შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-658-2 - 1941 წელი


                                                       კალე ბობოხიძე

    (იწყება "დიკსი" - სიმღერა ჯაზ-ბანდის რეპერტუარიდან. შეკრებილია სულ 12 კაცი. ყველას რაღაც დაღლილობა ემჩნევა. ეტყობა რაღაცაზე გაც­ხა­რებული კამათი დასრულდა).
     სიმონი: დავიწყოთ კითხვა.
     ხმები: რაღა დავიწყოთ, რაც საკამათო ენერგია გვქონდა, სულ დაიცალა, და­ვიწყოთ, აბა!
     (ბობოხიძე იღებს თავის რვეულს და სავარძელში ჩაჯდება. ჩამოვარდება ისე­თი სიჩუმე, რომ კაცი ბუზის გაფრენას გაიგონებს. კალე რაღაცნაირად აღელ­ვებულია).
     კალე: აი... ეს... პოემა... ამ პოემას... მე ვუწოდებ ლირიკულ პოემას... ვინა­იდან ეპიურ პოემას მას ვერ ვუწოდებ... ვინაიდან ეპიური პოემა სხვაა. მე ვერ გავ­ბედავ ჩემ პოემას ეპიური პოემა  დავარქვა.
     ხმა: შენ ესა სთქვი, დიდია პოემა?
     კალე: აი, ეს არის, რაც არის. სულ ნახევარ საათში გადავიკითხავ... მაშ, ვიწ­ყებ.
     ხმა: რამდენი სტრიქონი იქნება?
     კალე: ორი ათასი სტრიქონია სულ. მაშ, ვიწყებ.
     ხმები: (აქედან-იქედან) უჰ, ამის კითხვას ორი დღე მოვუნდებით. 
     კალე: ორი დღე კი არა, სულ ერთ საათში გადავიკითხავ...
     ხმები: ერთ საათში ორი ათასი სტრიქონი? სად გაგონილა?
     კალე: მაშინ ასე. მთლად არ წავიკითხავ, ზოგიერთ ადგილს შევამოკლებ.
     ხმები: (აქედან-იქედან) შეამოკლე, შეამოკლე, ასე აჯობებს.
     კალე: ასე აჯობებს: ზოგიერთ ადგილს მთლად ამოვაგდებ.
     ხმები: ამოაგდე, ამოაგდე, ასე აჯობებს.
     კალე: მაშ, ვიწყებ (კითხულობს. ეტყობა, ბევრი რამ პოემაში თვითონ არ მოს­წონს. კითხულობს უგემურად, უგულოდ, უგუნებოდ. ხანდახან ისე შეჩერ­დე­ბა, რომ არ იცის, განაგრძოს კითხვა თუ შესწყვიტოს).