შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-138 - 1940 წელი


ბორჯ. მიდის 5-30. იქნება 19-1 საათზე.

*
მაიაკოვსკის საღამო ფილარმონიაში.
საზოგადოება იკრიბება ძალიან ნელა.
- ეს გალაკტიონია.
- მე ვიცნობ, მხოლოდ თვითონ ვერა მცნობსო. - ღიმილით ამბობს ილ. თავაძე.
დარბაზი ნახევრად ცარიელია.
ღეჭვით ჰკითხულობს ა. მაშაშვილი. მასში არის დიდი უზრდელობის ტონი.
მაშაშვილს არავინ ყურს არ უგდებს.
სოციალისტური ლირიკის პოეტი.
ბ. ჟღენტი: პუშკინის, ლერმონტოვის ტრადიცია.

*
თბილისის ქ. ფი...
აკაკი წერეთელი, ანტონ ფურცელაძე, ვ. აბაშიძე, ვ. გუნია, კ. მესხი, ლ. მესხიშვილი.
ნიკოლაძე იაკობ Иванович - 3-14-14.

*
ახალგაზრდობა
სადაც დასტოვა,
ვით ფანტასტობა
უზარმაზარი...
 
[ძველი ნანგრევი]
[კოშკი, ტაძარი]
იდგა ნანგრევი,
იდგა ნაცარი -
ნამინანქრევი
კოშკი, ტაძარი!
 
ფიქრთა ფანდაზმა,
წამთა ხანდაზმა,
და გარანდა ზმა
[მჭრელ] მკვეთრ კარანდაშით.

ხან ხმით, ხან ტაშით,
როგორც სიახლე
თრთის კარანდაში.

გვანდაზმის. ხანდაზმის.

*
კალესნიკოვი. ნიტას ამხ.
- Нельзя вот. Щепка на щепку лезет.

*
И не было учителя другого
У яростного этого певца.

Неугомонный, рослый и вихрастый...

А он и дня не пробыл в подмастерьях
Он с первой рифмой вышел в мастера.

И он по всем лирическом высотам
Прошел, чтоб земли новые открыть.

[Живую] Гнилую стену ханжества и фальши,
Тараном острословия разя
Он все яснее постигал, что дальше
Дышать их спертым воздухом нельзя.
 
Все плавилось в том пламени суровом
И чуял он что близок и грядет
В простой одежде и в венце терновом
Шестнадцатый неотвратимый год.

И ветром революции как парус
Наполнилась упругая строка...

Он знал, что торный этот путь и длинный,
Но день, который видится вдали
Светлее чем Рионская долина,
Где шалости мальчишечьи прошли.
 
В нем счастье человечества таится,
Его простор сквозь время ощутим,
Сады Багдади, солнце Кутаиса
Темны и жалки по сравненью с ним.

И в будущее запросто войти!

И мог ли тот надеяться на жалость,
Кто жалости к народу не имел.

*
დღე არაფრით არ განსხვავდებოდა - გარნაღა ბევრი სინიაკები!
პანტ.
ილ. თავაძე - კანდელაკთან ჯერ არ შემითანხმებიაო.
ფაკტიურად ეს დუელია. მაგრამ ვისთან?

1. ქალი, რომელმაც იტკვლიცა.
2. კას. შ. თაბუკაშვილი.
გერ. ქიქოძე - მაიაკ. შეს.
პ. ინგორ. ემ. თევანიძე.
მწყევლელი კაცი.
სათვალეების საკითხი - გამარჯვება 1-ლს ოცი.
საბჭოს ქ. №10. კ. სანაძის მისამართი. იაკ. ნიკოლაძეს.
მაგრამ ეს გასაწყვეტები.

გველესიანი, ახვლედიანი, ქნარი, ელენე, Цельмс.
ეფემერა.

ღურღული.

*
1. Песни вольных людей 17-го века.
2. Тече вода.
3. Может будет, может нет.
4. Отсревала лебедушк.

*
ს. ერთაწმინდელი. ალიო მაშაშვ.
ს. ქუთათელი. კატო მიქელაძე. დემნა შენგელაია.
4 მოგონ. ყანწელები. გამსახურდია. მოგონებები.
„ზისი“. ბათომი „ლოიდი“.
სამი დღის წინადო ბათომში არაფერი ახლები არ წამიღიაო.
- თუ ძმა ხარ, ნუ მომვარდები.
ილ. აღლაძე: პოეტი ხარო, წამოცდა..
- აბა, მაწონი! დანით დასაჭრელი მაწონი, როგორც ყველი, ისეთი მაწონი!

Это кв. С. - Ольгу Юрьевну. Прости пож.
3-09-13.
ელისოს ჩონგური.

*
მედგრად უნდა გამოხატო
[საუკუნო] საქვეყნო და საზოგადო,
[გაძახოდა] იძახოდა: მიეშველეთ
მოძმეს, მტერს ნუ დაზოგავთო.

მისი სატრფო ერთად ერთი,
მისი ზეცა, მისი ღმერთი,
უწინ ტურფა ედემს მსგავსი,
დღეს კი მხოლოდ ჯოჯოხეთი.

მისი სატრფო - დაცდილია.
დღეს წარსულის აჩრდილია,
უწინ ტურფა-მშვენიერი,
დღეს კი ლეჩაქ-მოხდილია.

[იგი ძლიერ ბედს]
ხატს სამშობლო რომ შენატრის -
იგი ოცნებაა მხატვრის -
თვის სიცოცხლეს იგი ხატის -
წინ ანთებულ სანთელს ადრის.

ის სანთელი იმ სახატეს -
თითქო ჩადრი გადახადეს -
მოინდომეს დამპირება
და დაცინვის საგნად გახდეს.

*
„ყურაგდება“ (ლეო ქიაჩელი).

ბედო. ანგარიშის გასწორების ახლოვდება ხანა.

* * *
ნათქვამია, როს დროების
მოვარდება წვიმა-ქარი,
რკინის ჯაჭვით გულს მიიბას
მეგობარმა - მეგობარი.

ცხოვრებაში ბევრსა სჩაგრავს
ზოგს სიცივე, ზოგს ობლობა,
ზოგის მეგობრობას სჯობნის
ღვთაებრივი მეზობლობა.

ცხოვრებაში ყველას კარგი
აქვს რაიმე სახსოვარი,
ზოგს ყვავილი უდევს წიგნში,
ზოგს ფერადი ნაქსოვარი.

მეც წიგნს გიძღვნი, ვინაიდან,
რაც კი მახსოვს ეს სოფელი,
 არ მინახავს თქვენისთანა
გულკეთილი მეზობელი.
                                                     17 მაისი, 1940 წ.

*
მსახიობა. კაცობრიობა.
თვითდინება. სურა. რესისურა.
კინო-სცენარი. მოუსვენარი.

Письмо академика Павлова
Прежде всего - последовательность, в накоплении знаний. Сдержанность и терпение. Изучайте, сопостовляйте, накопляйте факты!
„Как же совершенно крыло птицы, оно никогда не смогло бы поднять ее в высь, не опираясь на воздух.
Факты - это воздух ученого!
Без них вы никогда не сможете взлететь“.
Не оставайтесь у поверхности фактов. Проникните в тайну их возникновения. Ищите законы ими управляющие.
Второе - это скромность.
Как бы высоко не оценивали вас, всегда имейте мужество сказать себе: я невежда.
Не давайте гордыне овладеть вами. Из-за нее вы будете упорствовать там, где нужно согласится, из-за нее вы откажитесь от полезного совета и дружеской помощи, из-за нее вы утратите меру объективности.
Третье - это страсть.
Наука требует от человека всей его жизни.

*
- ორ ნაბიჯზე ორიოდ გირვანქა ნახშირი უნდა წაეღო, და მან ამიტომ... მუშა დაიქირავა.

*
Лайскус, лайскус, ласе минд лахти!
лень, лень, отпусти меня.
 
Мул пыле аега синуча яхти!
У меня нет времени с тобой возиться.

*
Лайскус, лайскус, ласе минд лахти,
Мул пыле аега синуча яхти!

Лень, лень,
Отпусти меня,
У меня нет времени
с тобой возится.

დილა
1
[დამეხსენი] სიზარმაცევ, სიზარმაცევ,
დამანებე თავი.
დრო სადა მაქვს, [დრო შენთან ვინ] რომ დავიწყო
შენთან ლოლიავი.

2
დამეხსენი სიზარმაცევ,
[მე არა ვარ ზანტი - ]
[ტანთ ჩავიცვა მინდა,]
[რა ხანია მამლაყინწა,]
მინდა ტანთ ჩავიცვა -
რა ხანია გათენებას
ყივის მამლაყინწა.

3
სიზარმაცევ, სიზარმაცევ,
[დამანებე თავი]
რას დამადექ თავზე,
წიგნი მიცდის მშვენიერი
ნახატებით სავსე!

4
თან დილაა საუცხოვო,
მზე, ნიავი, ნავი.
სიზარმაცევ, სიზარმაცევ -
დამანებე თავი.
                                        გ. ტაბიძე. 1940 წ.
 
მაიაკოვსკი
თბილისში მაიაკოვსკი იმ დროს ჩამოვიდა, როდესაც შეუძლებელი იყო, ვისმეში რაიმე აღელვება და ინტერესი გამოეწვია. დაინტერესებული მკითხველი შემეკითხება: ვითომ, რითვინაო? - იმიჰთვინა, ჩემო გულუბრყვილო მკითხველო, რომ იყო აგვისტო; და ყველამ იცის, რას ნიშნავს თბილისში აგვისტო... მაიაკოვსკიზე ადრე ეს აგვისტო ტფილისისა განიცადა პოეტმა ნადსონმა. ნადსონი კავკასიაში გამოგზავნეს ექიმებმა და ადგილიც დაუნიშნეს - ტფილისი. დროც დაუნიშნეს - ზაფხული. ჩამოვიდა ახალგაზრდა ნადსონი ტფილისში და დაბინავდა იმ სახლის მეორე სართულზე, რომლის პირველ სართულში თონე იყო მოწყობილი; და ჩავარდა პოეტი ნადსონი ორ ცეცხლს შუა, ზევიდან აგვისტოს შეუბრალებელი მზე, ქვევიდან რაჭუკინების მიერ გაცხელებული თონე. და [დაიწყო] ასტეხა ისტერიული ტირილი წერილებით: ეს სად ჯოჯოხეთში გამომაგზავნეთ, ეს რა სააგარაკო ადგილია, მიშველეთ, ჩქარა აქედან წამიყვანეთო. ასეთია აგვისტო ტფილისში: ამიტომაც ტფილელები ზაფხულობით სტოვებენ ტფილისს. და დადიოდა მაიაკოვსკი ტფილისში ჯიბეში ხელჩაწყობილი, ხელში ჯოხით, ევროპიულ ტანისამოსში;
ის იყო „მნათობის“ რედაქციიდან გამოვედი. დავინახე მაიაკოვსკი ადგილობრივი ფუტურისტებით გარშემორტყმული მოდიოდა რუსთ. პროსპეკტზე. არავითარი ყურადღება მისდამი. ასე მოვიდა მილოვის სახლებამდე და შემდეგ უკანვე გაბრუნდა.
სულ რამდენიმე ნაბიჯი და ჩვენ შევხვდებოდით, მაგრამ მე რაღაც არ მიმიწევდა მისკენ გული.
ეს იყო პირველი და უკანასკნელი მისი ნახვა.
ეს იყო 1924 წელს.
თუ არ ვცდები, მაიაკოვსკიმ იმ ღამესვე დასტოვა ტფილისი, მისთვის ასეთი არასტუმართმოყვარე, გულგრილი.

„ტიპული“
ეს იყო 1919 წელს, ზაფხულში. მე მივდიოდი აბასთუმნის ქუჩაზე, სადგურის ახლო, ბაზართან.

კახეთის მოედანი
1. საუბარი საპარიკმახეროში: მეეზოვის გარდაცვალებისა და მისთვის გვირგვინის ფული და სხვ.
2. ერთხელ რომ თავს დამესხნენ ხულიგნები კახეთის მოედ.
3. ტაეპი ერთი ლექსისა ავლაბარზე.
4. ერთხელ.. თებერვალში ღამით...
5. ეთიმა გურჯი რომ დადგებოდა.
6. გიორგი სვანიძესთან: ეფუთი, ხან.. ეფრემ ვერდი...
7. სასადილო „წარწერებით“.
8. სასადილოს წინ არყის გამყიდველი.
9. ბაზარი. „ვასუა“.
10. თამამშევა ბაზარში.
11. ბაზრის წინ ინვალიდის დუქანი ღვინით. იქ... გამწარების დღეებში.
12. აფერისტი შალვა ჭილაძე.
13. წიგნის მაღაზია იყო. იქ...
14. ერთხელ... დილით ბაღი რომ აიღეს (ძველი მოქ.).
15. მოედნის კუთხეში იყო სასადილო, სადაც მუდმივ იყო ნაფარეული.
16. ისნის ცისკრის მსგავსი ორი ქალი.
17. იქვეა ლუდის ბარი, სადაც ბერიძეა (ზრდილობა).
18. აქ შევხვდი დათიკო ლაითაძეს კინოში თავისი დებით (ხა, ხა, ხა!).
19. პირველი ლუდის სარდაფი (ხა, ხა, ხა!).
20. პირველ ხარისხოვანი რესტორანი გააღეს მეორე სართულზე... იქ...
21. აივნები ჩამოთალეს რად? ავლაბარი უაივნებოდ.
22. სცენა მეეტლესთან: არა შობოდა.
23. მშვენიერი ქალი შესახვევში... მერე რა?
24. ავლაბრული ხეპრეობა (ეხლაც სხედან ვულგარულად).
25. ერთხელ სომეხის თორნეში... ჩემი პორტრეტი.
26. (ეხლა რვის ნახევარია. დაუშვა დიდმა სეტყვამა და წვიმამ. ერთი დაეცა ჩემს მაგიდაზე და გადავყლაპე კიდეც).
27. ის ბაღები სიცხეში.
28. მივდიოდი ტრამვაით - ერთხელ დავინახე გრანელი, - ჩამოფლეთილ-ჩამოხეული.
29. სუსანა! მისი და!
30. ერთხელ, მალიარია.
31. ტრამვაი... მთვრალი...
32. პირველი ღვინის ტიკები.
33. რომ მივაწვებოდი სვეტს და ვუცქეროდი ბაზრის ორომ-ტრიალს.
34. დაჯგუფებები: ხულიგნების, კინტოების. ძველი ვაჭრების და სხვ.
35. ძველი ჰავლაბრელი მოქალაქე.
36. დიდხანს - ვერასგზით რომ ვერ მოხერხდა ხეების მოშენება გარშემო (თხრიდენ).
37. ერთხელ ტრამვაიში რომ გული შემიწუხდა. ჩამოვხტი. გავფითრდი.
38. სიონის დიაკვნიანი ამ რაიონში ცხოვრობს. შემხვდა... ეს რა ხეა-მეთქი და სხვ.
39. ამას ზევით კიდევ უნდა იყოს რაღაცა ბაღი. ვყოფილვარ.
40. სასადილო დიდი და მშვენიერი, მე და ეთიმისათვის.
41. მეორე სასადილო მომცრო - უფრო ქვევით - ვყოფილვარ.
42. ფოტოგრაფია. რომ დაანგრიეს.
43. ციციანთ აღმართის დასასრულთან ერთხელ წყალმა აღმოხეთქა...
44. წინად ტრამვაიც ორთაჭალიდან უვლიდა.
45. ფოტო: როდესაც შევედი, უკმეხად შემხვდა...
46. საზაფხულო კინოში ცხვირპირს ამტვრევდენ ერთმანეთს.
47. დღემდის ახსოვთ მკვლელობა „გალანტერეის“ ახლოს.
48. კიოსკის ქალები.
49. ნაყინი... იქ კონიაკიც იყო. ხშირად დავდიოდი.
50. პიკო... იქ მასწავლებლები რომ შემოვიდენ. ნაცნობი ქალი.
51. ერთხელ შელაპარაკება ტრამვაის კონდუკტორთან. ვერ გიცანიო.
52. ერთმა მეგრელმა აქ მიამბო, ფოთში როგორ მიდიან ურმებით... (ჩაწერილი მაქვს).
53. ანეკდოტები. აღარაა.
54. რომ ფოლადის ნერვები არა, დავიღუპებოდი, რა თქმა უნდა...
55. ადგილი, სადაც ლუდს ყიდდა და პირაჟკებს უცნაური...
56. ყვავილების გამყიდველი - გიცნობთო!
57. მჭედლების ქუჩის საიდუმლოება.
58. მეფურნე, რომელთანაც დავლიეთ ღვინო.
59. მადლობა ღმერთს, მეტეხიც ახლოსაა.
60. მეზურნეების შტაბი.
61. კინო წინად...
62. თავანგრეული ეკლესია.
63. კაცი, პაპიროსის გამყიდველის გვერდით კოჭლი.
64. მექუდე მოდებაძეს რომ ვეძებდი.

სასტუმრო „ფრანცია“
1. კარებთან იდგა შვეიცარი.
2. მრისხანე სასტუმროს პატრონი - ბოლქვაძე.
3. ულამაზესი ცოლი (მიშა ლობჯანიძე).
4. ცოლის ძმა (ვიცნობდი ქუთაისიდან. ცუღლუტი).
5. სოფლიდან ჩამოტანილი წიგნები.
6. ხელნაწერები და..
7. არტემ გაბუნია, ი. იოსელიანი.
8. აკაკი წერეთელი სულ ამ სასტუმროში ჩერდებოდა. ფულს არ იხდიდა (დიდი ოთახი).
9. მეზობლები - რომლებიც აქ ცხოვრობდენ. ერთი მოხუცი ქალი და სხვ.
10. „საიდუმლოებით“ მოცული საათი.
11. მეეზოვისა და კინტოს ისტორია.
12. ცივი ზამთრის ბოთლები.
13. სარკე და კომოდი.
14. როდესაც მოვედი ერთხელ დილით... და არავინ იყო, არც არა დამხვდა რა.
15. „ცეკავშირში“ ერთხელ ბილეთებით.
16. ჯგუფი - კარგი ახალგაზრდებისა.
17. იოსება სანებლიძე.
18. ახალი კოსტიუმის ისტორია (წინანდელი).
19. მემანქანე ქალი.
20. ორი შეყვარებულის ისტორია.
21. რომ შევიდოდი, ყველანი რომ მომაჩერდებოდენ.
22. კოლია კანდელაკის ტილო და საღებავები.
23. „კორიდორი“.
24. „ყორანი“.

* * *
ვკონდიტერსკომ პროდაიოტსა
ტორტები და კულიჩა:
მოდი, ერთი შემოვძახოთ
სულიმჯა და გულიმჯა.

* * *
ხანიდან
ადამ-ევის,
ქლამიდა
[ჟამთა რევის,]
გადარევის -
[ხალხს ბორკავს]
შებორკავს -
მოზარევეს -
Ars longa -
Vita brevis..

*
    [შუქის] მადლი ზევის
შებორკავს
    თვითონ ზევესს,
Ars longa,
    vita brevis.

*
Деев Аркадий Дмитриевич. Зам. редактора альманаха „Дружба народов“. Москва, ул. 25 Октября. 10/2, Гослитиздат.

Тбилиси - Боржом. Стоимость билета мягк. с плац. 32 руб. Из Боржома Абастуман автобус 11 руб. 95 к. Отход поезда 54 - 6 час. 31 м. моск. вр.

*
Первый день октября месяца 1940 года в Тбилиси жарко. Безмерно голубое не¬бо! Мы едем в Абастуман. В поезде пусто. Окна открыты, продают мороженое. Мы едем навещать Лайне, везем ей лекарство от туберкулеза - „Кальцит“ доктора Мозгового. Однако, говорят, что нет от туберкулеза лекарства. Процесс ее развивается быстро, с беспощадной верностью, как это бывает в начале молодости.
Всем живущим дано не думать о смерти. Она невидима для нас. Какое горе дол¬жны испытывать те, которых она своими щупальцами уже схватила и не от¬пускает, невзирая ни на какие усилия жизни. Лайне поехала с большими надеждами в Абастуман. Прошло 20 дней. Ей хуже. Она лишилась своего фонда. Процесс перекинулся в левое легкое. Она приговорена. Никакие короли, даже король поэтов не могут даровать ей жизни. Жаль, жаль жизни!
Половина пятого. Поезд тронулся. Весь мир залит солнцем. Мне очень грустно.
Час в пути. Поезд остановился. Из окна видны пустынные горы, холмы, в которых высечены многочисленные пещеры. Горы эти не имеют вершин, с отвесной стороны пещеры водой и ветром отделаны стены. Поражает разумными формами, громадными барельефами замков в готическом стиле.
За час пути мы проехали столетия. Видели Мцири, Зедазени, Мцхетский собор. Все эты сооружения в замечательной гармонии с окружающими горами. Сумерки. Силуэты гор и странные облака напоминают города, крепости и битвы. Сумерки. Тихий и холодный вечер. В сердце подымается печаль.
По дороге стоят поезда с войсками. Все молодые. Бодрый и веселый в походной жизни.
Гори. Знаменитые персики! Галактион купил несколько штук. Объегорили поэта! Подобную дрянь, я не знала, что способна природа создавать. Кислые, твердые, червями поточеные.
На запасных путях - вагоны, квартиры военных. Окна ярко освещены. Мы разглядели [даже] внутреннее убранство. Маленькие жилища с уютом обставлены: книги на полочках, портреты на стенах. В одном купэ сидела девушка, расчесывала волосы, перед [зеркалом убранном в рамку из полотенца] расшитого украинскими узорами.
[По слухам <...> швейцарию.]
[Интересно,] как будет мир выглядеть через два года?
Мы свидетели грандиозных событий. Сталин, Гитлер, Рузвельт, Черчиль творят историю.

Горная Сванетия это...

*
 [2 1/2 - (ან ორი)]. 3 სანტიმეტრი სისქე. 20 ან 16 სანტ. სიგანე. 60 მეტრ. სიგრძე. ხმელი მასალა, სუფთა მასალა. სიგანე ფ. 1 მეტრი და 15 სანტ. სიმაღლე ფანჯ. - 2 მეტრი. კარების - 3 მეტრი. კარების სიგანეც 1 მეტრი და 15 სანტ. კუბომეტრი 60. სიგრძე 3/4.

*
ძირითადი. სათანადო. დაგვავალა.
დადგმები. საყოფაცხოვრებო.

1. Голубые кони. 2. Мэри. 3. Мэри. 4. Два берега. 5. Плечо к плечу. 6. Революц. Грузия. 7. Снег. 8. По Гурии. 9. Перв. мая. 10. По высоким выст. 11. Колокольня в пустыне.

*
იარე, წარბი
ნუ შეგეხრება,
გასცდები არაგვს,
წადი და როცა
სისხლით ნაფერი
გზა შეგეყრება,
ის გზა იქნება
საგურამოცა!

*
3-21-08. გიორგი იამანიძე.
3-56-66. ბობოხიძე და სხვ., ჩერნიშკოვი, რევაზიშვილი, ტოროტაძე...
59-06. აკადემიის სტ.

15 ოკტომბერს საღამო 9 1/2. უნივერსიტეტის კლუბი.
19 ოკტომ. [1. შესავალი.]

1940