შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-179 - 1946 წელი


Туберкулез?

1. 70/09. „ლომისი“ - სრ. საქ. მწერალთა კავშირის ყოველკვირეული ჟურნალი. 2. „კომუნისტი“ - 1941 წ. მაისი, ივნისი, ივლისი, აგვისტო.
„მნათობი“. 1924 წლიდან ყოველი მე-12 ნომერი. 1946, იანვრის ჩათვლით. 24 ნომერი. 1925. 1928. 1926. 1929. 1930. 1931. 1932. 1933. 1934.
„Мнатоби“ - მე-12.

ბუდე. მრუდე. ხელ-გუდა. ცუდი.
გზად შემოეყარა. კოღუნები. ელგუჯა.
                                       „აქრე სინათლე, აქრე,
                                       მაინც ავანთებ იმას“.
„ეპოქას“ ვამუშავებდი 1927 წლის დეკემბრიდან. დამზადებული გადავეცი „მნათობს“ 1928 წ. და დაიბეჭდა №№5, 6, 7, 8, 9, 10, 11 და 12, მაისიდან დეკემბრამდე. ხოლო „ეპოქა“ „დაწყილია“ „მნათობის“.

*
დიდდედა იდგა - [ჩრდილოში,] შემცველი მოგონებათა სავსეთა.
მოულოდნელად, უეცრად, რაღაც დაეცა თავზედა.

ეს იყო კარგა მოზრდილი, [უბრალო] ნიგვზის [მთელი] მოსული კაკალი.
[მორთო] შეკრთა დიდედა[მ]: [ჰოი] უი, ქა, მეხი შენ და ღრიანკალი.

გახსნა კაკალი, დახედა: ორი [ლამაზი] ნაჭედი ხატია.
[ლამაზი] შიგ ორი ლამაზ ლებანის...
        
ჰეი-ჰე-ჰეი.
ჰეი, ჰეჰეი, ჭრელთვალა; ჰეი, ჰე, ჰეი, ჭრელქუდა.

*
აქრე [სინათლე] სანთელი, აქრე,
მაინც ავანთებ [მას] იმას,
[ყოველი ღამით აგრე]
[ყოველ ახალწელს აგრე]
შენ ყოველღამე აგრე
[ვეტყვი] ეტყოდი ქარსა და წვიმას.

* * *
ჩვენთვის უცხოა დაღლა.
[გზა გავიარეთ მწარე] ომი განვლიეთ ცხარე,
მაღლა სინათლე, მაღლა,
ჩვენო [სამშობლო მხარევ] ძვირფასო დედა!

*
რომ არ [იცოდი] გჯეროდა დაღლა,
ო, არ [მენახე] ვიცოდე, ნეტა...
მაღლა, სიბნელე მაღლა,
ჩემო ძვირფასო დედა.

*
1. „მნათობი“, 1934, №№11-12 - გალაკტიონ ტაბიძე. 10 წელი „მსოფლიო, გენიალური ჰარმონიისათვის“. ლექსით იხსნება "მხატვრული ლიტერატურა“.

1933 წ., №11-12  - ჩემი ლექსი „პირველი მაისი“ - №5; „იდეა“ ლექსი №5, გ. ნატროშვილი - (წერილი) №5; დ. კლდიაშვილი - (წერილი) №5; ვ. ბარნოვი (წერილი) - №5; გ. ქუჩიშვილი - (წერილი) №5.

შალვა რადიანი. ორი პოეტი. „ცხრაას ხუთის დამარცხების პერიოდში გამოსულ მწერალთა შემოქმედება სხვადასხვა გზებით მიემართებოდა, მაგრამ საერთოდ მათგან უმეტესობას რევოლიუციისაგან გაქცევა ახასიათებდა. მთავარი გზები, რომლითაც მიემართებოდა ამ პერიოდში მწერლობა, იყო: პესიმიზმი (გ. ტაბიძე, ს. შანშიაშვილი და სხვ.), ეროტიკა-პორნოგრაფია (ი. გრიშაშვილი და სხვ.), მსუბუქი ჟანრის პოეზია (კ. მაყაშვილი და სხვ.). ამ გზებისაგან გამოირჩეოდა ერთი გზა, რომელსაც ახასიათებდა რევოლიუციასთან დგომა, ცხოვრების ყოველდღიურობის ასახვა, მშრომელი ხალხის დაცვა და კლასიური მოტივი. ამ უკანასკნელი გზის მნიშვნელოვანი წარმომადგენელი - გიორგი ქუჩიშვილია“.
(და ამ თავისი „კრედოს“ მიხედვით სთითხნიდა შალვა რადიანი ჩემს ტომებს. მე კი... ვცდებოდი, როდესაც ყურადღებას არ ვაქცევდი ამ გარემოებას).

„მნათობი“, 1931, №11-12 (ნუმერი დეკემბრის, გვ. 151).
იმავე ნომერში (გვ. 181) შ. ძიძ. „ქართული ლიტ-ლი ენა“.
„გაუმართლებელია ს. ჩიქოვანის „ცხენენჯი“ (მხედარის ექვივალენტი). რა ღირებულება აქვს ამ ტერმინის შეჰქმნას, როდესაც მისი შესატყვისი უფლება-მოსილი „მხედარი“ მოგვეპოება? ამასაც რომ თავი დავანებოთ, იმ ინტერპრეტაციაში, რომელიც პოეტმა მოგვცა, ჩანს, რომ იგი არღვევს ფონეტიკურ კანონზომიერებას და არ უწევს ანგარიშს იმ ენის ბუნებას, რომელზედაც ჰქმნის ხელოვნურ სიტყვას, ნეოლოგიზმს“.
მეგრელიზმები: დ. შენგელაია, კ. გამსახურდია, ს. ჩიქოვანი, ფ. ნაროუშვილი. „შეიმჩნევაო რამდენიმე ხაზი, როცა მწერალთა გარკვეული წყება იმ კუთხის ენობრივის ნიშნებით სწერს, რომელსაც იგი ეკუთვნის, მაშასადამე, წარმოგვიდგენენ ხშირად დიალექტურ თავისებურებათ (იმერიზმებს ნ. მიწიშვილი, ნ. ლორთქიფ., ტ. ტაბიძე; ქართლურიზმებს: მ. ჯავახიშვილი, ს. შანშიაშვილი, ი. გრიშაშვილი, ე. პოლუმორდვინოვი, ი. მოსაშვილი და სხვ. ორიენტაცია ძველ ქართ.: ბარნოვი, რობაქიძე, ლორთქ., დადიანი, გამსახურდია“.

„მნათობი“, 1929, №2-3.
გ. ტაბიძე, ლექსი, დაწერილი „მნათობი“-ს ხუთი წლის არსებობის გამო, „მნათობი“, №2-3.
ჭ. ლომთათიძე „აქრე, სინათლე, აქრე, მე მაინც ავანთებ მას“. №8-9.

„მნათობი“, 1928 წ., №11-12.
გალაკტიონ ტაბიძე: „ეპოქა“, №5-6 - მაისი და ივნისი, №7 - ივლისი, №8-9 - აგვისტო და სეკტ., №10 - ოკტომბერი, №11-12 - ნოემბერი და დეკემბერი. რედაქცია: მ. კახიანი, ა. მიქაძე, ს. მამულია, გ. მუშიშვილი, ს. ეული.
შალვა რადიანი: სიმვოლიზმი საქართველოში, №2. გალ. ტაბიძე, №8-9.

„მნათობი“, 1926.
გ. ტაბიძე „პოემა ვეფხვისა“ - №1. „კოსმიური ორკესტრი“ - №7.

„მნათობი“, 1925.
გ. ტაბიძე „ეს არის გუგუნი მთელი ეპოქის“ - №1. „ასი ლექსი“ - №10.

1934, №11-12.
გ. ლ-ძე (გ. ლეონიძე?), ფედერაცია, ტფილისი, 1933.
ბიბლიოგრაფია. „თავდაცვითი მხატვრულ-ლიტერატურული კრებული“, პ. მიროტაძის საერთო რედაქციით.
„არ შეიძლება უსაყვედუროთ დაიტოვოს გალაკტიონ ტაბიძე, რომელიც აქ საერთოდ საშუალო ღირსების ლექსებითაა წარმოდგენილი. გ. ტაბიძეს ამ თემაზე უკეთესი ლექსებიცა აქვს დაწერილი ამ ბოლო წლებში. მათი დაბეჭდვით კრებული თუ მოიგებდა, თორემ არ წააგებდა“.
14 ავტ. - გ. ტაბიძე, ვ. გორგაძე, ი. აბაშიძე, მაშაშვილი, გაფრინდაშვილი, ეული, ქუჩიშვილი, კაჭახიძე, შატბერაშვილი, ბობოხიძე, ქუთათელი, ქორქია, ჩაჩიბაია, ელ. პოლუმორდვ. წითელარმიელი მწერლები: მათგან ვ. ფხალაძე.

1930 წ., „მნათობი“.
გ. ტაბიძე „პაციფიზმი“ - №1 (იწერებოდა 1929 წ.).
„რევოლიუციური საქართველო“, №8-9, №10, №11-12.
1925, 1926, 1928, 1929, 1930, 1931, 1932, 1934. აკლია: 1924, 1927, [1930, 1932, 1933].

1932 წ., „მნათობი“, №3-4.
გ. ტაბიძე „ეროვნებათა მარში“ (ლექსი) - №3-4.

სამხედრო მწერალთა შორის.
საბჭოთა მწერლების კავშირთა სამხედრო კომისიის ჩამოყალიბების დღიდან გაიშალა მუშაობა სამხედრო მწერალთა შორის; სამხედრო კომისიის ხელმძღვანელობით - გაზ. „წითელარმიელთან“ არსებობს ცენტრალური სამხ. ლიტ. წრე, რომელიც აწარმოებს სისტემატიურ ლიტ. სწავლებას. წრის თავმჯდომარედ არჩეულია ამხ. გ. ტაბიძე. სამხედრო კომისიის ხელმძღვანელობით ამ მოკლე ხანში განზრახულია ქუთაისში და ავტონომიურ რესპუბლიკების მწერალთა ორგანიზაციებთან სამხედრო კომისიების ჩამოყალიბება. აგრეთვე წ. არმიის ქართულ ნაწილების კლუბებთან უნდა ჩამოყალიბდეს სამხატვრო სალიტერატურო წრეები.
ჯერჯერობით ასეთ წრეებთაგან ჩამოყალიბებულია მხოლოდ ერთი წრე ამიერ-კავკასიის ქვეით სამხედრო სკოლასთან. წრეს ხელმძღვანელობს საქ. საბჭ. მწ. კავშირის სამხედრო კომისიის პ. მგ. მდივანი - ამხ. ბობოხიძე. სამხ. კომისია აგრეთვე აგროვებს მასალებს (ლექსებს, მოთხრობებს, პიესებს, ნარკვევებს და სხვ.) სამხედრო ლიტ. კრებულისათვის, რომელიც გამოვა 33 წლის 23 თებერვლისთვის. წ. არმიის 15 წლისთავთან დაკავშირებით, კრებულს გამოსცემს სახელგამი.
(„მნათობი“, 1932 - №10-12. გვ. 274. რუბრიკით - „კულტურის მატიანე“).

აკლია 1924, 1927.
1935 წ.

*
1. პროფ. გ. ჩუბინაშვილი და ნ. სევეროვი. „ქართული არქიტექტურის გზები“. მოხსენება, წაკითხული საბჭოთა არქიტექტორების სრულიად საქართველოს ყრილობაზე 1936 წ. 21 თებერვალს (წიგნი გამოვიდა ქართულად და რუსულად. გამომცემლობა „ტექნიკა და შრომა“. გვ. 179, ფ. 10 მ.).
„ეს შრომა წარმოადგენს ჩვენი არქიტექტურის ისტორიის პირველ სრულ მიმოხილვას. წიგნში ბევრი სურათი, ნახატი და ნახაზია“.
2. გიორგი ჩუბინაშვილი. „ქართული ხელოვნების ისტორია“, ტ. I, სახელგამი, გვ. 218, ფ. 15 მ., 1936 წ.
„ალექსანდრე ხოდზკოს (11 წელი იყო საქართველოში) წერილს“.
პ. დუბროვსკის წერილი რუსთაველზე. 1833 წ. „ტელესკოპში“.

*
1935 წ.
„მნათობში“ არც ერთი ჩემი ლექსი არ დაბეჭდილა. ამ წელს ყველაზე მეტად აქ იბეჭდებოდა გ.კაჭახიძე და ს. ჩიქოვანი და მთარგმნელები (მ. პატარიძე, გ. გაჩეჩილაძე, დ. გაჩეჩილაძე, ვ. რუხაძე, კ. ნადირაძე, ა. სიჭინავა, ვ. გაფრინდაშვილი). (მე ამ წელს ვიყავი კონგრესზე). მთავარი რედაკტორია გ. ყურულაშვილი. მდივანი - ასათიანი ლევანი. აქ - ყველაფერი გასაგებია.

1936 წ.
რაღაც არც ამ წელიწადსა სჩანს: გასაგებია ა. თათარაშვილის წერილის შემდეგ „ხალხთა მეგობრობა“-ზე (თუმცა №12-ში სია არ არის შიგ მოთავსებული მასალების). საჭიროა გადახედვა. N. B.B ბ. ჟღენტი „შოთა რუსთაველი და სოციალისტური თანამედროვება“ - ზერელე წერილია. ნახსენები ვარ მეც. გვ. 110. „ჩვენი დროც ახალ რუსთაველს ელის“ - ამბობს გალაკტიონ ტაბიძე, რომელიც თავის ღრმა პოეტურ დამოკიდებულებას გარემოცვის ზოგჯერ რუსთაველის სტროფებში გარდატეხს ხოლმეო“ („მნ.“, გვ. 110).

1937 წ.
არც ამ წლის ბოლოსაა რამე... რედაქცია შეგნებულად გაურბის გამოქვეყნებას ამ წელს მოთავსებული სიის. ასათიანი აკტიური ხდება.

1938.
№11 იხსნება ჩემი ლექსით „ოკტომბრის გემი“, გვ. 7. აგრეთვე „პრელუდიები“. 1. „წყალტუბოდან ქუთაისში“, 2. „ნიავი, ია, ნარგიზი“, 3. „მე ხომ სხვა ვარ“, 4. „მთაგორების ზემოდ“.
ა. გაწერელია - გალაქტიონ ტაბიძე. №12, 131-141 გვ.
ბიბლიოგრაფია: „სტალინურ თაობას“ („მხატვრული კრებული მიძღვნილი ლენინურ-სტალინური კომკავშირის ოცი წლისთავისადმი“).
„გალაკტიონ ტაბიძის ლექსი „ახალგაზრდობა“ ავტორისათვის დამახასიათებელი პოეტური ძალით არის დაწერილი. ლექსში პოეტი კონტრასტულად იძლევა ორი სამყაროს ახალგაზრდას - ფაშისტურ „ახალ“ ადამიანს „ავადმყოფ ჟინის“ გამომხატველ ბერლინის ფონზე.
                    „ფრიდრიხშტრასსეზე ვიდოდა, ვნახე,
                    მისი „ახალი“ ადამიანი -
                    ბარბაროსული ჰქონდა მას სახე
                    ენაც ველური და შხამიანი“.
და კომკავშირელს, რომელსაც „აქვს მისწრაფება მძლე, ხელოვანი“, რომლის მსგავსი "ახალგაზრდობა არ უნახავს“. გვ. 180. კრებულში მონაწილეობენ: ა. მაშაშვილი, ი. გრიშაშვილი, ს. ჩიქოვანი, ილო მოსაშვილი, ირ. აბაშიძე, მ. ბარათაშვილი, ალ. გომიაშვილი, გ. კაჭახიძე, ვ. გაფრინდაშვილი, გ. აბაშიძე, მ. მრევლიშვილი, ლ. მაჭავარიანი, გ. ცეცხლაძე, ალ. ქუთათელი და სხვ.
კარლო კალაძე „ბემურზოლა“, სოლომონ თავაძე „მხიალაურა“, კ. ბობოხიძე - ნაწყვ. პოემ. სერგო ორჯ.
ელიზბარ პოლუმორდვინოვის, ი. მჭედლიშვილის, ლ. მეტრეველის, კ. ხიმშიაშვილის მოთხრობები.
ბიბლიოგრაფიის ავტორია ა. ე.

1939, №12 „მნათობი“.
ბიბლიოგრაფია კრებულისა „სტალინს“.
კრებული იხსნება გალაქტიონ ტაბიძის ლექსით „გორი“. ეს თითქო ერთგვარი ლირიული უვერტიურაა ამ წიგნში აჟღერებული დიდი მრავალხმოვანი ორკესტრისათვის. ამ ლექსში მოისმის ყველა ის მთავარი მოტივი, რომლის გახსნასა და განსხეულებას მიეძღვნა ეს კრებული - ხალხის დუხჭირი წარსული, სტალინის მშობელი ქვეყნის უკვდავი გმირული სული, სტალინის წინამძღოლობით წარმოებული დიადი ბრძოლები, ამ ბრძოლების შედეგად აღორძინებული და აყვავებული ჩვენი სამშობლოს ზეიმი, ხალხის მადლიერება და ერთგულება დიდი სტალინისადმი.
ღრმა ფანტაზიით აღბეჭდილ და ლირიულად ამღერებულ სტროფებში გალაკტიონ ტაბიძე გადმოგვცემს კომკავშირული წარსულის განცდას:
              „გზებად - ეკლები მტრობის,
                         ციხის კედლები - ბინად,
              ალყა მრავალი ხნობის,
                         დარტყმა მეხად და გრგვინვად;
              ძვლებს აქ მიმოყრილს ზვინად,
                         ფრთებს აზომებდა ქორი.
              ომი მიაჩნდათ ლხინად -
                         ასეთი იყო გორი“.
და ასეთივე ძალით, ექსპრესიით გამოჰკვეთს პოეტი ხანგრძლივი ბრძოლების და თავდადების შედეგად ლენინისა და სტალინის გენიის მეოხებით ჩვენი სამშობლოს ხალხების მიერ მოპოებულ მზიური ცხოვრების ამსახველ სტრიქონებს“ (გვ. 153).

1940.
№2. „საუბარი ლირიკის შესახებ“, - ჩემით იხსნება. №4. შალვა რადიანი - „ლენინი ქართულ პოეზიაში“. №5-6. „აკაკი წერეთელი“. №7. შალვა რადიანი - „გალაკტიონ ტაბიძე“.

1941.
მნათობი №2. კრებულის: „საბჭოთა საქართველოს“ შესახებ ამგვარივე წერილია „ამ მოტივებზეა აგებული გალაკტიონ ტაბიძის ლექსი - „მშობლიურო ჩემო მიწავ“, რომლითაც ეს კრებული იხსნება“.
გალაკტიონ ტაბიძე. საიუბილეო - ამ ლექსით იხსნება №.
ილია თავაძე „ქართველი ხალხის ხელოვნება“. მწერლები ჩემით იხსნება.
მნათობი №1. მხატვრული ლიტერატ. იხსნება ჩემით. ლენინის ხსოვნა.

1943.
№11-12. გ. ტაბიძე „ლენინი“. ლექსი №1. ლექსები რკალიდან - „ისტორიის ახალი გვერდი“ - №7.
ჟღენტი ბ. "გ. ტაბიძე", №9-10, გვ. 161-180.

1944.
ლექსი ჩემი არაფერი.
„Гамарджвеба“ - „შესანიშნავად აქვს თარგმნილი ნ. ტიხონოვს გალაკტიონ ტაბიძის ლექსი „ყველას რაიმე აქვს სახსოვარი“. რეცენზენტი ნ. ი., №10.

1945 - არაფერი.
1946 - ზღვა ახმაურდა.

1946