შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-629-22 - 1940 წელი


     ძვირფასო ამხანაგებო – და ახალგაზრდა ჩემო მკითხველებო!!!

     სულითა და გულით მოხარული ვარ - რომ აქ ხდება [აქ, საგურამოში]  ჩვე­­ნი მრა­ვალის მხრით საგულისხმიერო შეხვედრა. ჩვენ შევიკრიბენით დღეს, რა­თა გა­ვერ­თიანდეთ ჩვენი საყვარელი სამშობლოის და მისი აყვავების სასიხა­რუ­ლო გრძნო­ბებ­ში... ვიშრომოთ ერთად, ვისაც რითი შეუძლია ჩვენი საერთო და საყოველთაო ბედ­ნიერებისათვის... ჩვენი მწერლების [ვცხოვრობთ] თქვენ­თან ერთიანი ცხოვრებით - და ჩვენს სიმ­ღერებში - არის ცხოვრება თქვენის გუ­ლის. ჩვენ ვცხოვრობთ თავისუფალ ქვე­ყა­ნაში, რომელსაც იცავს დიადი სტა­ლინური ზრუნვა.
     [სამშობლოსადმია შეწირული ჩვენი ყველაფერი, რაც კი] [ჩვენ ვცხოვ­რობთ ქვე­ყანაში, სადაც ყველაფერი, რაც გამბედავი და ადამიანურია] ვინაი­დან ჩვენი სამ­შობლო საიმედო სამშობლოა ყველა დაჩაგრულთა, დევნილთა და გა­დახ­ვე­წილ­თათ­ვის: გვინდა, რომ ჩვენი სიმღერები იქცნენ ყველა ქვეყ­ნე­ბი­სათვის ჩვენი სამ­შობ­ლოის სულისა და სინათლის მზედ. ის ამბობს სიტ­ყვას, რომელსაც მას ხალხი სთხოვს, გამოხატოს ის გრძნობები წიგნებით უფრო უკე­თესით, რაც კი როსმე და­წე­რილა ადამიანის კალმის მიერ. თანამედ­როვე პო­ეტი - თანამედროვე ადამიანია. ო, სიხარულო, უზარმაზარი ცხოვრების[ა] სი­ხარულო! წიგნი - ეს არის ადამიანი - დაწერილი მისივე საკუთარი ხელით. იგი გამომგონებელია.
     ჩვენ ვსარგებლობთ [მშვიდობიანობითა] სიმშვიდითა და მყუდროებით იმ დროს, როდესაც მთავრობანი ბურჟუაზიული ქვეყნების - თავიანთივე ხალხის სისხლს ღვრიან. დაე, ასე ვიშრომოთ თანხმობით, რომ კარგად და ბედ­ნიერად ვიც­ხოვ­როთ ჩვენს მშვენიერ ქვეყანაში. ვიშრომოთ და ვისწავ­ლოთ თანხმობით, ერთ­გუ­ლად, რათა დავიცვათ თავისითავი მტრისაგან, თუ ის [თავს დაგვეს­ხმის] მო­ინ­დო­მებს ჩვენი თავისუფალი და სამართლიანი ცხოვრების, უფლე­ბე­ბის ფეხქვეშ გა­თელ­ვას... გაუმარჯოს ჩვენს ბელადს და ბელადს მთელი და­ჩაგრული კაცობრიობის - ამხანაგ სტალინს. გაუმარჯოს ჩვენს მზიურ [სა­ქარ­თველოს] სამშობლოს, რომლისადმიც მი­მართულია ეს ჩემი ლექსიც - [„რე­ვო­ლიუციონური საქართველო“].
     ნება მომეცით, მოგესალმოთ ამ [ისტორიული ადგილების] ისტორიულ ად­­გი­ლებ­ზე მცხოვრებ კოლმეურნეებს, მოსწავლე ახალგაზრდობას, პედპერ­სო­ნალს. ნე­ბა მომეცით, განვაცხადო, რომ მეოცე საუკუნის ჩვენს მწერლო­ბას, გან­სა­კუთ­რე­ბით პოეზიას, უჭირავს საბჭოთა კავშირის ერთი უპირველესი ად­გილთაგანი, თუ არა პირველი. ეს აღიარებულია ყველას მიერ. მიუდგომელი პი­რები - აღიარებენ აგ­რეთვე - რომ ღირსება ჩვენი მე-XX - საუკუნის პო­ე­ზი­ის, - არაფრით არ ჩა­მო­უ­ვარ­დება, თუ არ გაუსწრებს - წინა საუკუნეების სა­ხელოვან პოეზიას. მალე შეს­რულ­დება ოცი წელი, სამაგალითო წლები.
     რითი იქნა მიღწეული, ეს სამაგალითო გამარჯვება?
     არ შეიძლება ითქვას, რომ ჩვენს მწერლობას ყოველთვის [იყო და არის] ჰქონ­და და აქვს ესეთი პირობები.
     პარტიისა და მთავრობის - [პირადათ ამ.] სტალინის ეპოქა.

                                                                                                                                                                       გალაკტიონ ტაბიძე
                                                                                                                                             1940 წ., 12 სექტემბერი, საგურამო