შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-511-10 - 1941 წლის შემდეგ


1. ოცი დიდი წელიწადი – ოკეანე...
2. გვეშინია თუ არა ომის?
3. ლუვრი, ტაიმსი და ნიცი. ნიცი – ეს როდესაც რატი ადის მთაზე დასასვენებლად.
4. ევროპა, აბა, რად გინდა...
5. მაისი საზღვარგარედ.
6. ხელით რომ მიგყავს პატარა ცხვარი – როდესაც რატი ადის მთაზე დასასვენებლად.
7. ნიკორას ამბავი.
8. რატი – რუსთაველის ძეგლთან... „თუ უძირო ოკეანე“.
9. გამხიარულდი, ბუხარო.
10. გარეშემო კი შრომაა.
11. ეს იყო იისფერი ქაღალდები (2 ტ.) – რატის ბიოგრ.
12. Ars longa, vita brevis.
13. თუმცა კბილები არა აქვს.
14. მატარებელის ჩვეული სრბოლა – რატი რომ ფინლიანდიისკენ მიდის.
15. ნუ დაფრინავ მაღლა-მაღლა.
16. ქუჩებზე და მოედნებზე მიდის როგორც ქარბუქი (დემონსტრ.).
17. საქ. პავილიონი.
18. ციხე არაგვზე.
19. ილიას სიმღერა.
20. ნავთის ნიშნებით ფარული ზედაპირი.
21. ო, ბევრი მოსწყდა ფოთლები წარსულს.
22. ვარდებისა და ქალის მაგიერ (მაისი).
23. ხელდახელი მიგაქვს ლელო! (კაპიტ.).
24. პოეზიის შემოსავლიანობა.

1. გამხიარულდი, ბუხარო. გარშემო კი შრომაა (კოლეკტივ.). საქართველოს პავილიონი. ვარდებისა და ქალის მაგიერ.
2. ციხე არაგვზე. ილიას სიმღერა. რატი რუსთაველის ძეგლთან. Ars longa, vita brevis. ო, ბევრი მოსწყდა ფოთლები წარსულს.
3. ომი: 1. გვეშინოდა თუ არა ომის? 2. ევროპა, აბა, რად გინდა. 3. ნიკორას ამბავი. 4. ნუ დაფრინავ მაღლა-მაღლა. 5. ნავთის ნიშნებით ფარულ ზედაპირს. 6. ხელდახელი მიგაქვს ლელო. 7. პოეზიის შემოსავლიანობა. 8. მაისი საზღვარგარედ. 9. პირველი ენკენისთვე. 1939.

ლურჯი.
ორფოგრაფია – გვ. 2. ზედმეტი რიცხვი – 126. ტფილისის ჯურღმულები – 37. პოეზიის შემოსავლიანობა – 32. მეზობელი – 45. პრომეთეს ბედნიერება – 64. მურა I – 80. ქაღალდის გადმოსრ. - 83. ეგ იმიტომ – [ეს იმის].

წითელი რვეული (6) – 2424.
ოთხივე რვეული.

*
გალაკტიონ ტაბიძე. 1934.
აი, კითხვა,
        შენს წინ რომ სდგას,
პროლეტარიატო.

აი კითხვა
        გადასჭერი,
პროლეტარიატო.

ეხლა სიტყვა
        შენ გეკუთვნის,
პროლეტარიატო.

უნდა იქნეს?
        შენ რას იტყვი,
პროლეტარიატო?

მასზე მსჯავრი
        ჯერ ართქმულა
პროლეტარიატის.

*
და თეთრი თოვლი
          [ელვარედ] ცრემლად დნება,
მთა თვითოული..
დიდება. მოთვალმარგალიტება.

*
დასამზადებელია:
1. დიკკენსი. 2. საქართველოს ისტორია. 3. გამხიარულდი, ბუხარო. 4. ქიტესა... 5. ბალლადა – განშორება დამშვიდობების. 6. ზამთარი, ზამთარი! 7. მატარებელიო რუსეთისაკენ. 8. Ars longa, vita brevis. 9. მაღლა-მაღლა. 10. დამპყრობელო, სთქვი, რათ გინდა. 11. და სხვ.

ლურჯი რვეული:
12. გვ. [ლადო კეცხოველის ძეგლთან. 15. აგერ წინამძღვრაანთ კარის]. 19. მარში - გაკეთ. 39. პოეზიის შემოსავლიანობა – გაკეთ. 45. მეზობლის ლექსი - გაკეთებ. [47. ტამერფორსი! 53. ცრუმორწმუნებანი]. 64. პრომეთეს ბედნიერება - გაკეთებ. 79. ყავახანის თუ დუქნის - გაკეთებ.

*
კავკასიონის ქარი.
განმეორებანი.
კავკასიონი.
პროლეტარიატო.
მშობლიურო, ჩემო მიწავ.
მიამიტად.
შინაარსი წერილის ციხიდან.
ფურცლები. მონუმენტი [ამირანის].
იორამი. იორამი. იორამი თუ იოველი?
ზაჰესი.

*
აი, კითხვა
        შენს წინ რომ დგას,
პროლეტარიატო.
        
*
I
1. შესავალი...
2. ყრმობა და ბავშობა რატის.
[მწყესობა კავკასიონის მ.].
3. ლეგენდა ამირანზე.
4. წასვლა კავკასიონზე სამწყესავად.
5. შეხვედრა ახალგაზრდა მწყეს ქალთან - აქ სიყვარული.
6. ორთავესი შეხვედრა ამირანთან.
7. იდეა ჯაჭვის გამოჭედის.
8. სანამ არ გამოსჭედს ჯაჭვს, სანამ არ დაიხსნის ამირანს, მანამ ისინი ვერ შეხვდებიან ერთმანეთს... სიმღერა განშორება-დამშვიდობების! სოფელს. მთებს. ევას.
9. სოფლის დატოვება, იმ მიზნით, რომ გახდეს მჭედელი. რატი რწმუნდება - რომ ეს იყო ილიუზია.
10. სამჭედლო ქარხანაში ამხანაგები უხსნიან ცრუმორწმუნოების შესახებ.
11. მაგრამ იდეა - ხალხის განთავისუფლებისა, იდეად რჩება.
12. ამხანაგი რატის, დაპატიმრებულია... ზამთარი, ზამთარი!
13. იწყება ამბავი მურასი. წერილი ციხიდან.
14. საპირველმაისო გაფიცვა.
15. რატი ეცნობა საქართველოს ისტორიას: ის ნახულობს, რომ იგი, საქართველო, მიჯაჭვული ამირანია.
16. რატი ჰკითხულობს დიკკენსს.
17. უეცრად განთავისუფლება ქვეყნის. 1921 წ.
18. რატი [მიეშურება ცის] აჰყავთ ხელით - ქარხნის მუშებს.
19. რატი იწყებს ახალ ცხოვრებას.
20. მხარე სრულიად გარდაიქმნება.
II. 21. ახალი პორტრეტი რატის.
22. ახალი ისტორია საქართველოსი.
23. გამხიარულდი, ბუხარო. ახალი საქართველოა.
[24. „საბჭოთა კავშირი, და მთელი საქართველო, გარშემორტყმულია მტრებით!“].
24. საქართველოს აქვს, როგორც მთელ საბჭოთა კავშირს, უდიდესი მიღწევები.
25. მაგრამ მთელი საბჭოთა კავშირი, მასში შემავალი ერებით, აგრეთვე საქართველოც, გარშემორტყმულია მტრებით.
26. რატი თვალყურს ადევნებს მეორე იმპერიალისტური ომის მსვლელობას.
27. 1941 წ. 25 თებერვალს რატი ხელახლა ხვდება ევას.
28. მარში...