შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-533-9 - 1934 წელი


მწერალთა კავშირში
ვინ და ვინ მიდის  (ვის აქვს სია).
როდის მიდიან?
რა საკითხებია დღეს დასმული.
რა მხრით და როგორ შეიძლება საქმის გამოკეთება?
ვინ იქნება მომხსენებელი.
რატომ არ არის დაგზავნილი ბარათები და თუ დაგზავნილია, რატომ მე არ მომივიდა?
ყანწელები იგზავნებიან თუ არა?
ხომ არ იქნება დღეს, ასე ვთქვათ, ფორმალური გამოცხადება დელეგატებისა.
ვისთან არის კონტაკტში ეს ამბავები. ბ. ჟღენტი.
ღირს თუ არა ჩემი  დასწრება.
არ უნდა შენელდეს ბრძოლა.
სად არის გ. ქ. (რად აგზავნიან მას კახეთში? ვისი ინიციატივითაა, თვითონ მოისურვა თუ სხვები აგზავნიან?).
რა საკითხები დაისმება კომფრაქციაში? (საერთოდ ორივე კრება მხოლოდ ფორმალურია თუ...).
(ვინ და ვინ შედის კომფრაქციაში. ვინ და ვინ რჩება). კომფრაქციის მდივანი?
მალაქია ტოროშელიძე, ბ. ჟღენტი, დემეტრაძე.

სახელგამში
შალვა რადიანთან (ალკა სულავას წიგნი როდისთვის იქნება მზად?).
წიგნი მოესწრება თუ არა სამ თვეში?
ჰონორარის საკითხი.
მართლა გამოვიდა ჩემი წიგნი?
რადიანი, გორგაძე, მელაძე, ტოროტაძე.

„Заря Вост.“
რატომ არ გამოვიდა გაზეთები.
შეიძლება არ არის ჩემი შიგ არაფერი?
თუ არ არის, რა მიზეზით და ვისი მიზეზით?
ტიხონოვის ხელნ. დაბრუნება.
ჰონორარი - 500 მ.
დღეს უნდა დაისვას საკითხი „Ребром“.

მოითხოვენ თუ არა კვალიფიციურ მწერლებს?
6 ივლისს ერთი თვის წინად აცხადებდნენ.
რა და რა გამომცემლობებია ტფილისში?
რომანის თარგმანი.
ბაირონი, შელლი, გიოტე.

*
1. ტფილ. სახ. უნივერს. გამომც.; 2. სახელგამი. სეკტ. ხელ.; 3. საბავშო სექტორი; 4. სახელმძღვ. სექტორი; 5. რემედასი; 6. პოპულიარული გამოცემა (ლექცია); 7. სომხური სეკტორი; 8. რუსული სეკტორი; 9. რუსული სექტორი; 10. პარტგამომცემლობა; 11. Журн.
ჩვენი არმია. თავდაცვის მხატვრული ლიტერატ. კრებული. ფედ. 1933.