შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-627-24 - 1944 წელი


„კომუნისტი“, 3 ოკტ., 1944.

ბაგრატის ტაძარი
1. მთა უქიმერიონი.
2. არქიტეკტურა ქართული ჩუქურთმებით.
3. გამქრალი დიდებული მხატვრობა.
4. მოზაიკა - ფერადი.
5. აურაცხელი ოქრო-ვერცხლი და თვალმარგალიტი.
6. ქვა, რომელზედაც ამოჭრილია მოგზაური არაბი პოეტის მიერ ლექსად გამოთქმული ქება-დიდება ტაძრისა და მისი ამშენებლების.
7. ხუთი კარი ბაგრატის ტაძრისა.
8. სრული ძეგლი ქართული ხუროთმოძღვრების.
9. ამ უზარმაზარ შენობაში ორ ერთნაირ ჩუქურთმას ვერა ნახავთ.
10. ორი სარკმელი ისრის სასროლად (სამხედრ. დანიშ.).
11. განძეულობის სამალავი - სახურავში.
12. ტაძრის ტერიტორიის გათხრა.
13. ორნახევარი საუკუნის განმავლობაში დაგროვებული ნაყარი.
14. აღმოჩენილ იქნა ტაძრის მრავალი ნატეხი, რამაც საშუალება მისცა სპეციალისტებს, აღედგინათ ტაძრის სახე ნახაზებში.
15. აღმოჩენილია ძვირფასი ჩუქურთმები.
16. წარწერები, სვეტები, კრამიტისა და ქვის დიდძალი სახურავი მასალა.
17. მშენებლობა, საშენი მასალების დამზადება საქართველოში უფრო მაღლა იდგა, ვიდრე მეზობელ სახელმწ.
18. ნაპოვნია მრავალი ჭური და ნაწილი კედლებისა.
19. დასავლეთის კარიბჭეზე აღმოჩენილია ქვა წარწერით: ზაქარბერ თურმანიძე (მთავარი მშენებელი).
20. მეორე წარწერა: ოქროპირა და მათე - აღმოჩენილია კედლებზე (ტაძრის მშენებლობის ოსტატები).
21. მრავალი საინტერესო ჩუქურთმა, რომელიც წინად არ იყო ცნობილი აღმოჩნდა.
22. ეხლა უკვე საბოლოოდ გამორკვეულია, რომ უქიმერიონის მთაზე გათხრები არ შეიძლება განისაზღვროს მარტო ტაძრის ტერიტორიით. ტაძარი უნდა იყოს გამოსავალი შემდეგი გათხრებისა. ეს გათხრები გამოავლენს უძველესი ქუთაისის კულტურის მრავალ ნაშთს, დაწყებული ქვისა და ბრინჯაოს ეპოქიდან.
23. ბაგრატის ტაძარი აშენებულია 1003 წ., მაშასადამე, მისი გენიალური ჩუქურთმები უფრო ძველია, ვინემ „ვეფხის ტყაოსანი“.
24. უამრავი ახალი შენობების კედლებში გაგაოცებთ ძველი ორნამენტები, ისინი დატაცებულნი არიან - ტაძრის უპატრონობის გამო (მაგალითად, ეპისკოპოსის ბაღის კედელი).