 1 საღამო.
[პროფ. ვ.ხმალაძე] - შესავალი სიტყვა.
I. პროფ. პავლე ხუჭუა - შესავალი სიტყვა.
პროფესორი შალვა რადიანი - მოხსენება.
II. სალიტერატურო განყოფილება:
მონაწილეობენ ქართველი მწერლები და სახ. არტისტი თამარ ჭავჭავაძე.
III. [მუსიკალური] საკონცერტო განყოფილება:
სახ. არტისტი სოხაძე და კონსერვატორიის ძალები.
1. კონფერანსიე - ან პიერი ან გოგიას ვაჟი.
Прав. სახ. 40 წუთი.
„კომუნისტი“, „Заря“, „Радио“.
პრესა, პრესა, პრესა.
კონფერანსიე, კონფერანსიე, კონფერანსიე.
პროფ. შალვა რადიანი: „გალაკტიონ ტაბიძე და ახალი ქართული პოეზია“.
2 ძველი, 3 ახალი. სტალინზე, სამშობლოზე. 5 ლექსი.
„მანონ ლესკო“. ვიგონებ ყრმობას, ინტეგრალები, მანონ ლესკო.