შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-148 - 1941 წელი


* * *
1. რასაც სარაცინი - ირირიროოპორირო.
2. [ანუ] რასაც ბარბაროსი - პორირორანინა.
3. ცხელება და სპლინი.
4. უძველესი დროსი.
5. სიმამაცედ სთვლიდა.
6. სთვლიდა გმირთა [რხევად] რისხვად.
7. რაბლე მას [უწოდებდა] ჩასთვლიდა.
8. მხოლოდ ძარცვა-რბევად.

რასაც სარაცინები, რასაც ბარბაროსები.
ლენა. თამარ შავიშვილი.

*
პოს [გადასვლით] გადაღმა, ქედებს იქით -
ქარში, თქეშში - ღრიანკლებად
ძრწოდა ჩვენი შავი რიგი,
ბურბონთან, წინ! ასაკლებად!
ბაირონი „ფერცვალებული მახინჯი“, ნაწილი I, სტ. 2

*
Елизавета – Еремеевна.
ეჰ, მამულო!
შუადღე. 26 гр.

*
[რასაც ბარბაროსი, წინად,
რასაც სარაცინი - წინად
სიმამაცის საქმედ სთვლიდა.]

ვისაც ბარბაროსი წინად,
ვისაც სარაცინი წინად
მამაცად და გმირად თვლიდა,
ჩვენ ვთვლით მხეცად და კრეტინად.

* * *
[რასაც წინ]
რასაც ბარბაროსი წინად,
რასაც სარაცინი - წინად,
სიმამაცის საქმედ სთვლიდა,
თუ თავს სთვლიდა სარაცინად -
რაბლემ საქმეს მას [საგმიროს] დაარქვა,
[უწოდებდა ძარცვა-რბევას,]
მხოლოდ ძარცვა-რბევის ჟინი.
[ასეც არის]: მთელს მსოფლიოს
ასე ესმის სარაცინი.
[აზრმა] [ნამდვილად] რაბლემ მას [დაარქვა] უწოდა რბევა -
და [მხეცური] სიკვდილის [სისხლის] მხეცის ჟინი -
მეც, რაბლესაც, მთელს მსოფლიოს
ასე ესმის სარაცინი.
[სისხლის მსმელი, ბარბაროსი,]
[ბარბაროსი სისხლის მსმელი]
[რასაც ფიურერი - ახლა]
სარაცინი ავადმყოფი,
[რასაც] [ვისაც ეხლა ფიურერი -
[რასაც] ვისაც ეხლა რიბბენტროპი
სიმამაცის საქმედ სთვლიან - ]
ბარბაროსი სისხლის მსმელი,
[კულტურასთან] გონებასთან ჯიბრში მყოფი,
[ასეთია] ძირს ასეთი - ფიურერი,
[ასეთია] ძირს ასეთი - რიბბენტროპი.

*
I. მეკურტნე. თქვენ გეუბნებიან - ეხლავე, ამ წამშივე, გადამიხადეთ ფული.
მოლიერი „Жеманницы“
II. იაკიმო. ბეჭედი ჩემია.
პოსტუმი. მაგრამ ქვა არც ისე ადვილი საპოვნელია.
იაკიმო. არაფერია! მე მიშველის თქვენი მეუღლე.
შექსპირი „ციმბელინი“

*
ქუ^ა. სხუ^ა. ქუ^ა.  ხჴ^აჲ. უ^ა. ქუ^აჱ.
ლათინური ანდაზა.

თჳნიერ. სჴუ^აჲ.
ასარ-ბასარი.

ძლიერ ადამიანს დედამიწა ყოველგან სამშობლოდ ექნება, როგორც თევზს ზღუ^ა.

*

1. გააკეთა თუ არა ფეხსაცმელი? 2. საიდან მოაქვთ გაზეთები? 3. რაშია, ლაინე რომ არ ექვემდებარება. ბრძანებებს იძლევა. 4. ავერინა? 5. ვის შეხვდა? 6. საიდან რეკავდა? 7. რამდენი გადიხადა პაპიროსებში? (სულ ბოლოს). 8. რაზედ მუშაობს? სახელგამი?

...Omne solum forti patriqest. Ut piscibus aeguor...
ლათინური ლექსი.

1. სობესი. 2. ლიტფონდი.

1. რასაც სარაცინი წინად. 2. ფრენოსანი. 3. ტყვიამფრქვევი.

ასარ-ბასარის ბალლადები.
1. თეატრალური სეზონი.

*

Они считают меня способным ни свет, ни заря бросить в огонь все свои прошлые достижения, переплыть Куру и все для того - чтобы извиниться перед какою то дрянью.

*
ვარაზის ხევის ხიდიდან
წყნეთამდე დაიარები -
აქ ქარის ზუზუნს ხვდებოდენ
სემინარიის ზარები.
მინდორი [იყო] მახსოვს ტიალი,
ტალახიანი შარები -
არქიმანდრიტი პიმენი
მეტყოდა: სად ეჩქარები?
- მივეჩქარები, მამაო,]
მივადგებოდით მოხუც ბერს:
- ჩქარა გაგვიღე კარები...

ვარაზის ხევის ქარიდან
ყველაფერს ნაზიარები,
ქარიშხლის სტვენას ხვდებოდენ
სემინარიის ზარები.
მინდორი მახსოვს ტრიალი,
მიყრუებული შარები.
არხიმანდრიტი პიმენი
მეტყოდა: სად ეჩქარები.
- მივეჩქარები, მამაო,
ხატს ვუნთო კელაპტარები.
მივადგებოდი საწყალ ქოხს:
- ჩქარა, გაგვიღე კარები.

ვარაზის ხევის ლექსები
[ანდუყაფარ სანადირად
საქართველო შეჰყარა,
შველიც მოჰკლა, ირემიც,
კურდღელმა კი დასცარა.]
ანდუყაფარ [მზიანი] სასწრაფოდ
საქართველო შეჰყარა.
სანადირო[დ] [წავიდა] ჭიუხთან
შველი შემოეყარა.
შველიც მოჰკლა, ირემიც,
კურდღელმა კი დასცარა.
მაჩაბელი დასცინის -
- კიდეც არის, არც-არა.
- [ჩამომეხსენ] დამეხსენ, მაჩაბელო,
არ ვარ შენი მასხარა...
[მაჩაბელმა ხუმრობით:
- დასცხრი, რამ გაგაცხარა].
- გეხუმრები, ანდუყაფარ:
დასცხრი, რამ გაგაცხარა.
მთაზე [ვარაზის ხევთან] ეხლა მეორე
შველი შედგა მზიანი,
ისე ლამაზი იყო,
ისე ალერსიანი.
[იმ შველს ვარაზის ხევთან]
მაჩაბელმა წამშივე
ისარი [ხვდა] ჰკრა ფრთიანი.
[ისე გაბოროტებით,
ისე განგებიანი].
ხევში გადაიჩეხა
შველი თვალცრემლიანი.
[შველი ულამაზესი,
შველი ოცნებიანი].
[ანდუყაფარ დაფიქრდა]
[არის] რაა ჩვენი ცხოვრება -
ასეთივე ზღაპარი.
შველის საცოდაობას
[სწუხდა კაცი ჭკვიანი]
მიხვდა ანდუყაფარი.

[ვარაზის ხევი]
ვენეციური ხიდე
[ვარაზის ხევის ხიდესთან
შემდგარო შველო მზიანო,]
იმ ვენეციურ ხიდეზე
მე შველი [შემდგარა] ვნახე მზიანი,
ისეთი ლამაზი [არის] იყო,
ისეთი [სანდომიანი] ალერსიანი.

[ვარაზის ხევის] იმ ვენეციურ ხიდესთან
ქარი მივარდა ხმიანი -
[ისეთი ბოროტი არის]
ისე ბოროტი აჰქუხდა
[ისეთი] მკაცრი და განგებიანი -

[ვარაზის ხევის] ვენეციური ხიდედან
[შველი დაიმსხვრა] შველს ქარის შეხვდა ზიანი,
გადაიჩეხა, დაიმსხვრა,
[ოცნება] შვენება [თვალცრემლიანი] ოცნებიანი.

[ვარაზის ხევის] ვენეციურო ხიდეო -
გიყურებ თვალცრემლიანი,
[სწუხს ქვეყნის საცოდავობას
ეს ჩემი ლექსი გვიანი.]
საცოდაობას შველისას
სწუხს [მოგონება] ჩემი ლექსი გვიანი.

*

1. პაპიროსი და ასანთი. 2. მასსაჟი... 3. ვანნები.
მოსამსახურის საკითხი.

*

1. ფედერაციის ქალები. 2. საბლიტგამის ქალები. 3. მწერალთა კავშ. ქალები. 4. სახელგამის ქალები. 5. მხატვართა კავშ. ქალები. 6. მარჯანიშვ. თეატრის ქალები. 7. რუსთაველის თეატრის ქალები. 8. გრიბოედოვის ქალები. 9. ზარია ვოსტოკას ქალები. 10. კომუნისტის ქალები. 11. სობესის ქალები. 12. სბერკასების ქალები. 13. რადიოს ქალები. 14. განსახკომის ქალები. 15. უნივერსიტეტის ქალები. 16. ლეჩკომისიის ქალები. 17. ჩვენი ეზოს ქალები. 18. ოპერის თეატრის ქალები. 19. ნათესავი ქალები. 1.000 ქალი.

*
15. ეხლა... ამას წინ უსწრებს...
ფრანგულიანი, პონდოევი, 15 დღის საგზური.
სპეც. სამკ. ტანისამოსის გამოცვლა.
საღამო 15. №2 და №1 . Urina. შარდი.
ტემპერატურა.
გაფრთხილება - №.
ექ. დემურია. საღამო ვესტ. სინათლის დაბნელება.
16. დილა. ძილი. ექიმი ხარაძე. დემურია. დიასახლისი. საუბარი ექიმთან.  შარდი. სისხლის კვლევა. II. ტემპერატურა. საუზმე. სადილი. გაზეთი. ტელეფონი. ექ. საბაშვილი. ელეკტრონის დუში. საინტერესო ავადმყოფები.
შემთხვევა რევოლ. სისხლის წნევა. [სისხლის. საღამოს ტ. - შუად.] საღამოს 6 ს. ტემპერატ.
17 აგვ. ლაინე. ექ. გობრონიძე. ფხვნილი ძილისათვის.
Бюлетень.

*
ისეთმა ქარმა დაბეროს,
ქვეყანას რომ არ სმენია -
ისეთ სიმაგრეს მიაწყდეს,
ზღვიდან ზღვას რომ გასწვდენია.
მოსხლტა ისეთი ალალი,
ღმერთს რომ არ გაუჩენია,
იმდენმა სისხლმა იღვაროს,
რამდენიც ძარღვებს შთენია,
გაწითლდეს ზღვა და ხმელეთი
[გაგვიჩნდეს ცეცხლის] მოედოს ცოდვის გენია,
ოკეანემდე მივიდეს -
რაც ცრემლი დანადენია -
გადმოილეკოს ნაპირი,
ყველგან ალმურის მჩენია,
ვარსკვლავნი ცით მოწყვეტილნი
[ვარსკვლავებს ცით მოწყვეტილებს
ვერ სთვლიდნენ - რაოდენია.]
[ვერ სთქვან, თუ] ვერ სთვალონ, რაოდენია.
ჯოჯოხეთს ჰგავდეს ქვეყანა,
შეხედონ, ვერ სთქვან, ჩვენია...
[გლოვის და ზარის [ისმოდეს] მაგივრად - ]

* * *
ისეთმა ქარმა დაჰბერა -
ქვეყანას რომ არ სმენია,
ისეთ სიმაგრეს მიაწყდა,
ზღვიდან ზღვას რომ გასწვდენია.
[ისეთის ძალით მოიჭრა,
ერთმა ისეთმა ალალმა.]
მოჰქრის ისეთი ალალი,
ღმერთს რომ არ გაუჩენია.
იღვრება [ყოველი] იმდენი სისხლი,
ძარღვებს [რაიცა] რამდენიც შთენია.
გაწითლდა [ზღვა] ცა და ხმელეთი,
ცის [კიდურს] კიდეს სისხლი ჰფენია,
ოკეანემდე მისულა -
[ჯოჯოხეთს] კიდეებს გადადენია.
გადაულეკავს [მსოფლიო] ნაპირი,
ყველგან ალმურის მჩენია -
ჯოჯოხეთსა ჰგავს ქვეყანა,
სხვისი არის თუ ჩვენია.
ვარსკვლავებს, ცით მოწყვეტილებს,
ვერვინ სთვლის, იმოდენია.
- შევებათ, ძმებო, გველეშაპს...

*
არასდროს ასეთი ფრენით -
[ღრუბლებში] ეთერთან არ მიფრენია -
დედაო, შენ მშვიდად იყავ,
[ნურაფერს] დედავ, ნუ მოგიწყენია.
სხვისი [ჩვენ] მე არა მინდა რა,
ჩვენი, რაც არის - ჩვენია.
დავქრივარ კიდით კიდემდე -
ცას ვარსკვლავები ჰფენია.
[არასდროს ასეთი [გრძნობით], ფრენით
ღრუბლებში არ მიფრენია].
[კავკასიონის] ვხედავ: მშობლიურ მწერვალებს,
[თოვლი] შუბლი ცას მიუბჟენია.
[ვერ დასძრან ადგილიდანა, რა გინდ]
[სამოთხესა ჰგავს ქვეყანა - ]
ძირს გაფენილა სამოთხე,
დავხედავ, ვიგრძნობ: ჩვენია,
[მტერს კი] მისი წართმევა სწყურიათ,
რაც შრომით შეგვიძენია -
სამშობლოვ, თუნდაც სამოთხე -
უშენოდ - მოსაწყენია.
არასდროს ასეთი ფრენით,
ღრუბლებში არ მიფრენია.
ისეთ გრიგალში მივქრივარ,
ქვეყანას რომ არ სმენია,
[ისეთ სიმაგრეს ვიცავ მე]
ისეთ სიმაგრის მცველი ვარ,
ზღვიდან ზღვას რომ გასწვდენია,
[ერთი] ისეთი შემხვდა ალალი,
[ჩვენს] მხარეს რომ შემორჩენია -
[კაცს რომ არ [დასიზმრებია] მოზმანებია,
ღმერთს რომ არ გაუჩენია].
იმდენი სისხლი უღვრია,
რამდენიც ძარღვებს შთენია,
[იმისგან ცასა და ხმელეთს
ცოდვის მოედო გენია].
[ოკეანემდე მისულა,
რაც ცრემლი დანადენია.]
ნაპირებს გადადენია,
გადმოულეკავს ნაპირი,
ყველგან ალმურის მჩენია.]
[ბავშვისას, მოხუცის]
[მოხუცების და ბავშების]
ხოცავს ბავშვებს და მოხუცებს
[როს მოსდებია გენია]
გულზე მედება გენია.
თავი რად მინდა ცოცხალი,
[სანამ მტერს ხედავს]
[განა ეს მოსათმენია?]
სანამ მტერს არ რის სცხვენია.

[და სანამ მტერი ახლოა]
ისე დაცინვით თარეშობს,
გულს არ ეშვება გენია.
[ხოცავს ბავშებს და მოხუცებს...]
იმდენს სწყვეტს ბავშს და მოხუცებს...
[განა ეს მოსათმენია?
თავი რად მინდა ცოცხალი,
თუ რომ მტერს არვის ცხვენია -]
არც ნანობს, არცა სცხვენია -
თავი რად მინდა ცოცხალი!
განა ეს მოსათმენია?
...............................................
არასდროს ასეთი ფრენით
ღრუბლებში არ მიფრენია!

სენია. მოუვლენია. ჩაბჟენია. წვენია. შემოგვჩენია. გაუწვენია. ფენია.

*
ახალგაზრდობა.
ჭაჭებისა და ღვიძლის საკითხი.

„Союзпечать“ - „კიოსკები“. მაღაზიები.
აქ იყიდება ბილეთები [გალაკტიონის საღამოსთვის].

ნეტავ ხელახლა... ნეტავ ხელახლა!

*
მოქმ. I. სამიკიტნო. ჩვენები ელიან მტრის ეშელონის ხიდიდან გადმოსვლას.
მოქმ. II. რამდენიმე მტრის მზვერავი გადმოდის, რომ დაზვეროს მიდამოები. ისინი თვრებიან. უამბობენ ერთმანეთს ყველაფერს. აქ ორი ბერის ისტორია. გეგმები.

*

[არა სიცოცხლე და ოცნება,]
თუ ქადაგებენ, რომ სიცოცხლე არაფერია -
მხოლოდ სიკვდილი ათანაბრებს [ადამიანებს,] ამ ქვეყნად ყველას, -
მაინც მიყვარხარ - სიცოცხლეო...

*

დავით კლდიაშვილი, განდეგილი, ვასილ ბარნოვი, შალვა დადიანი, ვალერიან გუნია, სანდრო შანშიაშვილი, გიორგი ქუჩიშვილი, ია ეკალაძე, ზაქარია ჭიჭინაძე, შიო მღვიმელი, ეკატერინე გაბაშვილი, ეთიმ გურჯი, დ. ახვლედიანი (აკაკი წერეთელი), დიქტორი (აკად. ნ. მარი და რეზიუმე). 14 ავტორი.
სანდრო შანშიაშვილი, გ. ქუჩიშვილი, ი. გრიშაშვილი, ს. აბაშელი.
მირზა გელოვანი, მარიკა მიქელაძე, კალე ბობოხიძე და სხ.

*

[ყველაზე მზა და ძვირფასი]
უძვირფასესი ყველაზე,
რაც ადამიანს შთენია,
ეს სიცოცხლეა. [მას მერე] მის მეტი
[ჩემს ბედს] [ბედს ჩემსას]
[შენს] [მის მეტი] მას მერე - რა დამრჩენია?
მაგრამ თუ სამშობლო მხარეს -
მტრის ხელი გადმოწვდენია -
თავი რად მინდა ცოცხალი,
სიცოცხლე რა საყრდენია?

ყავარჯენი. დაუდგენია. მარჯვენა.
მფრინავი.
Масса.

*

ვარაზის ხევის ხიდეზე
ქალი შემდგარა მზიანი,
ისეთი ლამაზი არის,
ისეთი ალერსიანი.

ვარაზის ხევის ხიდესთან
ქარი მოვარდა ხმიანი,
ისეთი ბოროტებით ჰქუხს,
მკაცრი და განგებიანი.

ვარაზის ხევის ხიდიდან...

*

პოეზია მარადი
სიბრძნის ასპარეზია.
ყველას ჩემგან სალამი,
ვინაც ჩემს მხარეზეა!

1. ჯვაროსნული ომი.
უკვდავუბერებელი.

„ჩვენ გავიმარჯვებთ, გავიმარჯვებთ“.

მინას
რა თქმა უნდა, უსაზღვროთ
მოხარული ვიქნები...

„ქალები თბილისში“
ტფილისი ქალებს დარჩათ! დედებს, ცოლებს, დებს, ქალიშვილებს... მამები, შვილები, ქმრები და ძმები ფრონტზე გაიწვიეს.. ამ გარემოებამ საგრძნობლად შესცვალა სახე ტფილისისა. ღამღამობით იშვიათი წესრიგი დამყარდა. შეღამებიდან გათენებამდე მორიგეობენ დიასახლისები - და სხვ. „ქალთა დიქტატურა“ იგრძნობა საავადმყოფოებში: ჩვენთან, მაგალითად, (ლეჩკომისია) სულ ქალებია უმრავლესობა ექიმები. ასეა ალბად დაწესებულებებში, სასწავლებლებში, კანცელიარიებში, სავაჭრო წერტებში.

*

აქ კი -
მე თუ ხაჯი-მურატი?
[არ ვიცი] სახსოვრად როგორ გკადროთ -
ამნაირი სურათი.

[მანამდე კი სახსოვრად]
და გთხოვთ [მიიღოთ] გქონდესთ სახსოვრად
[გქონდესთ] ჩემი სურათი -
თუმც არ ვიცი - ეს მე ვარ,
თუ სხვა ხაჯი-მურატი?!

*

რასაც სარაცინი წინად.
Гордый Грузин. პატიოსანი. Гордый Грузин.
რა თქმა უნდა უსა.

*
რა თქმა უნდა, უსაზღვროთ
            მოხარული ვიქნები -
თუ კვლავ გემახსოვრებათ -
           [ჩემი საღამოები]
ჩემი ძველი წიგნები -
[ჩემი საღამოები]
როს ჩემს საღამოებზე
           [თქვენის ამხანაგებით - ]
           თქვენის გულწრფელ გაგებით
[მოსვლის თქვენის]
[იმედია] [სიტყვის კარგი გრძნობა]
[მოხვალთ [თქვენი] უმშვენიერეს]
მობრძანდებით [მშვენიერ] ძვირფასი
           თქვენი ამხანაგებით.

*

1. ზეპირად - სამი ახალი ლექსი.
2. დაიბეჭდოს „კომუნისტ“-ში, „Заря“-ში.

[გალაკტიონის თეატრი].

ფარსადანი
არხმალი მისი
რს საძრახისი -
ადგან ძველია -

აიდან სადა -
ქ დაიბადა
იღმის მელია?

რშინი ცხვირი,
იჩვი - ქვიქვირი.

*

[ჩემი საღამოები, ჩემი - ძველი წიგნები,
თქვენ ახსენეთ... - უსაზღვროთ - მოხარული ვიქნები].
მე დაგხვდებით...
მუდამ პატივისმცემელი
თქვენი გალაკტიონი
1941

*

რასაც ბარბაროს წინად -
რასაც სარაცინი - წინად -
სიმამაცის საქმედ სთვლიდა,
თუ თავს სთვლიდა სარაცინად -
რაბლემ მას უწოდა რბევა
და მკვლელობის მხეცი ჟინი -
[მეც] სხვას, რაბლესაც, მთელ მსოფლიოს
ასე ესმის სარაცინი.

რასაც ბარბაროსი წინად,
რასაც სარაცინი წინად, -
სიმამაცის საქმედ სთვლიდა,
თუ თავს თვლიდა სარაცინად,
გაჰქრა - როგორც მოზმანება,
როგორც ქარის მწარე ძილი,
და ხსოვნაში ზიზღს გარეშე
არ არსებობს სარაცინი.

ბარბაროსი [სისხლის მსმელი]
გონებასთან ჯიბრში მყოფი,
ასეთია [ფიურერის] მოსულ მტერის
მოზმანება ავადმყოფი.
იგი თავს სთვლის შეუმცდარად,
ის გმირია, ის სწორია -
და უძველეს სარაცინის
მეორდება ისტორია.

[რასაც სარაცინი წინად]
რასაც ბარბაროსი წინად,
რასაც სარაცინი წინად,
სიმამაცის საქმედ სთვლიდა -
ჩვენ ვთვლით რბევად და რუტინად -
და მას დაუპირისპირდა
რისხვა მთელი სამყაროსი -
დეე - ბარბაროსობაში -
თვით შთაინთქას ბარბაროსი.
გ. ტაბიძე

რითი მებრძვიან
1. სამამულო ომის შესახებ ჩემს ლექსებს გვერდს უვლიან (კომუნისტი, Заря).
2. პირველ რიგში წამოყენეულია - ი. გრიშაშვილი, ჩემი ძველი მეტოქე და მოწინააღმდეგე, სინდის-მოკლებული პიროვნება, სულ თავის „მე“-ზე დაყრდნობილი, პროვოკატორი, ჭორიკანა. მისი ჩემს ადგილას წამოყენებით სურთ: დაჩრდილვა ჩემი (კომუნისტი. Заря). ცხადია, ეს შედეგია ჩემი დასმენის. ალბად არის დადგენილება და ინსტრუქცია. ჯგუფი ძლიერია, მაგრამ ჩემთან ვერაფერს გახდება.
როდესაც წინად ჩემი საღამოები ეწყობოდა, მას ჰქონდა მოულოდნელობის ელფერი, ვერაფრის მოწესრიგებას ვერ ვასწრებდი - და მათაც სწორედ ეს უნდოდათ, საღამო ყოფილიყო და არც ყოფილიყო.

პირველი: 1. ბინის შენარჩუნება.

*
Словачевский Василий Михайлович.
„Каждый писатель теперь инженер“.

ღია ბარათი. პროგრამა. ანაკ. ყდა წიგნისა.
17 авг. Вес - 89,300.
Смолочевский из Украины.

[საჭიროა: ნავთი. ლობიო - 5 კილო - 32 მან.].
ნავთი.