შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-661-2 - 1941-1945 წლები


                                                                              ამხანაგებო!

     ნება მომეცით, [ჩვენი შეხვედრის დღეს] ორიოდე სიტყვა წავუმძღვარო ლექსს, რომელსაც მე აქ წავიკითხავ.
     ძლიერი, მქუხარე ძახილი უფრო და უფრო აღმატებული ძალით გაისმის დე­­დამიწის ყოველ კუთხეში.
     ეს არის მშვიდობის მომხრეთა, მშვიდობისათვის მებრძოლთა ძახილი.
     მშვიდობისათვის ბრძოლაში წინ მიიწევს ასი და ათასი, მრავალი მილიონი უბ­რალო ადამიანებისა.
     მშვიდობის მომხრეთა საკავშირო კონგრესის მუდმივი კომიტეტის მო­წო­დების ქვეშ ჩნდება ახალი და ახალი მილიონების ხელისმოწერა.
     ამ ისტორიულ საბუთს ხელს აწერენ დიდი ბრიტანეთის გემთმშენებელი და ფრანგი მემაღაროე.
     ჩინელი ჯარისკაცი და ბოლგარელი მსწავლული, პროგრესიული ამე­რი­კე­ლი მწერალი და პოლონელი მქსოველი ქალი.
     [თავდადებული] კორეა - უმაგალითო თავდადებით იცავს მშვი­დო­ბას.
     მშვიდობის უდიდესი არმიის რიგებში სდგებიან სხვადასხვა პროფესიის, წლო­ვანების, რელიგიური რწმენისა და პოლიტიკური პარტიების ადამიანები.
     მაგრამ მათ აერთიანებს ერთი რამ - უსაზღვრო ზიზღი ინგლისელ-ამე­რი­კელთა ომის გამჩაღებელთადმი, შეუდრეკელი მისწრაფება დაიცვან მშვი­დო­ბა, რათაც არ უნდა დაუჯდეს.
     [ჩვენ] ვართ შვილნი იმ ხალხისა, რომელმაც მსოფლიოს მისცა კა­ცობ­რი­ო­­ბის უდიდესი გენია იოსებ ბესარიონის ძე სტალინი.
     ჩვენ ხმას ვიმაღლებთ ომის გამჩაღებელთა წინააღმდეგ!
     ქართველი ერი, უდიადეს საბჭოთა კავშირის ყველა ძმურ ერებთან ერთად თა­ნამიმდევრად და თავგანწირულად იბრძვის ჩვენი მართალი საქმის გა­მარჯ­ვე­ბისათვის, იცავს მშვიდობას, დემოკრატიას, სოციალიზმს!
     ჩვენ დავამტკიცეთ ეს იარაღით ხელში ლეგენდარული საბჭოთა არმიის რი­გებში, რომელსაც წინ უძღოდა დიდი სტალინი, გადავარჩინეთ რა კა­ცობ­რი­ო­ბა ფაშისტური მონობისაგან!
     ჩვენ ვამტკიცებთ ამას ჩვენი შემოქმედებითი შრომით გენიალური სტა­ლი­ნური ომის შემდგომი გეგმის შესასრულებლად!
     და თვითეული ჩვენგანი, იქნება ეს რუსთავის ფოლადის მდნობელი, ტყვარ­ჩელის მემაღაროე, გორელი კოლმეურნე, თუ მწერალი, ვამაყობთ იმის შეგ­ნებით, რომ ჩვენ შევადგენთ - ნაწილს მშვიდობისათვის მებრძოლთა აურაც­ხელი არმიისას, კაცობრიობის ბედნიერებისათვის მებრძოლი არმიისას!
     ამას წინად ჩვენი სამშობლოს ხელუხლებლობის დარღვევა გაბედა ამე­რი­კელმა სამხედრო თვითმფრინავმა, ამერიკის იმპერიალიზმის ციხე-სი­მაგ­რემ. მან სცადა გაესინჯა საბჭოთა საზღვრების დამცველთა სიმაგრე. უში­შარ­მა საბჭოთა მფრინავებმა ამ დაუპატიჟებელ სტუმრებს ჭკუა ასწავლეს.
     ჩვენ არ გვსურს ომი, მაგრამ ჩვენ ვაცხადებთ გულახდილად და ხმამაღლა:
     არავის!
     არასდროს!
     ნებას არ მივსცემთ!
     თავისი მტაცებლური თათებით!
     გადმოსწვდეს! ჩვენი! სოციალისტური!
     სამშობლოს! უწმინდეს! მიწას!!
     შუბლი, ფრონტი მშვიდობისა უძლეველი და თვალუწვდენელია. 500 მი­ლი­ო­ნიანი ხალხი თავისუფალი ჩინეთისა!
     დამოუკიდებელი და თავისუფალი ვიეტნამი! გმირი მებრძოლები ინ­დო­ნე­ზიის, ბირმის, მალაიის!
     სოციალისტური მშენებლობის ბრწყინვალე გზაზე დამდგარი სახალხო დე­მოკრატიის ქვეყნები!
     კაპიტალისტურ ქვეყნებშივე, საზღვარ-გარედ, ჩვენი ერთგული, მტკიცე მე­გობრები!
     უკვე დღესაც შიშით ძრწიან იმპერიალისტური მტაცებლები: ისინი, ეხ­ლა­ვე ჰგრძნობენ, გარდუვლად, მოახლოვებულ შურისძიების მრისხანე მსვლე­ლო­ბას!
     ვერა, ვერ გაექცევიან ათასგვარი ტრუმენები და ჩერჩილები, დე-გოლები და ტიტოები - დამსჯელ ხალხთა რისხვას! იმ ხალხთა, რომელთაც მტკიცედ გა­დასწყვიტეს არ დაუშვან ახალი ომი! შეაყენონ დამნაშავის ზეაღმართული ხე­ლი, რომელიც ანთებულ ჩირაღდნით მიიწევს ტყვია-წამლის კასრებისაკენ!
     მშვიდობის სადარაჯოზე სდგანან დოკებზე მომუშავენი, ისინი უარს ამ­ბო­ბენ გადმოტვირთონ ამერიკის იარაღი!
     მშვიდობის სადარაჯოზე სდგანან ჩინეთის სახალხო გან­მა­თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ლი არმიის მებრძოლები, რომლებიც ასუფთავებენ თავისი ქვეყნის უკა­ნას­კ­ნელ კილომეტრებს იმპერიალისტური ნაძირალებისაგან!
     მშვიდობის სადარაჯოზე სდგანან დედები, რომელთაც არა სურთ შეჰ­ყა­რონ თავიანთი შვილები იმპერიალისტური ხოცვა-ჟლეტის ხორცსაკეპ მან­ქა­ნის პირში!
     მშვიდობის სადარაჯოზე მშვიდობის ბანაკის სათავეში ფხიზლად სდგას ჩე­მი საყვარელი მხარე, ბრწყინვალე მხარე სოციალიზმისა, საბჭოთა კავ­შირი.
     და დღეს, მე, ქართველი მგოსანი, შვილი საბჭოთა ხალხისა, ვაცხადებ:
     ჩვენ არ მივსცემთ ნებას იმპერიალისტურ ყაჩაღთა ხროვას, არ მივსცემთ ნე­ბას - ატომურ წყალბადის შანტაჟისტებს ახალი ომის უფსკრულში გა­და­ჩე­ხონ კაცობრიობა!
     ჩვენ დავიცავთ მშვიდობას და ბედნიერებას კაცობრიობისას, თავდებია ყო­ველივე ამისა ის, რომ ჩვენ მიგვიძღვის სტალინის ბრწყინვალე გენია!