შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-501-1 - 1938 წელი


გამომცემლობამ „Заря Востока“ გამოსცა რესპუბლიკის სახალხო პოეტის და ორდენოსანის - გალაკტიონ ტაბიძის წიგნი რუსულ ენაზე. წიგნი შეიცავს [დაახლოვებით] ორასამდე გვერდს და შიგ მოთავსებულია სამოცდაათზე მეტი ლექსი გალაკტიონ ტაბიძისა. ეს წიგნი სახალხო პოეტისა, ყველაზე ვრცელია მოცულობით, ვინემ მისი წინანდელი ლექსები რუსულ ენაზე. მაგალითად: 1933 წლის გამოცემაში იყო 17 ლექსი, 1935 წლისაში - 37 ლექსი, მოსკოვის წლევანდელ გამოცემაშიც - 37.
გადათარგმნა ეს წიგნი თექვსმეტმა პოეტმა: ნ. ტიხონოვი, პ. ანტოკოლსკი, ბობირიოვი, რიურიკ ივნევი, ვალერიან გაფრინდაშვილი, ელენე შერრი, ტროიცკი, ბორის ბრიკი, როჟდესტვენსკი, ბორის სერებრიაკოვი, ალექსანდრე ყანჩელი, პენკოვსკი, პანტელეიმონ პეტრენკო, პეტროვსკი და სხვ.
წიგნი გაფორმებულია მხატვარის - გურროს მიერ. მას აგრეთვე წამძღვარებული აქვს წინასიტყვაობა გამომცემლობის მიერ.