შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-661-3 - 1944 წელი


                                                                                ამხანაგებო

     აი, ამ წიგნში [რომლის] სახელწოდებით „ოქრო აჭარის ლაჟვარდში“, რომელიც და­წერილია ჩემს მიერ და გამოცემული აჭარის [სახელგამის] სახელმწიფო გა­მომ­ცემ­ლობის მიერ [ბათუმში] 1944 წ. მოთავსებულია ლექსი [სახელდებული] სა­ხელ­წო­დებით „კავკასიონის პროფილი“. ამ ლექსს წინ მიუძღვის ციტატა შოთა რუს­თაველის გე­ნიალური „ვეფხისტყაოსნიდან“:
     სადაცა შენ და შენი ძმა ხართ, ძნელი გაადვილდების...
     არც თურე კაცმან დაგიდგნას, ვეჭვ, კლდეცა გაგილბილდების...
     შოთა რუსთაველი ამ ციტატაში ხაზს უსვამს, თუ რა ძალა აქვს ძმობას, გა­ტანას, ნდობას: რუსთაველი ამბობს, რომ ასეთი ძმობით, ასეთი გატანით, გა­ად­ვილ­დება ყო­ველი ძნელი საქმე.
     სადაცა შენ და შენი ძმა ხართ, ძნელი გაადვილდების...
     არც თურე კაცმან დაგიდგნას, ვეჭვ, კლდეცა  გაგილბილდების...
     ასეთია უკვდავი შოთა რუსთაველის სიტყვა „ძმობისა და გატანის“. სწორედ ამ ძმო­ბამ, ამ გატანამ [იხსნა] დაიცვა კავკასიონი მოსალოდნელი, თუნდაც დროებითი, მაგ­რამ სა­შინელი რბევისაგან, რომელიც გველოდა, რომ გერმანელები[საგან] ძაუგიდან სა­­ქართ­ველოში [შემოსასვლელად] შემოჭრილიყვნენ. ეს ლექსი, „კავკასიონის პრო­ფილი“, და­წერილია 1944 წ. [ე. ი.] იგი ასე [სამამულო ომის პერიოდში] იწ­ყება:

                                              ოდეს ართობს მტერს
                                              ცლა ხალხის ღონის,
                                              სისხლი, ბორკილი
                                              და საპყრობილე -
                                              ურყეველად სდგას
                                              შენი პროფილი,
                                              ბრწყინვალე სახევ
                                              კავკასიონის!

                                              იმ მტაცებელთა
                                              რიგი სხვადასხვა
                                              აქ მოეხეტა
                                              და სცდიდა ღონეს.
                                              ხომ განადგურდა
                                              შენი თავდასხმა -
                                              შენით, არმიავ,
                                              კავკასიონის!

                                              ვინ გაუბედა
                                              გზა მეწამული
                                              საყვარელ მთების
                                              მშვენიერ ჩარჩოს?
                                              ბერია! კლდეთ სდგას
                                              შენი მამული!
                                              კავკასიონის შუბლს
                                              გაუმარჯოს!

     ამხანაგებო! [მე პოეტი ვარ და თუმცა ისეთ სახელწოდებით, როგორც „სა­ქარ­თველოს სა­ხალხო პოეტი“ - მაინც თავს ნებას ვერ მივსცემ ფამილიარულად ვი­ლაპარაკო ლავ­რენტი პავლეს ძე ბერიას შესახებ. მაგრამ აი, როგორ მიმართავს მას - ძველი მუ­შა ვანო წითელაური (იხ. „კომუნისტი“, 3 იანვრის №2)].
     ამას წინად მე დავესწარი კრებას, რომელზედაც გამოვიდა ერთი ძველი მუ­შა:
     "მე ვფიქრობ - [განაგრძობს] ამბობდა ამხ. წითელაური, - რომ გამოვხატავ არა მარტო ჩვენი ფაბრიკის კოლექტივის ნება-სურვილს, არამედ მთელი ქართველი ხალ­ხის მისწრაფებას, როცა საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს დეპუტატობის კან­დიდატად ვასახელებ ჩვენს საყვარელ ლავრენტი პავლეს ძე ბერიას.
     უდიდესია ამხ. ბერიას როლი საქართველოს სამეურნეო და კულტურული აყ­ვავების საქმეში. ქართველი ხალხის, მთელი ამიერკავკასიის მშრომელთა მეხ­სი­ერებაში არა­სოდეს წაიშლება ის მრისხანე დღეები, როცა ვერაგი მტერი გა­აფ­თრე­ბით უტევდა კავ­კასიას და წალეკვას უქადდა ჩვენს რესპუბლიკებს. ამ მრისხანე დღე­ებში ჩვენ გა­დაგვარჩინა ამხანაგ ბერიას ბრძნულმა ხელმძღვანელობამ.
     ჩვენი ფაბრიკა, - ამბობდა ამხ. წითელაური, - ატარებს ლავრენტი პავლეს ძე ბე­რიას სახელს, [- ამბობდა ის მუშა]. ეს ჩვენ ბევრ რამეს გვავალებსო. [მო­გიწოდებთ მო­მავალშიც ვიმუშაოთ ძალღონის დაუზოგავად იმისათვის, რომ ჩვე­ნი საბჭოთა სამ­შობლო კიდევ უფრო ძლიერი და ძლევამოსილი გახდეს“].

     ამხანაგებო!
     ჩვენი რესპუბლიკის უმაღლეს ორგანოში დეპუტატად დასახელებულ დი­დი სტალინის უახლოეს თანამებრძოლს, ქართველი ხალხის საყვარელ შვილს - ლავ­რენტი პავლეს ძე ბერიას ვაძლევ ხმას 9 თებერვალს, და მოვუწოდებ ყვე­ლა ამომრჩეველს, ერთსულოვნად მისცეს მას ხმა.
     გაუმარჯოს ლავრენტი პავლეს ძე ბერიას!
     გაუმარჯოს დიდ ბელადს, ამხანაგ სტალინს!