დღიური-519-1 - 1944 წელი
ეს ახალი მატარებელია, [განსაკუთრებული, იშვიათი] დიდი იდეით [განსხვავებული მისწრაფების, განსაკუთრებული ექსპრესიის] სიახლისადმი [სისუფთავისადმი] და საერთოდ კულტურისადმი. მისი არდამღალველი სისწრაფე [მაჩვენებელია] მისწრაფებაა ჩვენი ხალხის ენერგიისა და წინსვლის. აი, ვაგონი №10. არ შემიძლია დიდი მადლობის გრძნობით არ აღვნიშნო იშვიათი მომსახურება <...>, სისუფთავე, [იგივე სიახლე,] კულტურა. ჩვენი შავი ზღვის ნაპირებიდან ტფილისამდე - [არასდროს] კარგა ხანია, არ მიმგზავრია ასეთი იშვიათი [მშვიდობის გრძნობით] მშვიდობით.
გალაკტიონ ტაბიძე
1944 წ., 7 ოკტომბერი
გისურვებთ, ამხანაგებო, კვლავ ერთგულად, ასეთივე წარმატებებით ემსახურებოდეთ ხალხს.