შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-178 - 1946 წელი


№1. გ. ტაბიძე.

XXV. საბჭოთა საქართველო.
საბჭოთა საქართველოს XXV წლის თავთან დაკავშირებით საქ. აკადემიის წევრებს, ლიმიტს გარეშე, მაღაზიიდან დაურიგდათ: 1. შაქარი - ორი კილო. 2. კარაქი - ორი კილო. 3. შოკოლადის კონფ. - ერთი კილო. 4. შოკოლადი წმინდა - ორი კილო. 5. ფორთოხალი - 50 ცალი. 6. ვაშლი - 10 კილო. 7. ლორი (ვეტჩ.) - სამი კილო. 8. თევზი - სამი კილო. 9. კოლბასი და სოს. - ორი კილო. 10. ყველი - 2 (ორი) კილო.
დაგვიჯდა ყოველივე ეს - 900 მანეთი. რაც უნდა იყოს, ოთხი ათასი მანეთის საღირალია.

1946