დღიური-573-7 - 1943 წელი
[„კაფე კორსოს ქუჩაზე"].
1. „კომპიენის ტყე“, 2. „კაფე კორსოს ქუჩაზე", 3. „ევროპა“ ეს სამი [დიდი] ვრცელი პოემა დაწერილი მაქვს იმ დღიურების მიხედვით‚ რომელსაც ვაწარმოებ მეორე იმპერიალისტური ომის დაწყების პირველ დღიდანვე. „კომპიენის ტყე“‚ „კაფე კორსოს ქუჩაზე“ და „ევროპა“ - [ჯერ არ გამომიქვეყნებია‚ მზადაა] რამდენჯერმე გადაწერილი მაქვს და ეხლა მზადაა დასაბეჭდათ. სულ სხვა მოტივებზეა აგებული პოემა კავკასიონის შესახებ; [რომლის მშობლიურ მოტივებზე] ეს - მშობლიური მოტივებია. ამ პოემის 5.000 სტრიქონი‚ მზადა მაქვს‚ [მაგრამ პოემა მოითხოვს შევსებას]. მე ვცდილობ უახლოეს დროში დავამთავრო იგი და „კომუნისტი“-ს რედაქციაში, სადაც ამჟამად ვმუშაობ, მე ვეცნობი დიდძალ მასალას გამოგზავნილს ფრონტიდან. ამაღელვებელი მასალებია: მიმოხილვები, წერ.
ამჟამად ვმუშაობ დიდ წიგნზე‚ რომელიც 1944 წლის პირველ კვარტალში უნდა გამოვიდეს. გარდა ამისა...
გალაკტიონ ტაბიძე