შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-552-16 - 1940-იანი წლები


ეს იყო [დიდი ხნის წინად] დაახლოვებით 18, 19 წლის წინად. [უბინაო ბავშმა მთხოვა ფული პურისათვის] რკინიგზის სადგურთან შემხვდენ ეს ბავშები: ისინი წამოსულიყვნენ [შორიდან] რუსეთიდან. [არც ერთ მათგანს არ ჰყავდათ მშობლები] მათი მშობლები დაღუპულიყვნენ სამოქალაქო ომში, [როდესაც მე მათ ვკითხე - თუ რად ჩამოვიდნენ აქ - მათ მიპასუხეს:] ისინი ამბობდენ: ჩამოვედით, [რადგან აქ] იმისთვის, რომ აქ თბილი ჰავაა, იქ კი ძალიან ვიყინებოდითო. [შემდეგ სურათი გადავიღეთ ერთად,] უბინაო ბავშები [კი] [მოვაწყვე] მოაწყვეს საბავშო სახლში, იქ მათ აცმევდნენ, აჭმევდნენ და ასწავლიდნენ. მხოლოდ ამ შემთხვევის შემდეგ მათ აღარ შევხვედრივარ. იმავე დღეს მე შევხვდი ჩვენს ძვირფას პოეტს შიო მღვიმელს, [როდესაც მან ეს ფოტო ნახა,] მას თვალებზე ცრემლი მოერია, მე კი გადამეხვია და მითხრა: [მომეცი ეს სურათი, ამ ბავშვებზე მე დავწერ ლექსს.] ეს სურათი მე მჭირდებაო და წაიღო თან.
ეს ამბავი შემდეგ სულ გადამავიწყდა. წარმოიდგინეთ ჩემი გაკვირვება, როდესაც პოეტის ქალიშვილმა მიჩვენა ეს ფოტო.
გალაკტიონი

როდესაც 16 თუ 17 წლის შემდეგ, მიჩვენეს ეს სურათი აღმოჩენილი შიო მღვიმელის ქაღალდებში -  [მისივე] წარწერით - გალაკტიონ ტაბიძე.

*
[ამხ. რედაქტორო! თქვენს შეკითხვაზე]
[ეს იყო დიდი ხნის წინად: დაახლოებით 16 წლის წინად] აი, რა მაგონდება: [როდესაც] შემხვდენ [ეს] ბავშები, მთხოვეს, რომ გადაგვეღო ერთად სურათი. ეს ბავშები წამოსულიყვნენ რუსეთიდან: - „აქ თბილი ჰავაა, იქ კი ძალიან ვიყინებოდითო“, - სთქვეს მათ. მათი მშობლები სამოქალაქო ომში დაღუპულიყვნენ, [მათ ჰშიოდათ, სწუროდათ]. ეჰ, რამდენი გაჭირვება [გადაიტანა] გამოიარა ჩვენმა ქვეყანამ, სანამ მოვმაგრდებოდით. იყო ბლოკადა, იყო შიმშილი, იყო ინტერვენტების, სამოქალაქო ომები. მაგონდება, რომ იმავე დღეს ბავშვები მოეწყვენ საბავშო სახლში: იქ მათ უვლიდნენ, ასაზრდოებდენ და ასწავლიდნენ. [და ისინი მალე სრულიად] ისინი [დავაჟკაცდნენ] გადარჩენ ჩვენი სახალხო მთავრობის მზრუნველობით. იმავე დღეს შევხვდი ბავშების და ყველას საყვარელ პოეტს შიო მღვიმელს. როდესაც ეს სურათი ნახა, იგი აღელდა, [მას] თვალებზე ცრემლი მოერია. გადამეხვია, გადამკოცნა, სურათი კი თან წაიღო. ძალიან მჭირდებაო, მითხრა.
ეს ამბავი შემდეგ სულ გადამავიწყდა. [წარმოიდგინეთ ჩემი გაკვირვება] ეხლა ძალიან გავკვირდი, როდესაც გადმომცეს, რომ [იგი] ის სურათი აღმოჩენილია შიო მღვიმელის ქაღალდებში.