შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-106 - 1936 წელი


ივნისი. 1936. ტფილისი.
Д-р Мурадов, который изобрел сетку.
აკაკი სარჩიმელია.

სიმღერა
იას ვარდი მირჩევნია,
წყალს კი ღვინო ასპინზეო.
ყველა პოეტს მირჩევნია
გალაკტიონ ტაბიძეო.

(ასე მღეროდენ)
5/VI-36

*
[დუშეთის №27. მარო რატიანი.]
„პროლეტარი“, №127, 4 ივნისი, ხუთშაბათი.
ს. ავჩიანის წერილი, წამიკითხა სერგო ფარებუზოვმა.

მშვენიერი აფიშა კლასიკოსებზე (მეც ვარ). ჯაფარიძის სახელობის ბიბლიოთეკაში. მოხსენება წაუკითხავს ვ. ხუროძეს.

Облож. Бюсты писателей.
მწერლების ბიუსტის გამკეთებლებს თურმე ჯარიმებს ახდევინებენ.

8/VI-36. დილით.
მე გვერდი მინდოდა ამეარა მ. პატარიძისთვის, მაგრამ მან თვითონ გამაჩერა მიხაილოვის პროსპექტზე იქ, სადაც ავტობუსები ჩერდებიან და ახალ შენობას აგებენ...
- გამარჯობა, გალაკტიონ! გაიგე საწყალი პეტრენკოს ამბავი?
სახეზე გულწრფელი მწუხარება აჩნდა, ლაპარაკობდა ნამდვილი აღელვებით.. ეს აღელვება მეც უეცრად გადამედო.
- არა, არაფერი ვიცი, რა მოხდა?
- დაიღუპა საწყალი.. ცოცხალი აღარ არის.
- რას ამბობ? - ძლივსძლივობითა ვსთქვი, ისე გამაშეშა ამ ამბავმა, - მიამბე, რა იყო, რა მოხდა!
- გუშინ წინ, ღამით, ჩელიუსკინელების ხიდიდან გადავარდნილა მტკვარში.
ყოფილა ღამის ხუთი საათი. ის და ერთი მისი ახალგაზრდა მეგობართაგანი (ორი რუსი ახალგაზრდა სულ მუდამ დაჰყვებოდენ უკანასკნელ ხანებში მას) მიდიოდენ ჩელიუსკინელების ხიდეზე. ასე ჰყვება ის ახალგაზრდა რუსი:
„მივდიოდით ჩელიუსკინელების ხიდზე. უეცრად პეტრენკომ მოაჯირს გადააბიჯა და სთქვა:
- მე ეხლავე აქედან გადავვარდები, თუ ეხლავე ერთ ბოთლ ღვინოს არ იყიდი!
მე ჩავავლეო ხელი, მაგრამ ბოლოს ძალღონე გამომელია (обезсилел) და იგი მტკვარში გადავარდაო. ეს იყო გათენებისას, ხუთ საათზე“.
წინა დღით საღამოს ექვს საათზე კი მე იგი შემხვდაო, ამბობდა პატარიძე.
გული მომწყვიტა ამ ამბავმა.
- დედამისი? საწყალი დედამისი! იცის მან, გაიგო?
- იცის, ჩვენ ვიყავით მასთან. საწყალი, გაშეშებულივითაა ჯავრისაგან. უთუოდ ნახე, დედამისი... საერთოდ, Довольно странные обстоятельства смерти.
- ვეფხის ტყაოსანი?
- დარჩა მხოლოდ ექვსასი სტრიქონი, გადუთარგმნელი, უთუოდ გამოსცემენ, არა?
- მე მგონია. რა უბედურებაა, რა საშინელებაა!
- ვერ გითხარი კარგი ამბავი, ჩემო გალაკტიონ.
- იპოვეს თუ არა?
- რას იპოვნიან წყალში.
რეტდასხმულივით გამოვემშვიდობე.

დეტალი: როდესაც იგრძნო, რომ მე ძალღონე გამომელია, იგი ხარხარით გადაეშვა მტკვარში.

- ეს საქმე უნდა გამოირკვეს. დაგვღუპა ვიღაცამ. „ვეფხის ტყაოსანს“ ისე ვინ გადათარგმნის?

- აქ არის ვიღაცაის პროვოკაცია.. ვისი? მივყვეთ ცხელ კვალზე.

Анна Тихоновна.
- ზომმერი დიდხანს ლაპარაკობდა პეტრენკოს შესახებ კაფეში.

9/VI.
„З. В.“-ში მოთავსებულია მკვლელების ნეკროლოგი პეტრენკოზე.

- მახლას (ჩვენებურად).
- მახენ ლაის (გერ.).
- მახ ლოს (გერმანულად).

სომეხო „პოია“.

ძეგლი, ძეგლი, ძეგლი.

ჩემი შრომა და ამაგი.

* * *
„Он и народный поэт.
И поэтический народ“.

Поэтический народ -
Он и народный поэт.

პატარა ფელეტონი:
- მახლას! (ჩვენებურად).
- მახ ლოს (გერმანულად).

რჯულძაღლი.

3-63-03. „კომუნისტი“. გრ...

- რომ გძინავს გულით, სწორედ მაშინ მოგწვდება ყელში.

Винникев. Пилот.

*
ასეთ ეპიგრამებს ამბობენ პაოლოზე:

1. Часы, пластинки, орден знамени
Получил поэт пламенный,
Дана высокая награда
За пылкое […] […].

2. Уже не Паоло – а Павле –
Уж не поэт, а просто у…

*
[Чтобы создать что-нибудь великое, достойное эпохи произведение, Советский] Наш писатель должен быть лучшим писателем в мире, [т. к. высоко-культурным] ибо он имеет ясную и твердую перспективу живого творческого труда.
Чтобы создать великое произведение, достойное великой нашей Родины, надо иметь ясную и твердую перспективу.

Чтобы создать что-нибудь великое, надо иметь ясную и твердую перспективу живого творческого труда. Наш писатель должен быть лучшим писателем в мире, ибо он имеет ясную и твердую перспективу. Я народный поэт [Грузии] республики заверяю Вас.

Среди многих предпосылок важнейшим является…

*
Пироговская 51. Трамваи - 15 и 34.
Москва. <...> 36. Союзфото. №229423. ГШ. М-10, п. 4-14 р.
3, 63 - 41.

1936