შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-495-5 - 1934 წელი


საღამოსთვის აურჩევია 7 მარტი.  ალბათ, იმის გამო, რომ 8 მარტი ქალების დღეა. მთელი ამ კვირის განმავლობაში ქალები, ალბად, ემზადებიან თავიანთი დღისთვის, და გრიშაშვილის საღამოსათვის. რეკლამა მიიღებს შინაურულ ხასიათს - ოჯახიდან ოჯახში, შემდეგ ქუჩაში, ქუჩიდან მარჯანიშვილის თეატრში. წყნარი და შემპარავი, აუცდენელი ენერგია ჩვენი ქალების დაიხარჯება არა ქალთა დღისათვის, არამედ გრიშაშვილისათვის.

1. არსენიშვილი ალი. 2. აგარელი გობრონ. 3. ვანო იოსელიანი.

*
3 მარტი.
- თავი მომიკვდესო, - ამბობდა ვანო.
Государственная реставрационная мастерская. Мастер Кириков, профессор Торопов: реставрировали много картин, в числе них „Рафаэловская Мадонна“ найденная в Нижнем Тагиле (Рост. №1. 1933. Реставрация столетий).
Дневник Толстого (Рост. №1. 1933). Нужно назначить часы для писания дневника.

*
- ბაქოში, აი, სწორედ ასეთი სახლებია, დგას სახლი და ოთხი კედრით ქუჩა აქვს, კიდევ სახლი და კიდევ ოთხი მხრით ქუჩა. სულ ასე. მიდიხარ, მაგალითად, ერთ ქუჩაზე და იგივე ქუჩა სულ სხვა ადგილას გხვდება (სახლს, რომელსაც აწერია „მეფის ჯალათებმა დასწვეს 1905 წ.“).
- რა არ შეუძლია ქალის ენას. კიდეც დააქცევს და კიდეც ააშენებს ოჯახს.
- რას სდგამს ახალს მარჯანიშვილი, „ციმბირელს“ ხომ არა?
- ვინ რა იცის, ვის გულში რა დარდია.
- ადრე გათეთრდები!
- არა ვარ გათეთრებული? (გადიძრო ქუდი).

*
აი, ნიმუში იმისა, თუ როგორ არ იცის ტფილისმა წესრიგის დაცვა. სახლთან, რომელსაც აკრავს მემორიალური დაფა „აქ ცხოვრობდა პუშკინი“, მოუტანიათ თევზი. არის წივილ-კივილი, ჩხუბი, უწესრიგობა მრავალი ასი კაცის. ვერც ერთი, ალბად, ვერ შედის.
Алекс. Серг. Пушкин жил в 1829 году в доме стоящем на этом месте.

- გამოსულა მნათობი.
- სალიტ. გაზეთი.
- ჩამოსულან! მოსკოვიდან. ახლა, ბატონო, შეიქნება ამბავები!

*
ქუჩებზე  გაკრულია გრიშაშვილის განცხადება, ძალიან ეშმაკურად შედგენილი - „კოტე მარჯანიშვილის ხელმძღვანელობით არსებულ სახელმწიფო თეატრში“. აფიშაში არ არის სანდრო შანშიაშვილი. ხმა კი დადიოდა (ქუჩიშვილმა მითხრა), ისიც გამოდისო. არიან ქველმოქმედები: ეხმარებიან გრიშაშვილს: პეტრე ქავთარაძე, ზურაბიშვილი და სხვ. არის მოკარნახე (ქეთო სხივიშვილი). საინტერესოა, რა შთაბეჭდილებას ახდენს ეს დანარჩენ მწერლებზე: მე წყნარადა ვარ, ჩუმადა ვარ,  არა გამიგია რა.

*
- პარიკმახერს მანეთის მეტს არ ვაძლევ. გინდა გასკდეს გულზე! არა მაქვს და!
- ჯერჯერობით მე არავინ მინდა ბესარიონ ჟღენტის მეტი და კადრები, რკინის მკვნეტელი ბიჭებია საჭირო. როდის?

*
ამას წინად გრიშაშვილი შემხვდა რუსთაველის პროსპეკტზე და თვალი ამარიდა. იცის. არა გამიგია-რა.

*
რეიჰსტაგის დაწვის შესახებ ჩვენი გაზეთების ტონი მეტად ოპტიმისტური და ნაწილობრივად ირონიულია. აი, ეს კარგია.

*
მე ძალიან ცოტა მეგობრები მყავს, მაგრამ მათ [მე ძალიან ვუფრთხილდები] არასდროს არ შეველევი.

*
პირველი  დელეგატთაგანი სახელგამში შემხვდა მ. ჯავახიშვილი. მას მიუახლოვდენ ბ. ბიბინეიშვილი, გამსახურდია, მე. როგორც სჩანს, თავის დაკვრაც არ უნდოდა. პასუხს უგულოდ იძლეოდა, სიტყვა ენანებოდა. ალბად, გულდიდობს რაღაცაით (თუ მოაწყო არსენა მარაბდელი რუსეთში?!). მისგან მხოლოდ ის გავიგე, რომ ტიციანი ავად არის და დარჩა მოსკოვში. სხვები ყველანი ჩამოვიდენო. განსაკუთრებული სიხარულით ის მიეგება აკაკის (რა გვარია, არ მახსოვს) ახალგაზრდა კრიტიკოსს, ალბად, როგორც მის თანამოაზრეს. ეს აკაკი ყველასთან ასეა: ჩემთანაც, ტიციანთანაც, ეულთანაც, პეტრესთანაც და ივანესთანაც. ტიპიური უცხვირპირო კაცი. ადამიანი უსახო, როგორ უნდა ენდო ასეთ ახალგაზრდას? (თუმცა მე რა სანდობი მაქვს, მე იგი არასდროს არ გამომადგება არაფერში, მაგრამ ყველაფერს ხომ ვერ აგრძნობინებ).

კ. ლორთქიფანიძემ შემოიხედა და წავიდა. ნინო კლდიაშვილმა მაგრად მოიჯახუნა კარები. რა ამბავია? მათი გამოცოცხლების ნიშნებია!
ამნაირათვე ვ. ალუღვიშვილი (წინად რომ...).
სამაგიეროდ რადიოში... ვინ არის ის ახალგაზრდა?

ყოველივე ეს იმის ბრალია, რომ... რატომ არ გამახსენდა სტენოგრამა ჩემი სიტყვის? უსათუოდ უნდა ვიშოვო და გადავწერო. საინტერესოა, როგორ გავრცელდა იგი?

*
- ვიგინდარა არ გეგონოსთ. ბოლოდან  პირველი კაცია!
Дорогой друг А. Я-н!
Карл Маркс говорит.
Ул. Виктор Гюго.