შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-661-14 - 1944 წელი


                                               პატივცემულო ახალგაზრდობავ!

     საჭიროდ ვთვლი, სანამ წაგიკითხავდეთ რაიმეს, მოვიგონო ერთი რამ. ოც­დაათი წლის წინ, ქართულ პრესაში გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის დიდი მე­გობრის - არტურ ლაისტის წერილი: „ზღვა და საქართველო“.
     დაახლოვებით ამ წერილის შინაარსი ასეთი იყო: საქართველოს აქვს მშვე­ნი­ერი ზღვის სა­ნა­პი­როები;
     მიუხედავად ამისა, ქართულ ლიტერატურაში არა სჩანს ზღვის ტემატიკა, ზღვის მოტივები.
     რუსთაველის უკვდავ „ვეფხის-ტყაოსანშიც“-ო, - ამბობდა არტურ ლა­ის­ტი, - ზღვა მხოლოდ გაკვრითაა ნახსენებიო, და სხვ.
     [ლაისტს გამოყავდა დასკვნა, რომ ქართველობას, თითქო, საზოგადოთ არ უყვართ ზღვა. (ეს სხვათა შორის)].
     [ახალგაზრდებო!] საერთოდ აქ რთულ პრობლემასთან გვაქვს საქმე... [მარ­თალი არის თუ არა არტურ ლაისტის ეს შეხედულება] ეს ლიტერატურის მკვლე­ვარების საქმეა.
     [ჩვენთვის, მეოცე საუკუნის ქართველი მწერლებისთვის კი უდავოდ ნა­თე­ლი [იყო] არის].
     და ეს მე მოგახსენეთ ისე, მხოლოდ ინფორმაციისათვის.. [ჩემი აზრით, სწო­რია ზღვის თემატიკა].

 

* * *

     ეხლა, ნება [მიბოძეთ] მომეცით, გაგიზიაროთ მოგონება იმის შესახებ, თუ როდის, რა პირობებში, რა შთაბეჭდილების გამო დაიწერა ის ლექსი, რო­მე­ლიც აქ მინდა წავიკითხო.

                                                                                                                                                                                გალაკტიონ