შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-136 - 1940 წელი


9 სეკტემბერი. 1940. საგურამო.

1. უდროოდ დაბერებული.
2. მოღუშული.
3. გულუბრყვილო.
4. დაუჯერებელი - თან.
5. მიამიტად დამჯერე.
6. მწუხარე და სევდიანი.
7. როდესაც რაიმე სდგება წარმოდგენაში.
8. კოსტიუმი (ქართული, ჩოხა-ახალოხში ან..).
9. აყვავებული გზა (ან როგორი?) სოფლის განაპირას.
10. დასცინიან თუ არა მას ბავშები?
11. როგორ უყურებენ გამვლელები?
12. როდის იწევენ მხრებს მაღლა?

* * *
1. სია უდროოდ დაბერებულთა.
2. სია მოღუშულთა.
3. სია გულუბრყვილოთა.
4. სია დაუჯერებელთა.
5. სია მიამიტად დამჯერეთა.
6. სია მწუხარეთა.
7. სია სევდიანთა.
8. სია ჩოხა-ახალუხიანთა.
9. სია უცნაურ კოსტიუმიანთა.
10. სია დამცინველთა.
11. სია მხრების ზე-ამწევთა.
12. სია შეშლილთა.
13. სია გამვლელთა.
14. სია გაკვირვებით მცქერალთა.
15. სია შავთვალათა.
16. სია შავთმებიანთა.
17. სია ცისფერთვალებათა.
18. სია წაბლისფერთმიანთა.
19. სია შეპუდრულთა.
20. სია პუდრის უარმყოფელთა.
21. სია ვიწრო შუბლიანთა.
22. სია მწუხარე შუბლიანთა.
23. სია ნათელ შუბლიანთა.
24. სია უცნაურთა.
25. სია აბეზართა.
26. სია მოშიშართა.
27. სია მშვიდთა.
28. სია დაჩეჩქვილი ფეხით მგზავრთა.
29. სია მზით დამწვართა.
30. სია ვარსკვლავიან ცის მაყურებელთა.
31. სია ცეცხლოვან თვალთა.
32. სია დადარაჯებულ თვალთა.
33. სია ცოცხალ თვალთა.
34. სია დამწველ თვალთა.
35. სია მომწყვდეულ თვალთა.
36. სია თავისუფალ თვალთა.
37. სია ნაყვავილარ სახეთა.
38. სია ტროსტებით მოსიარულეთა.
39. სია კომბლიანებისა.
40. სია სოფლელი უბრალო კაცის ხელებისა.
41. სია მეაფთიაქეთა.
42. სია დარდიმანდების.
43. სია გულჩახვეულთა.
44. სია სურნელებათა.
45. სია ტანდაბალთა.
46. სია ტანმაღალთა.
47. სია გულჩახვეულთა.
48. სია ფართო მხარბეჭიანთა.
49. სია ვიწრო მხარბეჭიანთა.
50. სია ძალდაუტანებლობათა.
51. სია მარტოხელათა.
52. სია მიახლოვებათა.
53. სია მხარბეჭიანთა.
54. სია დაბნეულთა.
55. სია ნაბიჯჩქართა.
56. სია დაუღლელთა.
57. სია საქმიანთა.
58. სია ზანტთა.
59. სია უეცრად გაჩერებულთა.
60. სია ღრმა ფიქრებში დაკარგულთა.
61. სია ფიქრებიდან გამორკვეულთა.
62. სია განზე გამხტომელთა.
63. სია საშინელებით მოცულთა.
64. სია აქეთ-იქით მცქერალთა.
65. სია დაშინებულ თვალთა.
66. სია ძლიერ ხმიანთა.
67. სია ნათელ ხმიანთა.
66. სია უმორჩილებელთა.
69. სია უბერებელთა.
70. სია მოქვითქვითეთა.
71. სია ცხვირჩამოშვებულთა.
72. სია ქამრების.

სია აკადემიის თანამშრომლების (არა აკადემიკოსების).
სია სახელგამის თანამშრომელთა.

სია უმორჩილეს მონათა.

*
1. აყვავებულ გზაზე, ქალაქის განაპირას,
2. სდგება ჩემს წარმოდგენაში,
3. გამვლელები [დასცი] შესდგებიან და გაკვირვებით მხრებს მაღლა იწევენ.
4. ბავშები დასცინიან. დაედევნებიან.
5. მრგვალი და ძლიერი თავი (გაყი).
6. თმები, აქა-იქ ვერცხლის სირმებით.
7. თავის სამკაულები.
8. მოშავო ფერის სახე.
9. ვეფხვი მიიმწყვდიეს ბუნაგში. როგორ იცქირება ის? მგელი?
10. ბავშები ერთმანეთს ეცილებიან ზარების დარეკაზე (ერთი მათგანი ნამდვილი არტისტია).
11. „მი ზნაიმ კაკოი, <... >“. „ზოლოტომუ ცეპოჩკუ“. „ჩემი ოქროს საათი სახლში დარჩა“.
12. „ომი შეიძლება არ იყვეს ამ მოკლე ხანში, მარა შიმშილი კი დიდი იქნება“.
13. „მისგან ოდნავად სდის სუნი“ (ყაზბეგისა და მოხევის შეხვედრა).
14. ცხოვართა თავმჯდომარის კომბალი.
15. მეაფთიაქის სუნი.
16. ხელები: უროს დამრტყმელის და ინტელიგენტის, მრეცხავი ქალის, კნეინასი.
17. Никакого изящества! ნიშანი ძალდაუტანებლობისა და სიცოცხლის.
18. როგორც კი მიუახლოვდება დაფიქრებულს... (დედას) მოულოდნელობა.
19. ხომლი დაიკარგება ღრმა დაფიქრებაში.
20. ქალებში ბევრი რამაა ბავშებისა. მათ ატირებასა და კისკისში. ტირილში ქალები შეუდარებელნი არიან. ნამდვილი არტისტებია. ნუცა ჩხეიძე რაა მათთანა?
21. ფრთხილად, გატუნია, ფრთხილად „გულმა არ მოგატყუოს“. განა ცოტაა მაგალითი, როდესაც ახალგაზრდა ვერ იმარჯვებს, როგორც პოეტი (არა აქვს ნიჭი). იგი, მართლია, თავს ანებებს სონეტების წერას, მაგრამა აუტანელი ხდება, როგორც ადამიანი, წარმოიდგინეთ კაცის მკვლელიც კი ხდება.

*
1. უდროოდ დაბერებული მოღუშული და გულუბრყვილო, დაუჯერებელი და მიამიტად დამჯერე, მთავარი რაცაა, მწუხარე და სევდიანი დგება იგი ჩემს წარმოდგენაში [სომხური კოსტიუმით] ჩოხა-ახალოხში, აყვავებულ გზაზე, სოფლის განაპირას.
2. იგი შეშლილია, მაგრამ ბავშები არ დასცინიან მას და გამვლელები გაკვირვებით მხრებს მაღლა არ იწევენ.
იგი ატარებს კაფტანს და შავ ხალათს - ქამრით.
3. (მის მრგვალსა და ძლიერ თავს ხურავს სპარსული კოლპაკი; კრაველიანი და მის თავისსამკაული დერვიშისა). უფრო მეტად აწევს მის სევდიან შუბლს, შავის თმებით, აქა-იქ ვერცხლის სირმებით. მან უარყო პარიკი და პუდრი.
4. იგი უცნაური და მოშიშარია, აბეზარი და მშვიდი.
5. ვხედავ მის მოშავო ფერის სახეს (სავსესა და ნაყვავილარს), კანს, დაჩეჩქვილს ფეხით მოგზაურობებით, და გადამწვარს ღამღამობით დარიალის ვარსკვლავიანი ცით.
6. და ეს დიდი შავი თვალები, ცეცხლით სავსენი, ელვარებენ დადარაჯებით [ორბიტების] დარიალის სათოფურეებიდან, ისევე ცოცხალი, იმგვარად დამწველნი, [იმგვარად] მუდამ მოძრავნი, მუდამ მოუსვენარნი, როგორც ამგვარივე [მხეცები] ვეფხვი, რომელიც მიიმწყვდიეს ბუნაგში, და რომელნიც შეიძლება ყოფილიყვნენ ამგვარადვე [მხიარულნი] თავისუფალნი.
7. მისგან ოდნავად სდის [შარდის] სუნი (ზონდები, და თავმჯდომარის კომბალი. მას სდევს ღარიბისა და მეაფთიაქის მწუთხე სუნი. მას საამურად სდის [ფატის] კომის დარდიმანდის მაზისა [სუნი] და) ალუბლის რტოის.
8. მას აქვს [სოფლელი] მოხევის უბრალო კაცის ხელები, ფართო და მზისგან გაშავებული. არავითარი მხატვრულობა (изящество). [მასსა] ნიშანი ძალდაუტანებლობისა და სიცოცხლის, როცა მარტოა; და უეცარი გულჩახვეულობა. როგორც კი მიუახლოვდები, იგი ცოტა ტანდაბალია - ფართო [ზურგით] მხარბეჭით. დადის დაბნეული და დაუღლელი ნაბიჯით; მოდის, მიდის საქმიანი და ზანტი. მძიმე. შემდეგ გაჩერდება, დაიკარგება ღრმა დაფიქრებაში და გამოერკვევა ამ დაფიქრებისაგან განზე გახტომით, მთლად საშინელებით მოცული. და იხედება აქეთ-იქით მწუხარე და სწრაფი, დაშინებული თვალებით.
9. მას აქვს ძლიერი და ნათელი ხმა. იმათგანი, რომელნიც არ ემორჩილებოდა? არასდროს არ დაბერებულან, უსასობის უსაზღვრო სიბერით (და არც ერთ ქალში, მაინც, არ არის მეტი ბავშობა - რაც იმაშია, მის ქვითქვითში).

I. იგი [მღერის] სტირის ნაკადულებით და თავშეუკავებლად (ის მეტისმეტად სვამს ცრემლებს. იგი იმდენად აძლევს მათ ნებას დენისას, რომ მარილი ეხვევა მის ტუჩებს და მიჰყავს გრიმასამდე). (ალის ტირილი).
II. ის თანდათან ალღოს უღებს, შედის გემოვნებაში და მისი ძმა კიდევ უფრო ხმოვანია, როდესაც მიაპყრობს რა მთას თვალებს, ბუტბუტებს [რაღაც] რომელიღაც უიმედო ლოცვას, შესთხოვს რა მაღლით მფარველობას: შუამავლობას (заступничать) ბედის წინააღმდეგ.
III. და რათა შეიმშრალოს ცრემლები, თვალებზე მუშტებს იფარებს.
IV. მტირალა ბავში.
V-X. იგი კიცხავს, აყვედრის თავის თავს, იღებს რა თავისთავს გარიდან, იგი ისწორებს თავის კრაველის ქუდს და სიმშვიდე, მოკრძალება (Кротость) ვრცელდება მთელ მის სახეზე. თითქო იმისთვის, რომ მეასეჯერ გაიმეოროს: „მაინც, მაინც“ და „სულ ერთია მაინც“. იგი ათავებს გულკეთილი სიცილით - და მის მშვიდობიან ხმას ცოტათი იტაცებს დიდება. მას აქვს გამოთქმა (აქცენტი) [სენ-ჟერვერ] მოხევური, სადაც არ საუბრობენ არც ჩინურად, არც არაბულად, არამედ [ფრანგულად] ქართულად (როგორც მეცცაში, გეთაყვა, ანუ სტრასბურგში, ისინი, ვინც ლაპარაკობენ ფრანგულად: ყოველ შემთხვევაში, უკეთესად, ვინემ ნიმში).
XI. ეს [ჟან-ჟაკია], ყაზბეგია, პოპულიარული სახელი, რომელიც თვითონ ამბობს თავის თავის შესახებ.
XII. ბავშობაში მე ვიცნობდი ძალიან მოხუც ადამიანებს. პროვინციაში, იტალიაში და სხვებს, ვისაც უმოგზაურნია რუსეთში, შვეციაში, საბერძნეთში, აღმოსავლეთში.
XIII-XIV. მეტად, ვიდრე მონტენი, და კიდევ უფრო მეტად, ვიდრე მოლიერი, ყველა მათთვის რუსსო და ვალტერი იყო საფრანგეთი, იყო პარიჟი: ყველაფერში აზრად, რაც კი მასში უფრო მეტად გაბედული და ადამიანურია, თავშესაფრად - ყოველგვარი ბარბაროსობისაგან, საიმედო და სამშობლო ყველა განდევნილთა, გადახვეწილთა გონებათათვის, თავისუფალი ცხოვრება მოშორებით, დაე, იცინონ ამის გამო, თუ ეს საჭიროა; მაგრამ ადამიანებმა არ იციან (უწყიან), რას სჩადიან, როდესაც ამას უარყოფენ...
XV. დიდი და პატარა წიგნთსაცავებისათვის - თუნდაც სულ ორას ტომამდე წიგნებში, საფუძვლად იყვნენ [ვოლტერი] ჭავჭავაძე და [რუსსო] ყაზბეგი. ეს სამი [პოლკა] თარო წიგნებისა ჭეშმარიტად იყო ყველა ქვეყნებისათვის საფრანგეთის სულისა და სინათლის მზედ.
თხუთმეტი.

*
„ამოიღე [წვერი შენი] ღომი შენი, იგი არის ომი შენი, ამოიღე წვენი შენი, შეიღებე წვერი შენი“ (დიაკვანი მასხრად იგდებს თავის მღვდელს).
ვანო იოსელიანი სწავლობდა იმ დროს გიმნაზიაში (ძალიან ხუმარა ვინმე იყო). ფლობერი. მოპასანი.
აკაკი შანიძეც სწავლობდა ამ დროს გიმნაზიაში („მცირე აკაკი“-ს ფსევდონიმით სწერდა ლექსებს. ბევრს კითხულობდა).
სიმონ ყაუხჩიშვილი სწავლობდა იმ დროს გიმნაზიაში (კარგად ვიცნობდი დედამისს).
მიყვარს ყველაფერი, რაც ძალდაუტანებლად ხდება. ძალადობაზე საზიზღარობა არა არის რა! რას იზამ! ძალადობას მეტი ძალადობით უნდა უპასუხო, თუ სხვა გზა არ არის და არაფერი სჭრის! ბუნებრივობაა საქმე, ბატონო, ბუნებრივობა! მარა ზოგისთვის ძალადობაც ბუნებრივია. [აბა] რომ არის, ესაა ხათა!

*
1900-1908.
მოხუცი ადამიანები, რომლებსაც მე ვიცნობდი ბავშობისას:
1. ბიძია კოზმანი, 2. ბიძია ალმასხანი, 3. ბაბუა გიგო, 4. ბიძია ტიმოთე, 5. ბიძია ბერეკა, 6. ბიძია ბახტა, 7. ბიძია ნაკორტალა, 8. ბაბუა სტეფანე, 9. ბიცოლა ჰუჰუ (პეტ.), 10. ბიცოლა დესპინე.
11. ბიძია ანდრონერა, 12. ბიცოლა როზა, 13. ბიძია რაჟდენი (ს.), 14. ანთიმოზ გორგაძე, 15. გიორგი განდეგილი, 16. პოლიევკტ კაპანაძე, 17. ლუარსაბ კაპანაძე, 18. ბიცოლა მანიჯამი, 19. ჩარკვიანი (დათიკოს მამა), 20. ბიძია ნაცვალოვი (მატა - სათნოება).
21. ივანე გაფრინდაშვილი, 22. ლუკიანოვი, 23. ბოგოლიუბოვი, 24. დარიასი, 25. ბეშქენაძე, 26. ლუკა თათეიშვილი, 27. ნესტორ ყუბანეიშვილი, 28. მეორე ყუბანეიშვილი, 29. რაჭველი დიასახლისები, 30. „ნავრემიათი“.
31. ბახტა განაპირელი, 32. ანდრო ბენაშვილი, 33. სოფრომა, 34. ბაშლაყიანი მეველე, 35. ამბაკო ტაბიძე, 36. ისიდორე, 37. ივლიანე, 38. „ღლიფი“, 39. გიგოია ყრუ, 40. მისი ძმა (შეშლილი).
41. მისი ძმა (მეორე შეშ.), 42. თოფნაკრავი წიქვაძე, 43. ნესტორა ტაბიძე, 44. პეტრე ტაბიძე, 45. ბიძა თათეოსი, 46. დეიდა ეკატერინა, 47. დეიდა ანასტასია, 48. დეიდა ლიზა, 49. ბიძია რუსა, 50. ბიძია ხეთერელი.
51. ბიძია მელიტონი, 52. ბიძია ესტატე, 53. ბიძია ხანთაძე, 54. ბიძია მარჯანიშვ., 55. ბიძია ლორთქიფ. (მამა ივლ.), 56. ბიძია ადეიშვილი (ივ.), 57. "ნავრემიათი"-ს ცოლი, 58. ქალი სენაკში, 59. გოგოძე, 60. ნეკიას მამა.
61. გორგაძეთა მამა, 62. ყიფიანთა მამა, 63. მამასახლისთა მამა, 64. ძიგრაშვილთა მამა, 65. ფხაკაძე - №1, 66. ფხაკაძე - №2, 67. მღვდელი ზევით, 68. გავაშელების დედა, 69. ვირის მდენელი, 70. ფეხსაცმლის მკერვალი.
71. გელათის ბერი, 72. მოწამეთის ბერი, 73. დეიდა ლირსა, 74. დეისაძის მამა, 75. ეპისკოპოსი ლეონიდე, 76. მღვდელი ცაგარეიშვილი, 77. რეგენტი რური, 78. კორნელი მაღრაძე, 79. ექიმი თოფურია, 80. მექი ფაღავა.
81. დილიჟანსის ბაბუა, 82. ფაღავას ლაქია, 83. შალომე (რუსი გ.), 84. ჩხაიძე (სასტუმროს აივანი), 85. ლაზარე (მეფურნე), 86. მეფურნე ბერძენი, 87. მეწვრილმანე (ნავთი), 88. ლორთქიფანიძე (პოლიც.), 89. ლორთქიფანიძე (ვაჭარი), 90. ბახტაძეს ქვრივი (ორი და).
91. კუხიანიძე, 92. დოღონაძე, 93. ციცხელი ანდრიაძე, 94. გრიგოლ ჩარკვიანი, 95. ცოლი გრეკოსი, 96. პაევსკი, 97. ფარნების ამნთებელი, 98. მატა, 99. არტემა და შუხა, 100. ჩხაიძის ცოლი.
101. დეიდა მართა, 102. აკაკი წერეთელი, 103. დეიდა გვიტია, 104. „უჩიტელა კანასტა“, 105. ვიქტორ შარაბიძე, 106. მეფისჭალას რომ... 107. სეფება ლეჟავა...

*
1. ფრანგული იციან იმდენად, რომ შეძლებენ წაკითხვას („მოტილეკ..“) „მედიკამენტი“.
2. რა უპირატესობით არჩევენ ან აფასებენ ადამიანს?
3. რუსსო ვოლტერთან შეფარდებით.
4. ვოლტერი რუსსოსთან შეფარდებით.
5. „გეჯავრებიან? უგონობა და უსამართლობა იქნებოდა მათი საფრანგეთიდან გამოყოფა“!
6. ჩვენ მეტად მკაცრი ცენზორები გვყავს!
7. მათ წიგნი, ან იდეა სიკეთისა, გაცოფებამდე მიიყვანთ.
8. სიყალბეს მისი ცხოვრებისას სწყევლიან.
9. პოლიტიკისადმი ზიზღს მისას სწყევლიან!
10. მაგრამ რუსსოს პოლიტიკა - ერთი რომანია.
11. არიან ადამიანები, რომლებიც პოლიტიკურ წიგნს ჰკითხულობენ - როგორც რომანსა (ეს კიდევ ასატანია).
12. რომანს ჰკითხულობენ ისე, როგორც პოლიტიკურ წიგნს (ეს კი საშინელებაა).
13. „ხელის დადება“ და „ერთ ხელის დადებაზე“.
14. კონსტიტუციის ქაღალდი; როგორაა შიგ აღნიშნული რომანი?
15. ვერავინ ვერ გაექცა ამ გარემოებას: (აკაკი, ილია, ნიკოლაძე?).
16. ოგიუსტ კონტი! ტიტე და ბუვარი! მთელი სამებაა მათი! ერთმანეთს შეთანხმებული.
17. ეს სიზიფები მონობისა - თერთმეტი წელი გადის - იწერენ, იწერენ, იწერენ!
18. ჩინეთიდან ისლანდიამდის და ათინიდან პარიზამდის... გონება (...) ყოველთვის მოსწონდა (ეგემრიელებოდა) პოლიტიკურ პოეზიას! რომანს! მოთხრობას!
19. ნამდვილი სისულელეა დანაშაულობაში ჩაუთვალო სოკრატეს ათინის დანგრევა და რევოლიუცია!
20. იმ დროს, როდესაც სოკრატე ქადაგებდა. არისტოფანი ჰგლეჯდა მას ნაფლეთებად სცენაზე, ყველა ათინელთა წინ!
21. რუსსო სდებდა ხელშეკრულებას ბუნებასთან, მონტესკიე კი ხსნიდა კანონებს, ვოლტერი მლიქვნელობდა ჩვევებთან! ათი სხვა დავობდა სახელმწიფოს მართვა-გამგეობაზე საფრანგეთსა და ინგლისში.
22. ფენელონი.
23. აბატი სენ-პიერი.
24. უცნობი ფილოსოფოსი.
25. ტრიუგო, კენე... და ჯერ ისევ გუშინწინ შეურყეველი ბოსსიუეტი!
26. შეფერხება ყოველთვის იქნება მასში, რისთვის მოისურვეს ათინელებმა გაჰყოლოდენ სოკრატეს და არა არისტოფანს!
27. უნდა გაექცე გარემოებას, მაგრამ ვერ გაექცევი გარემოებას. თუ გაგექცა გარემოება?
28. „მდგომარეობა ჰქმნის შეგნებას“. და არა „შეგნება მდგომარეობას?“ ასეა?
29. „მაშ, რა ჰქმნის „მდგომარეობას“?

*
1. მონტესკიე ჰკითხულობდა რუსსოს.
2. მის მსგავსად ბულუნველმა მოისურვა შთაგონებულიყო, დამტკბარიყო რუსსოთი.
3. მაგრამ ჯერ თვით საფრანგეთმა დაასწრო მათ ამაში.
4. ეს იმისთვის, რომ მან ასე მოისურვა... მაგრამ რად მოისურვა?
5. ყოველ შემთხვევაში, მან არ მოისურვა რუსსოს წინააღმდეგ წასვლა! (რატომ არ მოისურვა?)
6. არ მოისურვა ხმის შებრუნება..!
7. და თუ მან აღიარა თავითა და გულით ერთი და არა მეორე, სრული სისულელეა უმტკიცო მას, რომ მას ამ საქმეში არაფერი არ ესმის! რომ იგი სცდება თავის აზრებსა და გრძნობებში!
8. მართლაც, აქ თეორია არაფერ შუაშია, როდესაც აქ ყველაფერი არის მოქმედება!!! (როგორ? მოქმედება თუ ანარქიულია? თეორიის გარეშეა? ა?).
9. კინოში (ბავშობის დროს ქუთაისში) პირველად ვნახე და გამაოცა: რუსეთის ველი, მიდის ადამიანი. [მიჰქრის] და მისი პირიდან სჩანს თეთრი ანაორთქლი. მიჰქრიან ცხენებით. მათი პირიდანაც ღვარ-ღვარად სჩანს თეთრი ანაორთქლი. ეტყობა ზამთარია. ჰაერი ცივია. „რისთვის არაა აქ ჩვენში?“ - ვფიქრობდი. ასეთი რამ ჯერ არ მენახა! კოლხიდა თბილი ქვეყანაა. აქ ზამთარშიაც ვერ დაინახავ ამ ანაორთქლს, მხოლოდ კინოში თუ დაინახავ. „არააო უფრო მეტად შემაცდენელი, მცდარი რამ ამ თეთრ ბლონდზე - ბისტზე, ვინემ ეს ანაორთქლი სიცრუისა - ამბავების ცივ ჰაერშიო“ (ნუ თუ ეს თეორიაა?).
ამ ანაორთქლის მსგავსია ღრუბელი ცაზე (Перистые და სხვ.), იგი სიმბოლოა მიწის შინაგანი წვის.
ამ ანაორთქლის მსგავსია თამბაქოს ბოლი - ნიშანი წვის.
ამ ანაორთქლის მსგავსია კასრში მდუღარე წყალიდან ამოვარდნილი ბოლი.
ამ ანაორთქლის მსგავსია კერიის ცეცხლიდან ასული კვამლი.
ამ ანაორთქლის მსგავსია საუბარიც, რომელიც, არ იცი, საიდან დაიწყო. ამინდიდან, მოსავალიდან, გვალვიდან, რუსეთ-იაპონიის ომიდან?
ყოველივე ეს შემდეგ ჰქრება. ანაორთქლი მიწაზე - მშვენიერი ღრუბელი ცაზე, თამბაქოს ბოლი, ადუღებული წყალის ბოლი, კერიის ცეცხლის კვამლი, უთავბოლო, მაგრამ დამაწყნარებელი საუბარი. ნუ თუ ეს ყველაფერი სიცრუეა. არასდროს! იგი რეალობაა, „ფაქტია“. „მართალია, მეტად ბევრია სიკეთილე და დარწმუნება!“
„თეორია არაფერ შუაშია, როდესაც ყველაფერი არის მოქმედებაო“.
10. წმინდა და მთლიანი, ერთიანი დოქტრინის რომელი ღვთის მეტყველი მოითხოვს ყოველივე ამას (ცივ ჰაერში სიცრუის ანაორთქლის ამბავს) მათგან, „რომელნიც მათი სოფლიდან არ არიან“.
(მაშასადამე, წმინდა და მთლიანი, ერთიანი დოქტრინის ღვთისმეტყველი ამას (ცივ ჰაერში სიცრუის ანაორთქლს) ითხოვს მათგან, რომელნიც „მათი სოფლიდან არიან“. ეს ღვთისმეტყველი ეპყრობა თავის მრევლს, და არა სხვისას, და ეს უკვე აღარ არის „წმინდა და მთლიანი“, ერთიანი „დოქტრინა“!

*
ფრანგული იცოდენ მით, რომ ისინი წაეკითხათ; ადამიანებსაც ისინი არჩევდენ იმ [გარჩევით] უპირატესობით, რომელსაც ისინი ანიჭებდენ რუსსოს ვოლტერის შეფარდებით - და ვოლტერს რუსსოსთან შეფარდებით. ისინი უნდა გაჯავრებოდენ მთლიანად დღეს. მაგრამ უგონობა და უსამართლობა იქნებოდა მათი საფრანგეთიდან გამოყოფა.
ჩვენ მეტად მკაცრი ცენზორები გვყავს; რუსსოს სიკეთე (добродетель) ისინი გაცოფებაში მოჰყავთ. და ისინი სწყევლიან სიყალბეს მისი ცხოვრებისა, მისი პოლიტიკისადმი ზიზღის გამო, მაგრამ რუსსოს პოლიტიკა მხოლოდ ერთი რომანია, როგორც ყოველი დაწერილი პოლიტიკა. კონსტიტუციის ქაღალდზე რომანები კარგი თუ ცუდი, ნიჭის მიხედვით ანუ ავტორის უნიჭობით. რომანი, რომლის ავტორია [რომელიმე] არ-რა ვინმე, არამედ პეკიუშე, მას დაადებს თავის ხელს.. ბ. დე-მეჲტს ვერ გაექცა ამ გარემოებას. რაც შეეხება ოგიუსტ კონტს, იმათი მთელი სამება არსებობს, ტიტე და ბუვარი. ერთმანეთს შეთანხმებულნი, ეს სიზიფები გონებისა - თერთმეტი წელი გადის, რაც იწერენ, იწერენ, იწერენ (გადაიწერენ).
ჩინეთიდან ისლანდიამდის, და ათინიდან პარიზამდის გონება ყოველთვის მოსწონდა (ეგემრიელებოდა) პოლიტიკურ რომანს. ნამდვილი სისულელეა - დანაშაულობაში ჩაუთვალო სოკრატეს ათინის დანგრევა - და [რუსსოს] ყაზბეგს რევოლიუცია. იმ დროს, როდესაც სოკრატი ქადაგებდა, არისტოფანი გლეჯდა მას ნაფლეთებად სცენაზე ყველა ათინელთა წინ. იმ დროს, როდესაც [რუსსო] ყაზბეგი ადგენდა ხელშეკრულებებს ბუნებასთან, მონტესკიე ხსნიდა კანონებს, ვოლტერი მლიქვნელობდა ჩვევებთან, ასი სხვა [ჩხუბობდა] დავობდა სახელმწიფოს მართვა-გამგეობაზე, საფრანგეთსა და ინგლისში, ფენელონი, აბატი სენ-პიერი, უცნობი ფილოსოფოსი, ტიურგო, კენე, და ჯერ ისევე გუშინ - შეურყეველი ბოსსიუეტი. შეფერხება ყოველთვის იქნება მასში, რომ გაგებული იქნას, რისთვის მოისურვეს ათინელებმა გაყოლოდენ სოკრატეს - (ბაშლიყიან კაცს ჰგავდა) და არა არისტოფანს. და არ გაჰყვენ არც პლატონს. რისთვის საფრანგეთი, უფრო ადრე, ვინემ მონტესკიემ ანუ ბულენვილმა მოისურვა დამტკბარიყო, შთაგონებულიყო ჟან-ჟაკით? იმისთვის, რომ მან ასე მოისურვა. ყოველ შემთხვევაში, მან არ მოისურვა მის წინააღმდეგ წასვლა, ხმის შებრუნება. და თუ მან აღიარა თავითა და გულით ერთი, და არა მეორე, სრული სისულელეა უმტკიცო მას, რომ მას ამ საქმეში არაფერი არ ესმის, რომ იგი სცდება თავის აზრებსა და გრძნობებში. მართლაც, აქ თეორია არაფერ შუაშია, როდესაც ყველაფერი არის მოქმედება. არაა უფრო მეტად მცდარი ბლონდი (ბისტი), ვინემ ეს ანაორთქლი სიცრუისა - ამბავების ცივ ჰაერში. მართალია, მეტად ბევრია სიკეთილე და დარწმუნება. წმინდა და მთლიანი (ერთიანი დოქტრინის რომელი ღვთისმეტყველი კითხულობს, ყოველივე ამას მათგან, რომელნიც მათი სოფლიდან არ არიან?).
XVI-XXII. და, შესაძლებელია, ეს მთლიანი ადამიანები არ არიან დამნაშავენი არც იმაში, რომ თვით ამათ არ ჰყოფნისთ ის, რასაც ისინი ასე მკაცრად მოითხოვენ სხვებისგან. არა, არაა კარგი ეხლა ემსახურო საფრანგეთის სილამაზეს (შვენებას) ფრანგულად, თუ, რაღაც საუბედუროდ, ვერასგზით ვერ მოეწონე ამ ყოვლად წმინდა უცოდველ მოსამართლეებს და არ გადაიღე მათი ინტონაცია. იგი ვინც гнусавит, როგორც ეკლესიის გველი, არ ვიტყვი, როგორც დონ-ბაზილიო, [რომელიც] ნახულობს ებრაულს მონტენის ტონში. კიდევ ცოტა - და იგი გაგზავნის მას ცეცხლისაკენ - შეზიზღება - იგივე ცეცხლით დაწვაა (Презрение) (აუტოდაფე).
XXIII-XXIV. ყველა სხვებისთვის კი, სიწმინდის ნიმუშებისათვის, რა თქმა უნდა, ასეთ სულით გამოუცდელისთვის - ყველა ადამიანურის სუსტი მხარეებისათვის, რომ იგი უფრო გაკვირვებულია, ვინემ აღშფოთებული, რუსო რჩება მთელი თავისი ჟენევური უგონობით, და კალვინი ყველა თავისი ცოდვებითა და მოშენიკობით.
მაინც უნდა შეუთანხმდე თავისთავს და იცოდე, იყო თუ არა მართლა კალვინი ჯოჯოხეთის პატრონად, გიტონად, საიდუმლო კურტიზან ქალად, საფუძველად მორალისა თუ გმირი ყოველთა შეცოდებათა?
XXV-XX. ჟან-ჟაკი არა სტყუის, თავის სიცრუეშიაც კი: ეს - მას სიმართლე უნდა სთქვას; სიმართლის წინ დაყენება სურს, მას გონების დაკარგვამდე ეძებს. ის დარწმუნებულია სიმართლეში, როგორც ბავში: თავის სიმართლეში და არა თქვენსაში. და არც კი შევადარებ მე ერთს მეორესთან ხუმრობითაც კი. მე მივდივარ აქამდე: მაშინაც კი, როდესაც ის სტყუის. ეს სიმართლეა, მას სურს გვემსახუროს. თქვენ, უმრავლესობა, მაშინაც კი, როდესაც სიმართლეს ამბობთ, ემსახურებით თქვენს არა-სიმართლეს (სიცრუეს), პრინციპს უარყოფისას, რომელიც ასეთი თვისებაა თქვენი - და ვრცელდება თქვენით, ასე მკაცრად - სხვებზე. სიცრუე, ჩემო ბატონებო, (სიმართლეზე?) უფრო ძვირფასია. იგი არა სცემს, არ ურტყამს. და იგი კი არის ეს რუსსო, ეს საწყალი კაცი, ეს ჟან-ჟაკი, ჟაკი, როგორც უბრალო რამ გაუთლელი (იოანნე), როგორც ნაზი მოწაფე. იგი არის და თქვენ კი, სრულიადაც (იოტისოდენადაც) არა, და არასოდესაც არ იქნებით, არასოდეს არც ყოფილხართ.
იგი ცხოვრობს, იგი, მაწანწალა, მაწანწალაზე მაწანწალაა, те бродяги ail. მას აქვს სათქმელი ერთი [რაღაც] რამე ავადმყოფი სიტყვა, რომელსაც მას ხალხი სთხოვს, ვინაიდან მას ყურს უგდებს ხალხი. მას აქვს გასამხელი რომელიღაც საიდუმლო, რომელიც დაგანგრევსთ თქვენ და გაგშხლართავთ მიწაზე თქვენი ეგრეთწოდებული წესრიგითა, და მედიდური თქვენი უმოძრაობით, როგორც ვთქვათ, რომელიმე წესრიგი ცხედრისა, რომელიც ოთხი დღეა იხრწნება და სუნსა სცემს; Jam boexek, შეეძლო შედარებოდა იმ ცხოვრების უწესრიგობას, რომელიც წყაროს ჩუხჩუხით ამოდის, ან და ქაოსს, ნაწვიმარის ცოცხალი სუნით, სიმწვანითა და ტყეებით.
ვარჩევ ბავშები ვერ იტანდენ უსამართლობას: (ჩამოთვლა) - ვინემ უწესრიგობას, მაგრამ აღმერთებდენ: (ჩამოთვლა), მაგრამ უფრო მეტად მიყვარს უსამართლობა, ვიდრე სიკვდილი. და ყოველთვის საკითხი იქნება იმაში, რათა ვიცოდეთ, ხომ არ არის გადასვლა უწესრიგობისა უსამართლობაში.
„აღსარებ[ათა]ის წიგნი“ - ერთი ყველაზე დიდი წიგნთაგანია, რაც კი არსებობს ყველა დროის ხელოვნებაში. და შეიძლება ყველაზე უფრო გასაკვირველი, ყველაზე უფრო მდიდარი წიგნები, რაც კი როსმე [გამოსულა] დაწერილა ადამიანის კალმის მიერ. ადამიანის შეცნობისათვის, ეს ნამდვილად „ცდებია“ მონტენისა და „აღსარებ“.
„ცდებში“ თვით ცხოვრება არის - разумение ( შეგონება).
„აღსარებაში“ თვით აზრი არის გრძნობა.
„ცდები“ თითქმის ყველაფერში მოდის უძველესი ადამიანისაგან თანამედროვე ქვეყანაში. „აღსარება“ მოდის თანამედროვე ადამიანიდან და ქრისტიანისაგან, თითქმის უტოპიამდე და სოციალურ ოცნებებამდე ანტიური ყაიდის.
მაინც, აქაც და იქაც ადამიანები იხილებიან და ანდომებენ თავის ძალღონეს იმას, რომ გვიჩვენონ მთელი მისი სიშიშვლით - კან მოცილებული, ის, რაც არის სული, ის, რაც არის ადამიანის გული.
გენია ერთისა ეს არის განუწყვეტლივი ცდა თავის თავისა და გენია მეორესი - გაგება შემეცნება თავის თავის.
[რუსსომ ცუდათ] ყაზბეგმა კარგად იცის თავისი თავი; მაგრამ მან გამოსცადა თავისი თავი, როგორც ადამიანი, იმნაირ წერტილამდე, რომ თვით იქმნება ჩვენს თვალთა წინ. მონტენმა იცის თავისი თავი ისე კარგად, რომ არასდროს არ ტყვილდება იმის შესახებ, თუ რას გვაძლევს ჩვენ, და ისე, რომ სურს [იმ] მასში ერთად-ერთში, გვაგრძნობინოს - დედაარსი ჩვენი თავისა. რაც უფრო მეტად სცდება ჟან-ჟაკი, მით უფრო თავისუფლდება. რაც უფრო მონტენი იცნობს თავის თავს, მით უფრო ნაკლებად გასცემს თავის თავს. ჭეშმარიტება მონტენისა გვარწმუნებს ჩვენ - ვიფიქროთ - და არ მოვტყუილდეთ. იქაც კი - სადაც ჩვენ ეს მოგვწონს. და ყველა [შეცოდებანი] გზისაბნეულობანი რუსსოსი - გვაძალებენ ჩვენ - ვიცოცხლოთ.
მონტენის სილამაზე - [ბრწყინვალებაა] სილამაზეა ალმასისა და მისი ათასი შუქის, გადაჭრილს, გადაჯვარედინებულს ერთ ნათებაში.
სილამაზე რუსსოსი - გასისხლიანებული ქმნილების, გახსნილი, როგორც მიწა ხნული, მთლიანად გადაბრუნებული თავისი ფესვებით, მისი საჩვენებლად გამოფენილი - სისველეებით, [ექსკ.] განავალითაც კი, ამ სამწუხარო [ღვართქაფ] ფაფაში მსხვერპლნი წინადადებათა, ხეზე, რომელზედაც თვით მსხვერპლმა მოისურვა, რომ მიეჭედათ.
ეს კაცი, რომელიც არაფერს არ ხედავს, როგორც მსწავლული და მეცნიერი, - გვაძლევს საშვალებას, დავინახოთ ყველაფერი - როგორც პოეტი და მუსიკოსი. იგი სავსეა გრძნობებით, სავსეა ახალი ემოციებით, სავსეა იდუმალი ხმებით და სახეებით; სული მისი თავისებური წყაროა, რომელიც გამორბის კლდიდან, მთის სიმაღლიდან.
შატობრიანი, ასე დავალებული რუსსოსაგან, უთანახმდება (უსწორდება) მხოლოდ თავის თავს - თავის გასაოცარ „მემუარებში“. მაგრამ რუსსოს „აღსარება“-ში აშკარაა ყველა ადამიანები, რომელთაც საქმე ჰქონდათ ვნებასთან. და ისინიც კი, რომელნიც ეხლა მას ცილს არ სწამებენ, ისინი, რომელთაც იგი ეზიზღებათ, ყველანი მოდიან რუსსოსაგან, როგორც კი მათი სიგვალვე - მოირწყვება, და როდესაც წავა მათი გული - ყველანი მოდიან მისაგან.
ხშირად მე იგი მეზიზღება. და ყოველთვის ვნანობ ამას. მე მგონია იგი უცნაური და კიდევ მეტად ამაღელვებელი. მინდოდა კი მივშველებოდი მას, და ვხედავ შველა უნაყოფოა. დეე, გასწიოს ცხოვრებამ. ო, წამებანო უზარმაზარი ცხოვრებისა; ნიაღვრები, რომელშიაც ყველაზე უფრო წმინდა კრისტალები და წვეთი ციური სისველის - შეერთვიან ტალახს - სადაც სიდამპლე ნაპირებისა წინააღუდგება ყველაზე მდუღარე ცრემლებს. როცა პურპური სისხლისა იკარგება ლენჭყოში, ოთონთოში, რაც უფრო მეტად რეცხავს მას და მაინც ეს ოთონთო (Ил) ნაყოფის მომტანია, ეს ტალახი ნაყოფიერია. ეს ძლიერ კარგად იცის მიწის მუშამ, მეურნემ, მიწათმოქმედმა, რომელიც ნოყიერ მიწაში არ ჭეჭყავს მიწის ჭიებს - აგრეთვე მიწათმოქმედებსა და მსაზრდოებლებს.
იგი - აუტანელია. მაგრამ მისი ენა-გახსნილობა, გულახდილობა მე მჭრის, [მხოლოდ] მაგრამ უფრო ნაკლები დაწვრილებითი ცნობებით, რომელთაც იგი გვაცნობებს, ვინემ მათი ჩვენთან მოტანის საშუალებით.. და როდესაც იგი მდაბალია, სიდიადე აღიარებისა ისყიდის ამ სიმდაბლეს - იგი ბედავს, გვიჩვენოს ჩვენ მისი ჭიები და მათი გახრწნა.
- ავენანო, ეგეთებო! და როდესაც ითვლით მის ჭრილობებს, ცხვირზე ხელის მოჭერით, თქვენ ისე აჩვენებთ თავს, რომ თითქო ვერა ჰხედავსთ - საკუთარს.
იგი იმსახურებს სიყვარულს; და არასდროს [ისე] არა გრძნობთ ისე უკეთესად, როგორც იმ წამში, როდესაც მას გულზე ხელსა ჰკრავ. აქ - ადამიანია.
ადამიანი და არა მარტო ავადმყოფი, ჩავარდნილი, საწყალი, უბედური - რომელიც ბოდავს ჭკვა-დაბინდული, რომელიც - იტანჯება: ადამიანი, უდიდესი გული, ძალები, რომ იცოცხლოს... არსება, რომელიც იძლევა, იღებს, და უბრუნებს ბევრჯერ მეტს.
ნატურა, ბოლოს და ბოლოს, ვნება, პიროვნება. მე ქალისა, რომლისთვისაც ზეცასა და წყალს აქვს ენა, ვისთვისაც ყველაფერი არსებობს, მცენარეები და ცხოველები, მამაკაცები და ქალები; და ვინც ხედავს რა ყოველივე ცოცხალს, მონაწილეობას იღებს ამ სიცოცხლეში.. ძალა-უფლება ჟან-ჟაკისა მის დროზე აქედან გამოდის. მას მოჰქონდა ცნობები - [ცხოვრებ] სიცოცხლისა მაშინიზებულ ქვეყანაში, სადაც დილის მზით ჩვენდება სიცოცხლე, ცივი გონება - მშვიდდება. ხომ ვერ გათბები ტყის გეგმით - ყველაზე უფრო სწორით, სადაც გამოტოვებული არაა არც ერთი ხე. ცხოვრება არის გონიერებათა-გონიერება. მასში - ძალაა დარწმუნებისა, არაფერთან არსადარები. ეს ძალა რუსსოსი ისევე, როგორც ბეთხოვენის, არის გადმოხეთქილი სიყვარული.
ის არააო კაცი თავისი წიგნების - ამბობენ ისინი. რა იციან მათ ამის შესახებ; და განა, პირიქით, ცხოვრების ადამიანისათვის არ იქნებოდა უფრო ცუდი, რომ პოეტისაგან გაქცეულიყო. გადახრა არის ხან ერთი აზრით, ხან მეორეთი. არიან ადამიანები, რომელთაც გასცემენ ხოლმე მათი წიგნები. და არიან მეორენი, რომელნიც გასცემენ თავიანთ წიგნებს. ჩვენთვის, რომელნიც ვცხოვრობთ უკვდავ წიგნებთან, და არა მოკვდავ (მკვდარ) ადამიანებთან. უკანასკნელნი არიან ჭეშმარიტებანი, თუ გვაძალებენ, რომ მათ ვერწმუნოთ იმისათვის, რომ გავარჩიოთ, გვატყუებენ თუ არა ჩვენ ისინი, ჩვენ თვითონვე საკმარისნი ვართ. მე ვგრძნობ შატობრიანში მარად ჭეშმარიტებას.
მე ვგრძნობ შატობრიანში მარადის ილიუზიას, რომელიც სურს მას ჩვენთვის შექმნას - და შექმნა თავის თავისთვის. შატობრიანი ამაოდ გამოურევს ცეკვაში თავის კლდეზე პას ამაღლებულისა და დიდებისას. ჟან-ჟაკი პირდაპირ მიდის ადამიანთან, თავისი თელილი გზებითა და ბილიკებით. ვინც მეტად ადამიანია, იგი მეტის სიმართლით მართავს. და იგი ყველაზე უფრო მართალია.
ბეთხოვენი მთლიანად იმაშია, რათაც სურს მას იყოს. კვარტეტები, სიმფონიები, და სონატები, ეს შეუდარებელნი ფიქრნი, ეს ომები და გამარჯვებანი დიდებულნი, - ეს საწყისი ნაკადები სიყვარულისა და სინათლის, აი, ბეთჰოვენი, და არა ის პატარა ბურჟუა, შფოთიანი „სამოდური“, დაკვანძული ხასიათით, დაულეველი კაპრიზებით, небрежный და თითქმის ჭუჭყიანი, ქალებისაგან შეძულებული და სასაცილო საყვარელი.
იგივეა რუსსო. ის [მეტად ისეა] მეტია იმაზე, რაც სურს იყოს, რაც თვითონ არის... პირველადამიანი, მასში - ეს არის არა ცოდვილი ბავშვი, და არც პატარა, ეშმაკი ლაქია, და არც სათამაშო - გასართობი ძველი ქვრივი ქალების, და არა რამე მდაბალი, და არა რაიმე საზიზღარი; არამედ - პირიქით, მოხუცშიაც კი რჩება უბრალო ბავშად, მის ფხიზელ არსებათ, სავსედ რწმენითა და გულკეთილობით. სიყვარული, ფინეშელი, რომელსაც არ შეეძლებოდა კაცთა სიკეთეში ურწმენოდ სუნთქვა.
წამება მისი და უგონობა - ნაყოფია მისი სამართლიანობის. არასგზით, არასგზით არ შეუძლია რუსსოს შეუთანხმოს თავისი გამოცდილება გატაცებებსა და მისი შინაგანი ცხოვრების სიმართლესთან. დიდი ხნის ასეთნაირი დამშევით ასეთი წინააღმდეგობა ჰქმნის მის მსჯელობას უგონობად.
პროცესი ჟან-ჟაკისა, ეს ისაა, რაც ხდება ყველა დიდი პოეტის თავზე, ან მცირე გამონაკლისით. უფრო მეტი - ყოველ იდეალზე. ბეტჰოვენი - ეს არის არა ვიწრო ცხოვრება, ვენის ოთახში, დღის სინათლეს მოკლებული, ქვეყნის სასწაულად.
ჟან-ჟაკს მე ტალახით ვერ გამითითხნიან, ვინაიდან [მას ვერ] ის სრულად ვერ ახერხებს თავისი თავის გაჭუჭყიანებას. რაც უფრო ტალახიანია ის, მით უფრო დიდია მისი მისწრაფება სისუფთავისადმი. კარგი სუნთქვაა. რაც უფრო მეტად... წინააღმდეგობებითაა სავსე, მით უფრო ქაქანებს იგი თავისუფლებაზე და ოცნებობს სიკეთიანობაზე (Добродетель).
რომელი იდეალი არ საზრდოობდა ოცნებებით? რომელი იდეალისტი გაურბოდა სინათლეს? განა მხოლოდ პოლიტიკაში, რომელიც [ჭახრაკულად] ეშმაკურად ახერხებს, [ნიშანი მიუგოს არტისტს] ნიშნის მიგებით წაუყენოს არტისტს მისივე ოცნებები. წესიერება და სიკეთე, წესრიგი და სიკეთე, რუსსოს სურს, მისცეს მათ მეფობა, რანაირადაც [ის] არ იდებს ბრალად მათ დარღვევას. იგი ფიქრობს ხალხზე - დიდებულთა საზოგადოებაში ხომ არ მოჰკლა მან ისინი, ან იქნება ისინი ცოტათი უკვე მკვდარნი არიან. ისინი, რომელთაც ვერ მოახერხეს თავის გადარჩენა. დიაღ, ის ისაა, რადაც სურს იყოს. მას კი სურს იყოს - თავის თავად. არა მეტი უფლება, უფრო მეტად არეული სახლში. დიდი ადამიანის შესახებ მე მინდა ვიყო უფრო ნაკლებად მგრძნობიარე, მათ ყოფაქცევის ჭუჭყის [გამო], ვინემ მის მარადის სახელისა და დიდების, თვითგაუმჯობესებისაგან. ძვირად ჯდება საბედისწერო უფლება ეკუთვნოდე თავის თავს.

მას ადარებენ შატობრიანს, მაგრამ ესაა, რომ ეს შატობრიანი უნდა შეადარო ჟან-ჟაკს. იმისგან, რაც ერთმა და მეორემ შეჰქმნა - რჩება მხოლოდ ერთი წიგნი. და წიგნი ესე არის თვით ადამიანი, დაწერილი მისივე საკუთარი ხელით.. მაგრამ მე ვეჭვობ, იყო თუ არა შატობრიანი იმად, რაც არის. უჟან-ჟაკოდ - ვერ დასწერდა იგი „მემუარებს კუბოდან“, რომ არ წაეკითხა „აღსარება“, მაშინ როდესაც ის გამოვიდა. მიბაძვა ყველაფერში, კონტრასტშიაც კი; ყველაფერი დამოუკიდებლად თავისებურია (самородный) ჟან-ჟაკში, ყველაფერი ორიენტირებულია შატობრიანში. ეს ამუშავებს თავის თავს - ნიმუშით, რომელსაც ძალიანა სურს დაგავიწყებინოს. ის კი გამომგონებელია.
შატობრიანი არის შვილი ჟან-ჟაკისა, ისე რომ [სახელდიდკაცური] დიდებული დამა, მისი დედა, გაუპატიურებული იყო ამ მუსიკოსით შემთხვევით, ვიღაცა მთვრალი ტრუბადურით, ქარიშხლისა და წითელი შებინდების საღამოს მელანქოლიური ტბის პირად, აკანკალებული მუხების სახურავქვეშ. ვინ ლაპარაკობს ლაქიის შესახებ? პატივისცემაა მისთვის (ქალისთვის) და არა ნათქვამი, რომ სიამოვნება ერგო მას (მამაკაცს).
უსაზღვრო განსხვავება შატობრიანსა და ჟან-ჟაკს შორის ეს სწორედ - სიყვარულშია. სხვათა შორის, სიყვარული არის დადებითი ღირებულება, სხვათა შორის. შატობრიანი სრული უარყოფაა.
შატობრიანი ესაა უარმყოფელი რუსსო, იმიტომ რომ წარსულში მთელ ქვეყანაში, ამჟამად მთელ პოლიტიკაში და ბუნებაში, იგი ხედავს მხოლოდ თავის თავს, და უყვარს მხოლოდ თავისი თავი. შატობრიანი იკლაკნება, ტყდება, იგრიხება. იგი ატარებს ნიღაბს და არ [ტოვ] იცილებს მას არასოდეს. არ სწყვეტს... ელოლიავოს და [ალამაზოს] დაამშვენოს იგი. მთელი ცხოვრების განმავლობაში იგი თამაშობს როლს, რომელიც მასვე ეჩვენება უფრო ღირსეულად, შთამომავლობის წინაშე.
ჟან-ჟაკი შიშველია. რაც მეტად იგი თავისთავს ასუფთავებს, უფრო მეტად უხერხულია. მისი შედავებები უფრო ხსნიან მის სიშიშვლეს; ის თავის თავს არასოდეს არ მიიყვანს იქამდე, რომ მოტრიალდეს ზურგით - და ზურგი უჩვენოს ყველა ადამიანებს. იგი მათ ეალერსება - სწყევლის რა მათ! უფრო მეტად ამაღლებული მათზე, იგი უფრო მეტად ამდაბლებს თავის თავს ტირილით, ცრემლთა ფრქვევით. მას ეზიზღება თავისი თავი - იმისდა მიხედვით - რაც თავის კვეხნას იწყებს, ტრაბახობს. ვინაიდან იგი დაჟინებით ამბობს ამას, ადამიანებს ჰგონიათ, რომ იგი დიდგულობს - თავისი კეთილმოქმედებებით. მაგრამ ეს იმ წამში, როდესაც იგი ამტყუნებს თავის თავს ყველა ცოდვებში და ყველა [შეცოდებებში] დანაშაულობებში. თუ ის ბოლოს და ბოლოს ვისმეს რაიმე ბრალდებას უყენებს, ეს იმიტომ, რომ დაიტიროს თავისი სიმართლე, და თუ იგი მუსრს ავლებს ყველა ადამიანებს, ეს ვნებიანი ხმით, რომლითაც ევედრება მათ პატიებას.

რუსსო - პირველი პოეტია, რომელმაც მოიტანა საფრანგეთში წერილობა, განწყობა და გრძნობები მუსიკოსისა.
იგი დაბადებული იყო ამ მუსიკისათვის, და არა მონოტონური სიმღერისათვის, რომელიც თავიდან ხმიანობდა მისი საშუალებით კომიკურ ოპერაში. ამითი ის არის ახალი ადამიანი და უკიდურესი თანამიმდევრობით, მუსიკით - ოცნებიანობა, ბუნება, თავისთავზე შეყვარებული ნიჭი შევიდა წერილობის ხელოვნებაში, და იქიდან უკვე აღარ გამოვიდენ. ცნობილი გულისლევა (კვდომა, დაგვა), მოთხოვნილება გამოთქმისა და თავისსაში დაჯერების; ნაზი მხურვალება, აზრი, რომელიც ალერსიანობს, და ეძახის კოცნას თანაგრძნობისას; მსგავსი შეწვევისა, გამოიცნოს აზრები ტუჩების კანკალში: მწუხარება და სიხარული თანაბრად დალბილებული მგრძნობიერობის მღელვარებით.. მორჩილი აღიარება სხეულის, ისე რომა, თითქო გულსა და გონებას არ შეეძლოთ ამიერიდან ერთმანეთს დაშორება.
რა არის ბოლოსდაბოლოს ეს ბუნება, რომელსაც იგი ეძახის განუწყვეტლივ და ასეთის სიყვარულით? ძალიან ხშირად, და მთელი თავისი სიწმინდით ეს არის სოფელი, დაპირისპირებული ქალაქს. ბუნება ეს არის ცხოვრება - მინუს შეგრძნება (Сознание); ცხოვრება - [შეგრძნებაა] მინუს ადამიანი, რამდენადაც ადამიანი არის შეგრძნება. რუსსოსათვის ადამიანი, ეს უმთავრესად საზოგადოებრივი შეგრძნებაა. მე ვიტყოდი, რომ მისი ყურებისათვის - ადამიანი ეს არის - ტექსტი კანონის, ბუნება კი, ეს არის სიმღერა. იგი ოცნებობს მომღერალ ადამიანზე - მონაწილეზე გუნდში.
მუსიკოსები ყოველთვის ეჩვენებიან ან შეშლილებად, ანუ დედაკაცებად - კალმის ადამიანებს, რომლებიც არიან ფილოსოფოსები, გაბოროტებულნი და პოლიტიკურნი.
რაკი ჟან-ჟაკის თვალთახედვით ბუნება ეს არის უმთავრესად სოფელი, ხალხში მას უყვარს გლეხობა, ან სოფლის წვრილი ადამიანები. რისთვის ეს, ეს მეუდაბნოე ასე ენდობა ადამიანთა შეკრებას? მისთვის არსებობს მხოლოდ ერთი დღესასწაულები - სახალხო. ამის შესახებ ის აზროვნებს, როგორც ხალხი, რომელსაც არ აქვს სხვა სიხარულნი, გარდა საზოგადოებრივისა. სიკეთე (Добродетель) საბოლოო ანგარიშში, არის უბრალოება ზნეთა (ხასიათთა). მშვიდი მანია ჟან-ჟაკისა წარმოიდგენს ხასიათებს მოყვარულსა და ძმურს.
რუსსო - ეს წინასწარმეტყველია. ბუნებრივია, რომ იგი ლაპარაკობს ღარიბთა სასარგებლოდ მდიდრების წინააღმდეგ, მცირეთა სასარგებლოდ დიდთა წინააღმდეგ. იგი გაჟღენთილია - სახარებით - რამდენადაც არ უნდა დასცინოს მას ვოლტერმა.
რუსსომ შეამჩნია, რომ სიყვარული და მხიარულება შეკრებილებათა, ეს ორი ინსტინკტია სახალხო დღესასწაულის, ეს ნადირისებური სიყვარულები, ყოველ ფერუმარილს მოკლებული, და უფრო პატიოსანნი, ვინემ ტლანქნი, ის ადარებს ავადმყოფ ადამიანების ინტრიგებს; სალონებში სიყვარული მხოლოდ დროსტარებაა. Вероломство - ფიგურა ცეკვის. ყველაფერი საქმეა ერთადერთი სიამოვნების. და, შეიძლება, მართალი იყოს, რომ დატკბობა-სიამოვნება ისე შორსაა სიყვარულისაგან - როგორც დუელი გმირული ცხოვრებისაგან.
[აბუჩად აგდება,] ცხოვრების სეირით და სიყვარულით, ვისმესთვის ზიანის მიუყენებლად - ასე წარმოიდგენს რუსსო ხალხურ სიკეთესა და გულკეთილობას. მას სურს, მან იცის, რომ ბუნება - კეთილია. და იგი აქებს მას, მისი უბრალოებისათვის და ასე, იგი დარწმუნებულია ხალხში, მას სჯერა ხალხი. ხალხი - ეს არის ფორმა მისი მოწყალების. იგი - არაა ხალხი ყველა თავის ინსტინკტებში. [დაშორებული ამისგან] შორს მყოფი ამასთან, როგორც ყოველი არტისტი, ის ფარავს თავის თავში არისტოკრატს. ტერეზა - მისი გამდელია. მაგრამ ყველა ქალები, რომლებითაც იგი ცდილობდა გატაცებას - [უმაღლესი] მაღალი წრიდანაა. და იგი სტოვებს განმარტოებას მხოლოდ [უმაღ] მაღალი წრის დამების საზოგადოებისათვის - და ამაშიაც იგი ემსგავსება ბეთხოვენს - როგორც არავინ.
და ასე, არა ყველა გემოვნება არის მისი - ხალხური, მისი უბრალოების საწინააღმდეგოთ. მაგრამ მისი ოცნებები - ეს არის ხალხი. სიღრმეში ეს მიზანტროპი, ბი... გაქცეული ქვეყნისაგან ოხერ-ტიალი, დარწმუნებულია ცხოვრების - გულკეთილობაში, კეთილობაში. სამადლობოში. ადამიანებს მისი საუკუნისას თურმე სჯეროდათ, მხოლოდ სიტკბოება და მოწყენილობა.
ის იმალება ადამიანებისაგან, რათა არ [გაასამართლოს] განსაჯოს ისინი, გარბის მათგან - რათა იგინივე ეზიზღებოდნენ. მთელი სიბოროტე (გამოსადეგი) მისი - მათკენაა და მათგან. თვით მასშია ყველაფერი, რაც შეუძლია მათ წინ წაუყენოს - კეთილი. რომ ყოფილიყვენ ისინი ისეთი, როგორიც ის არის, ცხოვრება იქნებოდა ისეთივე გულკეთილი (კეთილი), როგორც მშვენიერია ბუნება. თუმცა იმათ შეეძლოთ იმგვარივენი ყოფილიყვნენ, როგორც ის არის; და არ უნდათ; აქედან მისი უიმედობა, და მისი წინასწარმეტყველება, ავსებული სევდიანი, მწუხარე იმედით. იყავით, ბოლოს, ისეთები, როგორიც უნდა იყვეთ. დაუბრუნდით ბუნებას. წაიღეთ მისგან თქვენ მიერ დავიწყებული სიკეთე (Добродетель). იყავით ძმები, ო, შვილნო ერთის დედისა.
ასეთია მისი მრწამსი, ასე მხურვალე და ასე მსგავსი ბეთხოვენისა და ტოლსტოის რწმენის. მათ შეიძლება დასცინოთ. მაგრამ არასოდეს ეს ღაღადი (Глагол) არ [მოხვდება] შეეხება ადამიანის ყურებს უიმისოდ, რომ არ ააღელვონ [ისინი] და გადაუბრუნონ მათ გული. იგი მხოლოდ ვნებიანად, ეს ხმა ყოველთვის მოგაჯადოებსთ თქვენ. დიდი ადამიანები მეთვრამეტე საუკუნის და ფილოსოფოსებიც კი - აღტაცებით უგდებდენ ყურს მას, ადამიანს უყვარს თავისი გული. უხარია, როდესაც მას მისცემენ მის ამ გულს; ლოცავს მათ, ვინც აუტოკა მას ეს გული. ისინი ფიქრობდენ, რომ ეს ავადმყოფი ჯანმრთელი იყო, რომ ამ შეშლილში იყო მეტი გონიერება, ვინემ ყველაზე უფრო გონივრულად მსჯელობაში. ჟან-ჟაკი უბრუნებს მათ გემოვნებას ვნებებისა და იმედისადმი: თავიანთ თავისადმი, დაბოლოს, სიცოცხლის ძალისადმი, რომელიც ყოველთვის მოითხოვს [განსაზღვრულ] ცნობილ რწმენას, თავის თავში, სხვაში, სულერთია ვისში, მაგრამ ყოველ უკიდურეს შემთხვევაში თუნდ რაიმეში.
ადამიანი - ახალი ყველაფერში, ჟან-ჟაკი მოდის სულ ძველი (ძველზეძველი) საფრანგეთიდან. Неотразима - სიახლე ჩუმალა გრძნობის გამოღვიძებისა განდეგილის ასზე მეტი წლის წინად დე-ლა-ბელლის კოშკში, მძინარე ტყეში მდგარის. რუსსო გამოდის ძველი პროვინციიდან ისე, რომ პარიჟი, სასახლის [დიდებულნი] ცხოვრება და დიდი მეფე აღმოსავლეთისა, არ ჩამოეკვეთოს უფლებები (ან ხასიათნი), რომლითაც პირველი სიმწვანე ეროვნებისა შეიწროვებულია, თუ არ მირგვილი, როგორც სეტყვით. რუსსო წინასწარმეტყველია დასავლეთის, ერთადერთი ქრისტიანული მხატვარი თავისი საუკუნის. ამასში არის მისი ძალა. იგი არა რომელიმე ეკლესიიდან, არამედ ყველა ეკლესიებიდანაა... იგი მორწმუნეა, რელიგიოზურია. მასში არის ეს ძალა დამაკავშირებელი ადამიანების. რელიგია ეს პირვანდელი კულტურაა საერთო მთელი ქვეყნისათვის, გაუნათლებელ ხალხებისთვისაც კი, ვინაიდან რელიგია საერთო ჩინია სიყვარულის.
უნდა აღიარებულ იქნას, რომ საფრანგეთი არ იქნებოდა ამდენად ადამიანური, რომ ამდენად რელიგიური, მორწმუნე არ ყოფილიყო. წიგნი ჟუანველისა შეუდარებელია რაღაცა მარადისითა და ახალგაზრდულით, ჭეშმარიტითა და იდეალურით, რაღაცა საერთოთი [და ახალგაზრდულით] სახარებასთან, ჰეროდოტთან და თვით „აღსარებასთან“. ქრისტიანულმა გენიამ შეჰქმნა ევროპა. და თუ ევროპა, ყველაფრის მიუხედავად, ფრანგულია მით, რაც მასში არის ჭეშმარიტად ევროპიული, ეს იმისათვის, რომ საფრანგეთი იყო მეტად ქრისტიანული. იგივეა ეხლაც იგი და სწორეთ რუსსოს სახეობით. რომაული [მაგრამ არა] მისი იურიდიული სულით, რევოლიუცია იყო (არა) ქრისტიანული მის ხალხურ სიღრმეში. სისხლი და მკვლელობა (არა) ეშმაკისგანაა - თუ გნებავთ. ქრისტიანულ ანარეკლშია ჟან-ჟაკის მთელი ძალა, თუ უსაზღვრო გამოძახილი მისი სიტყვისა ევროპაში: ჟენეველი ფრანგი ლაპარაკობს, როგორც ქრისტიანი.

„ყოფილი მეგობარი მსხვილი დაბრენის, ტერეზას მეგობარის, რომელთაც დაივიწყეს თავიანთი შესაძლებელი, ხუთჯერი შვილისმკვლელობა, დაუწყებდა მორალის ქადაგებას მთელ მსოფლიოს, კალვინის კათედრის თვით საფეხურთან“.
საშინელებაში მომყვანი უსამართლობა. მომაკვდინებელი სტრიქონები. ყველაფერი გვარწმუნებს, რომ ბავშები იყვენ არა მისგან. და რომ ყოფილიყვენ მისგან, არ მოჰკლავდა მათ. სამაგიეროდ პასკალი სადღაცა ლაპარაკობს მათზე, რომელნიც ჰკლავენ თავიანთ შეგნებაში, შესაძლებელი შურისძიებებით: მთელ ქვეყანას ხომ არ შეუძლია შეამკოს თავისი „უბლიუდკები“ ჰერცოგობითა და პერობით, და აღზარდოს მათში პრინცები სისხლისა ბოსსიუეტის [მზის] თვალთაქვეშ. ჩემთან არის ჩემი სენ-სიმონი.
მსხვილი ვარრენი იყო სულ ოცდაცამეტი წლის, როცა პატარა რუსსო გახდა მისი საყვარელი ოცდაორის. დეე იყოს ასე, რომ ყველა ახალგაზრდები არ იქმნენ უმანკოებადაკარგულნი მეტად ჭუჭყიანად. დეე, ინებოს ღმერთმა, რომ ყველა კალმის ადამიანები არასდროს არ ყოფილიყვენ საზრდოებულნი უფრო მეტად მოხუცი ქალების მიერ. მეფე, დიდი მეფე, როდესაც საჭირო იყო, რომ იგი ყოფილიყო [უფრო] გამბედავი, იგი დააწვინეს რომელიღაც გუვერნანტკასთან, მსაზრდოებელთან, რომელიც იყო თითქმის ორმოცი წლის. და სანახაობა მთელი ამ სასახლის, რომელიც საწოლი ოთახის ჭუჭრუტანაში იყურებოდა, რომელიც მხოლოდ ამ საწოლის შეცოდებაზე ფიქრობდა, რომელიც სჭამდა და სვამდა ამ შეცოდებებით, ღობედ მდგარი კარებთან, ანთება ყველა ამ მშვენიერ სულთა, ვითარცა სანთელთა, სანახაობა, მართალია, აღსავსე პატიოსნებით, ანუ უფრო ადრე, არამსგავსი მწყესობით. მეორე მეფე, შეყვარებული, უმანკოება წართმეული იყო, გითხრათ, ვისით? მე მყოფნის მორცხვობა. მრცხვენია.
ჟენევა, ყოველთვის ჟენევაა. კალვინი ყოველთვის კალვინია. ვისთვის რა საჭიროა, რომ რუსსომ პასუხი აგოს კალვინზე, და კალვინმა რუსსოზე. მაგრამ უპირველეს ყოვლისა, კალვინი არ არის ჟენევიდან. იგი ნუანონიდანაა. და იმგვარადვე კეთილი ფრანგი, რამდენადაც შეიძლება. ნუანონი კიდევ უფრო მეტად - საფრაგნეთშია - ვინემ პარიჟი. ეს განაპირაა საფრანგეთის კუნძულის, - სარკმელი მანსარდზე, რკალი ორმაგ სარტყელზე - რომელიც მიდის ბოკაზე, აგრეთვე შარტრზე, აგრეთვე შატო-ტურრაზე და სუასსონზე. იქ მდიდარი სახნავი ადგილებია და მეროვინგის ფერმები. მიწა ბოშანუარის და დიდის ფერრესი, იყო [გაალი] გოლდონის, გალლის გერკულესის ნაკადულების ასე გადამთელველის. კლიმატი ლაფონტენისა და რასსინის, თუ თქვენ ეს გესიამოვნებათ. და ოდესმე ამბობდენ, რომ დიდი კალოსი - წარმოსდგებოდა ნუანონიდან. და ბოლოს ნუანსონში ვხედავთ საკრებულო ღვთისმშობელს ყველა ეკლესიებისას, ღვთისმშობელს მინდვრებში, სადაც იყო მისი ხატი, და ოცდაათი [მეფე] დედოფალი - მისი ქალიშვილები.
მე მაინც ვიტყვი, გავლით, ორიოდე სიტყვას კალვინზე. აქედან მე არ [ვაგებ] ვაშენებ პატარა საძოვარ ველს თავის ვნებათათვის, არც გასართობს - ზაფხულის ღამისას, მაგრამ განა, ისე - სიტყვაზე, დეკარტი ანუ მალბრენნი, პასკალი და ბოსიუენტი Ремнем связались, რომ სიცილით დაგვხოცონ? ანუ წმინდა თომა? ანუ წმინდა ბერნანდი? ანუ არისტოტელი? განა ეს მასხრებია, ან ღირსებადაკარგულნი, თუ ისინი არ ჯამბაზობენ? ორი ან სამი საუკუნით ადრე კალვინი იქნებოდა - სუგერიად, დიდ ეფისკოპოსად, შესაძლებელია წმინდანათაც.. მაგარი [ქართული] ფრანგული თავი, [შეუწყნარებელი] ულმობელი ლოღიკა და გენია მოქმედების, ეს საშინელი ნაშიერი ღვთისმეტყველის, ვის ხელშიაც არის ძალაუფლება, და ვინც ცხოვრობს, რათა მართოს. მასზე თავდამსხმელნი უნდა დაემხონ მის წინ მუხლებზე. კალვინი არის განსახიერებული სახელმწიფოებრივი გონება, და იგი დასწვავდა ჟან-ჟაკს.
კიდევ რა? ჟან-ჟაკი ყოველთვის იხდის სახლის ქირას. ხშირად ამაზე ზრუნვას მიანდობს თავის მეგობრებს; იგი ცოტათი ცხოვრობს [სხვისი] მოწყალებით. და ხშირად ცხოვრობს სხვებთან. ყოველთვის ჯიბე-გაფხეკილია. მას არაფრისაგან არ შეუძლია ფულის გაკეთება. ბატონმა დე-ვოლტერმა კი აიღო თავის თხზულებათაგან ასი-ათასი ლივრა რენტისა. ჟან-ჟაკ, ჩემო მეგობარო, თქვენ ავტორი ხართ მხოლოდ ფუქსად, თქვენ უსირცხვილო ხართ, თქვენ გაკლიათ ღირსება, გესმისთ თუ არა, მხოლოდ იმაში, რომ ფული გინდათ, ანუ კარგი მზითევი, ან მემკვიდრეობითი რაიმე. [დრო] და რომ იაზროვნო და სწერო, პირველ ყოვლისა, უნდა დაიბადოთ კარგი მშობლებისაგან; შეითვისეთ კარგი მანერები, ღირსეული სიძუნწე და უმნიშვნელო ინტრიგები. იცოდეთ, გაიგეთ ბოლოს და ბოლოს, რომ თვით ავტორების აღიარებით, რომ ყველაზე კარგი შეძლება მათ მიიღეს დაქორწინებისაგან, ანუ მუცელზე ხოხვით. ითხოვეთ ცოლი, ჩემო მეგობარო, და იქვემძრომეთ. იქვემძრომეთ - ან შეირთეთ ცოლი.
კარგი, დავუჯეროთ მათ, ვინც მას ბოროტად აძაგებს: და ავიღოთ რუსსო მისი დანაშაულობებით. მე ვიღებ მას მისი შეცოდებებით, და მისი კარგი მხარეებით გიტოვებთ თქვენ.
[იგი] მას ეზიზღება ფულები. არაფერს არ აკეთებს პირადი სარგებლიანობისათვის. იგი ღარიბია და მშვიდი კაცი, ფხიზელი და მომთმენი. იგი მუშაობს, შრომობს, ეს ბერიკაცი. იგი აკეთებს როგორც შეუძლია, უკეთესად ყველაფერს, რასაც კი აკეთებს, ზრუნავს თავის ხელწერაზე (Почерк), გადასწერს ხოლმე ნოტებს, გვერდში იღებს ათს სუს. და მისი კოპიები გაკეთებულია დიდი ხელოვნებით: იგი უღიმის თავის საუცხოოდ სრულ ხვეულებს, отменно полным завиткам, крючкам, отменно острым, ბავშვურად. ეს ავადმყოფი ამითი [სჭამს] შოულობს ფულს ლუკმა პურისათვის.
რაც უფრო მეტად იტანჯება, მით უფრო მეტად ყოველისმპატიებელი ხდება, რამდენად უფრო იგი თავისთავს წარმოიდგენს - მტერთა შეთქმულების დამუქრებაში, მით უფრო ურიგდება თავის ბედს. ეჭვი არაა, არავის მის წინააღმდეგ შეთქმულება არ ჰქონია. მაგრამ მათ ცოტად უყვარდათ იგი: შეთქმულებისმაგვარი საშუალება, მეგობრებში ხშირად რომ ხდება (Своиствен.).
იგი, სიკეთეს თესავს თავის მცირე საშვალებათა მიუხედავად; იგი არიგებს მოწყალებას თავის გულითა და ცრემლით, ისე, როგორც ქისიდან. იგი ზრდილობიანია მთელ ქვეყანასთან; მას ამის მეტად აღარ მოსდის გული. მას არაფერი შურს; აი, სწორედ მაშინ ლაპარაკობენ, რომ ის სრულიად შეიშალა. მასში არაა შხამი. იგი მდიდარი გულკეთილი ქვითინით - უშხამოდ.
ორმოცდაათი წლიდან იგი სცხოვრობს ისეთნაირადვე წმინდათ, როგორც მონაზონი ქალი, ისევე უბრალოდ, როგორც ბერმონაზონი. [სჭა] საზრდოობს მხოლოდ მწვანილეულობით. წყალისა და რძის მეტს არაფერსა სომს, არ აყენებს არავის ტკივილებს, არც სიკვდილს. გული მისი ეალერსება ფოთლებსა და ცხოველებს; უყვარს ლოცვა. ლოცულობს მთლიანი უბრალოებით.
საწყალი ჟან-ჟაკი!
სადღაა შენი ახალგაზრდული მხიარულება და იგი რგვალი ლოყები გაბუტული, ბედნიერი მედიდურებით. საწყალი რუსსო! სიღატაკე, დიდების საფუძველზე! ბავშობა, სავსე სიმაგრით! წმინდა უხერხულობა! უსირცხვილო, შეპყრობილი შეუძლებელი სირცხვილით.
მამაკაცური თავმოყვარეობის გამო, და როგორ ახვევს ცოდვის ჩადრს საიდუმლო წყლულს, მან მოუმატა თავისთავს ბავშები, რომლებიც არასოდეს არა ჰყოლიან. მოკლებული ყოველივეს [იგი] მან აიძულა ისინი გადაეგდო ბაგებში, ღამით, სადაც ყვირიან ობლები. მაგრამ მას არ შეუძლია თავის თავს ეს. სურს ერთბაშად ჩასჭიდოს ხელი ამ საქმეს და თათხოს თავისი თავი ამისათვის. იგი დიდგულობს, ვინაიდგან იტანჯება თავისთავისადმი მიყენებული საყვედურებით. და ეძებს სხვის ზიზღს, რათა განიბანოს თავის საკუთარისაგან. განკიცხვისაგან, რომელიც დააქვს თვით. მას უყვარს, როცა მას ჰკიცხავენ, ვინაიდან მაშინ განიშვება, მის მიერ გამოწვეული მუქარებით, მისადმი სროლილი ტალახით იგი ბრუნდება თავისთავში და კვლავ ნახულობს ალებს თავისი შინაგანი ელვარებისას. ვინაიდან, დეე, მათ თავი იტეხონ: ჟან-ჟაკმა კარგა ხანია იცის, რომ იგი ღირს მათზე მეტად. და თვითონ იმათაც ეს ძალიან კარგად იციან. იგი არწმუნებს ამაში ზეცას: შეეძლო კი დაერწმუნებია ამაში თვითონ ისინი. ვერ შეადარებ გულს ასეთი შეკერილი ქსოვილით, მთელი ამ ხორცის ადამიანებთან, გგონია მკვდრებთან, გგონია ცოცხლებთან.

და ის იტანჯება ისე მწარედ, რომ ჰკლავს თავის თავს. მათ არ იციან, რა[მდენი] გმირობაა დიდ ტანჯვაში. და ყურადღებით ეპყრობიან მხოლოდ ავადმყოფის სისუსტეებს.
ხანდახან აძლევ თავს ტანჯვა-წამებას, რომლის მიღებაზედაც უარს ამბობ. როგორც რომ უკვდავმა ნებამ თავს მოგვახვიოს ჩვენ ის, რასაც ჩვენი სხეული თავის მოკვდავიანობაში უარყოფს. ეს უკვე ბევრია - არ განიხარო იმისაგან, რაც გვგლეჯავს. მაგრამ როგორ დაემალები თავის თავს?
ყველასათვის არ მიუნიჭებია ბედს, ყველას არა აქვს ნება დიდად იტანჯოს. ადამიანთა მწუხარებაში მეტია უთანაბრობა, ვინემ ყველა სიხარულებში. დიდი წამება, და ნაყოფიერი უნდა იყოს მარად „გრამოტად“ პატივისცემისათვის.
ჟან-ჟაკი ეწინააღმდეგება თავის თავს, როგორც ყველა, ვინც ემორჩილებიან ვნებებს, და ვისაც [არ შორდება] გულს ატკენს მწუხარება.
თვითონ ღმერთები, სიკვდილის მნახველნი, უარს ამბობენ ღმერთობაზე, ყოველ შემთხვევაში, ერთხელ მაინც.
ბედნიერნი არიან, რომელთაც შეათავსეს თავიანთი [მოძღვრება] საქმენი თავიანთ მოძღვრებას. ჩემთვის კი, [მათ არად] ისინი რა შუაში არიან. ბედნიერნი, რომელნიც არ ეწინააღმდეგებიან თავიანთ თავს, ნიშნავს, მათ არ ეწინააღმდეგებოდა ბედი. დეე, გაოცებულნი იყვნენ მათი ბედნიერებით, დეე, აღმერთებდენ მათ წარმატებებს, ვისაც ეს ენებება: დეე, ამის გამო ნუ შეჰქმნიან მათთვის დიდ სიკეთეს, ნურც იმგვარადვე მშვენიერ ღვაწლს.
[იმ] საწყალი პატარა ბიჭისაგან, ცოცხალი თვალებით, ქუჩის ბიჭისაგან, ჟენევის ქუჩებზე რომ დაეშმაკობდა, ძაფი ძაფზე რომ [ამოუხვიო] ამოსწვალო - ნახევარი საუკუნის წამება, უდიდესი გულიდან „აღსარება“. აი, რამ უნდა გაგაკვირვოს, იმის მაგიერ, რომ თავს დაესხა ბავშვს მოპარული ლენტით, და ვაჟკაცს ტერეზას ბავშებით. დიდსულოვანია ჟან-ჟაკი, რომელმაც, თვითონ მან ხელთ მისცა თავის მტრებს - ყველაზე ცუდი იარაღი; რომელსაც იგინი იყენებენ, რათა დასცენ გულში, მოჰკლან იგი მისივე იარაღით.
ყველაფერში სუსტი ჟან-ჟაკი - გმირია ტანჯვა-წამების. მისი ცხოვრების ყველა შხამებმა - ვერ შესძლეს მოეწამლათ იგი. იგი წვალობს მთელი თავისი გულით. უყვარს და ეჯავრება. მასში გენიაა. ჩემთვის ეს საკმარისია.
არც თუ მკვდრებია, ვთქვი მე, არც თუ ცოცხლები: უმრავლესობა ვერც კი წარმოიდგენს რაიმე მეტს, რომ დაიჭირო ისინი ძაფზე, მაგრამ იგი, ჟან-ჟაკი, ცხოვრობდა და ცხოვრობს, თავისი შეცოდებებითა და ბოდვით, თავისი გულკეთილობითა და მანიით, უკვდავად. იგი იმდენად ეწამა - რომ ქვითია. აი, ეს „აღსარება“, რომელიც ქმნის სინათლეს - შლამისაგან. მსუნთქავი დაყვავებული ასეთი ჯანმრთელი ჰაერით, ავადმყოფობის სირცხვილშიაც, და ასეთი უამრავი უმანკოებით, თუნდა სულ უკანასკნელ ტალახიან ცოდვებში. მას ჰქონდა საფუძველი ეგრძნო თავისი თავი მიტევებულად, ჟან-ჟაკს. არ არის არაფერი მიუტევებელი, თუ მხოლოდ გინდა დარჩე მშრალი გულით - ამდენი ცრემლების წინ.
სიმღერა ამ მწუხარებისა და ამ ოცნებების შევიდა ბუნებაში, როგორც მარადი მელოდია... თვით უიმედობა იყურება იქ, ტირილში, იმედათ, რომელიც [შეიძლება] შეუძლია მოგვცეს მხოლოდ სულიერ კეთილობას, ნაკლებად წმინდა ხასიათით, მაგრამ არა მიზნებით, შეიძლება.
უფრო მეტად სუსტი, უფრო მეტად ავადმყოფი, აგრეთვე უფრო მეტად უბედური. უფრო ნაკლებად გმირული, მაგრამ არანაკლებ ფიცხი, არანაკლებ გულწრფელი - თანაბრად ადამიანური რუსსო, ეს ბეთჰოვენი პარიზის.
                                                                                                                                                                                        გ. ტაბიძე
                                                                                                                                                9 სეკტემბერი, 1940 წ., საგურამო

*
I. ჩემი ხუთწლედები: 1892-1897, 1897-1902, 1902-1907, 1907-1912, 1912-1917, 1917-1922, 1922-1927, 1927-1932, 1932-1937, 1937-1942, 1942-1947, 1947-1952.
II. ჩემი ათწლედები: 1892-1902, 1902-1912, 1912-1922, 1922-1932, 1932-1942, 1942-1952.
III. ხუთმეტწლედები: 1892-1907, 1907-1922, 1922-1937, 1937-1952.
IV. ოცწლედები: 1892-1912, 1912-1932, 1932-1952.
60 მომუშავე, 4 ხელმძღვანელი.
ბიოგრაფია 600 გვ.
სამოცი. 1892-1950.

*
- თუ ვისმესთან გინდა შეთანხმდე, - ჯერ თავის თავს უნდა შეუთანხმდე.
- თუ ვისმესთან გინდა დადო ხელშეკრულობა, ჯერ თავის თავთან უნდა დადო ხელშეკრულება.
- თუ გინდა იყოს კაცთა შორის მშვიდობა, ჯერ თვითონ უნდა იყო მშვიდობიანი.
- მორალის მედროშედ ვერ გამოდგება ყოველგვარი შეცოდებათა გმირი.
- მორალს საფუძვლად...

*
გალაკტიონ ტაბიძე პოპულიარული სახელია, რომელიც თვითონ ლაპარაკობს თავის თავზე. მიუხედავად ამისა [მის კარგად მცოდნეს] ხალხს, ქართული ლიტერატურის ისტორიის კარგად მცოდნეს, არ შეიძლება არ გაეცინოს მოსკოვის ერთერთი გამომცემლობის [ტონზე] ყველასთვის მოულოდნელ მტკიცებაზე, თითქო „გალაკტიონ ტაბიძე ერთ დროს განიცდიდა „ცისფერი ლიტერატურული ჯგუფის „ცისფერი ყანწების“ გავლენას“. ე. ი. გამოდის, გალაკტიონ ტაბიძე განიცდიდა „ცისფერი ყანწების“ გავლენას. მაშასადამე, იზიარებდა ამ ჯგუფის მსოფლმხედველობას: 1. უარყოფას ქართ. კლასიკური მემკვიდრეობისას, 2. შორს იდგა რევოლიუციურად განწყობილი წრეებისაგან, 3. აღიარებდა „ხელოვნებას ხელოვნებისათვის“, 4. უარყოფდა ყოველგვარი წიგნის არსებობის საჭიროებას, 5. ქება-დიდებას ასხამდა ეროტიულ მიგნებებს, 6. გამოდიოდა შეშლილობის, თვითმკვლელობის, მკვლელობის, <...სტის> ტიპის აპოლოგეტად, 7. აღიარებდა ხელოვნებას მხოლოდ რჩეულთათვის, 8. აყავდა ნიცშეანიზმი პიედესტალზე, 9. ამყარებდა თავის გამოსვლებს მხოლოდ დებოშებზე, რეკლამაზე, აპოლიტიკურობაზე, უცხოეთის წინ ქედის მოხრაზე და სხვ. ეს ჯგუფი ებრძოდა რეალისტური სოფ. გლეხობას! - ერთის სიტყვით, ეს იყო „ცინიკოსების ჯგუფი“.
სასაცილოა ყოველივე ეს. ჯერ ერთი: გალაკტიონ ტაბიძის გამოსვლა ჯერ ისევ 1905 იწყება, ოფიციალურად 1908 წ., წიგნი გამოვიდა 1914 წ. და ამ წიგნით, ისე, როგორც მასში არ შეტანილი და მრავალ ჟურნალ-გაზეთებში მოთავსებული მასალით გალაკტიონ ტაბიძე უკვე დასრულებული სახის პოეტად გვევლინება. ე. ი. 1914 წელს.
„ცისფერი ყანწები“ კი გამოვიდა 1916 წელს!!!!! არაფერი ამ გამოსვლაში არ იყო კულტურული, და თუ ოდნავ, იოტისოდენა რამ სიახლე იყო მასში, ეს იყო სწორედ გალაკტიონ ტაბიძის გავლენა მათზე და არა მათი გავლენა გალაკტიონ ტაბიძეზე!
აიღეთ, თუნდაც „Борьба“.
არც იფიქროს ვინმემ რამ ამის შესახებ. პირიქით, სახელოვანი ჩვენი მწერლები: აკაკი წერეთელი, დავით კლდიაშვილი, ვასილ ბარნოვი, ვალერიან გუნია, შიო მღვიმელი, შალვა დადიანი, ხომლელი...
ადგილი კლდიაშვილის წერილიდან:
და აგერ ახლა, შუშანიას წერილი...

*
„რაც უფრო სცდება ადამიანი, მით უფრო თავისუფლდება“ - მაგრამ როდის ხდება ეს? 1. როდესაც ღრმად მორწმუნე ემხობა ხატის წინ და დიდხანს, დიდხანს ლოცულობს (მე წამიკითხავს ძალიან ხშირად მათ სახეებზე ისეთი ექსტაზი, сосредоточенность, ცრემლები სათნოების). 2. როდესაც მთვრალია, არა, როდესაც ჯერ კიდევ არაა მთვრალი, ზარხოშადაა. თვალები უბრწყინავს უდიადეს ბრწყინვალებით. 3. როდესაც ოცნებები გაიტაცებს. 4. როდესაც სძინავს. 5. როდესაც შორდება შეჩვეულ არეებს და მიდის შორს, სტოვებს რა ყველაფერს, ყველას, რაც მას აჯაჭვავს ერთ ადგილს. 6. როდესაც აღწევს მიზანს და ჰგონია, რომ ამით [დასრულდა] დაიძლია ყველა სიძნელეები. 7. როდესაც ჰგონია, რომ ის, ერთადერთი ის, შეიყვარა მისმა თინათინმა, და ყველასათვის გული დაიხშო. 8. როდესაც იუბილიარია და ჰგონია, რომ მთელი ქვეყანა მასზე ლოცულობს. ეს წარმოდგენა ანიჭებს მას უდიდეს ბედნიერებას, რომელიც მოჩვენებითია. ყოველივე ამითი ადამიანი კი არ თავისუფლდება, უფრო ღრმად [შედის] ტოპავს შეცდომის მორევში. დამხობილმა ხატის წინ, დიდხანს, დიდხანს მლოცველმა არ იცის, რომ მისი სულიერი თავისუფლებაც მოჩვენებითია.
ღვინო დალეულმა არ იცის, რომ მას ელის, შეიძლება საშინელზე საშინელი გამოფხიზლება!
მეოცნებემ არ იცის, რომ ის მხოლოდ მოჩვენებითაა ღრუბლებზე შესული, დაფრინავს რა მაღლა-მაღლა. ჩამოვარდება ან დაეშვება იმ მიწაზე, რომელიც ერთადერთი რეალურია, ნამდვილია, მისთვის, ყოველ შემთხვევაში. და ასე შემდეგ და ასე ამნაირად.

იდიდე! მოტივი ხალხურია.

*
საჭიროა კარგი ბიოგრაფიები:
1. მუსიკოსების. 2. მხატვრების. 3. მოქანდაკეების. 4. არქიტექტორების. 5. პოეტების. 6. რევოლიუციონერების. 7. კარგი ქალების.
ორგანიზაციები.

*
საჭიროა კარგი ბიოგრაფიები:
1. მუსიკოსების. 2. მხატვრების. 3. მოქანდაკეების. 4. არქიტექტორების. 5. პოეტების. 6. რევოლიუციონერების. 7. კარგი ქალების.
ორგანიზაციები.


აკაკი წერეთლიდან:
1. არა - გინდა-რა.  2. დაბურულ ტყეს იქით (8-13). 3. ტაძრები (44-45).

*
ხელდახელი
მიმაქვს ლელო.
მიჰქრი, [აღარ გც] ცდა <...>
და სახელი,
სისხლის <მსმელო>,
შენი, [კაპიტალია] <მორბენალია>.

*
З. В. - პოემები. ფედერაცია - პოემები. სახელგამი - IV ტომი. საბლიტგამი - მწყემსი. რემედასი - რევ. მებრძოლი.
1364 - ფედ., 2000 - З. В., 5.000 - სახელ., 2.000 - საბლიტგამი, 2.000 - რემედ.
12364 X 3 = 37.092.

*
И того:
Издательству „Заря Востока.    
Прошу внести в план издательства издать мою книгу маленьких поэм, под общим названием „Кафэ на улице Корсо“, 688 стр. Войдут поэмы: 1. Кафе на улице Корсо, 2. Компьенский лес, 3. Осада Парижа, 4. Беженцы. [232] Всего 3.000 строк.

*
ქვეყნად ყოველ დიდებულზე დიდებულო შოთა.

საპირველმაისო მისალმება
შოთა რუსთაველს
[ომის გრგვინვა]

რა ბრწყინვალეთ [განგიცდია] გამოხატე, დიდებულო შოთა,
ომთა გრგვინვა, და დროშები თამარ მეფის დროთა!

[რა მხურვალეთ იბრძვის გმირი - ვით ქრის ხმალი მისი -
ნესტანის და თინათინის სიყვარულის ღირსი.]

[არ ავღელდე - არ იქნება - უცხო] შენ გიყვარდა ხმათა სტვენა... უჭკნობ დაფნის რტოთა -
უკვდავების მტარებელო, დიდებულო შოთა!

[ნესტანის და თინათინის სიყვარულის ღირსი
[იყო] არის მხოლოდ გმირთა გმირი და შეტევა მისი].

და იმ "ვეფხის ტყაოსანით" ბევრი, არა-ცოტა -
გამარჯვების დღე ყოფილა, დიდებულო შოთა!

[სასწაულთა მომხდენია - მეგობრობა, ძმობა,]

თვით [ქაჯეთის] ქაჯისაც არ არსებობს [ციხე კოშკი] ციხეები შავი -
[ძმადნაფიცთა რომ არ ლეწდეს - ] ძმად შეფიცულ მეომრების - რომ არ ლეწდეს მკლავი!

თინათინის და ნესტანის სიყვარულის ღირსი
მხოლოდ გმირთა უკვდავება არის მარადისი, -

მხოლოდ გმირთა თავდადების გზა იყო და არის
[არის] ღირსი დიდი სიყვარულის მშობლიური მხარის.

მე ყრმობიდან [მიყვარს ომი] ვიცნობ ომებს, მიყვარს ხმალთა სტვენა,
სიკვდილისაც არ მაშინებს - შავი ფრთებით ფრენა.

ახსოვს ჩემსას ბობოქარ წლებს - გორს, ასპინძას, მცხეთას,
თუ რამდენჯერ სიკვდილისთვის თვალში შემიხედავს.

შოთა. შოდა. ხშოდა.

*
1943. თებერვ. და მარტი.
სახელგ. - 3156. „მნათ“. - 400. პენსია - 500. პენსია 25. 4, 191.
ხარჯი: პალტო - 430. ტუპ. - 100. ფეხსაცმ. - 500. 1, 130.
ხელშეკრულებანი უნდა დაიდვას: 1. Заря. В. 2. საბლიტგამი. 3. ფედერაცია.
შესაძლებლობანი: 1. რადიო-საღამო. 2. ჩვეულებრივი საღამო. 3. Заря Вост. თარგმანი. 4. „კომუნისტი“.
სესხი: ლიტფონდიდან, სოცუზიდან - ხვალ.

[შენიშვნები წიგნის.]

1940