შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-89 - 1934 წელი


ვარაზის ხევის 6. ნეკრასოვის 9. ალ. ბაირამაშვილი. საშა. ღია ბარათი.
ГиТу. ГПУ. ფირცხალავა. იაშვილი.
სოლოლაკის ჩიხი 6. მარო გიორგაძე.
(ვაკე) მლეთის გაგრძელების ქ. №8. ტარიელ ტარუაშვილი. 11 დეკ. 5-9.
სანიმუშო მატარებელი ბათუმისაკენ: №43-44 და ბათომიდან.
17 дек. 9 час.
უსანეტაშვილი ფირანი. სტავროპოლის ქ. №13.

Бажбеук-Меликов. [მელიქ-ფაშაევ?].
ბაგრატიონის 31 (მუხრანის კუთხე), ეზოდან.
შუქი. ლექსი.

*
ფერები თეთრი, ფერები ნაზი,
ფერები მუქი.

* * *
- რობაქიძე სად წავიდა?
- მე არ ვიცი, სად წავიდა!
- დაუძახეთ, სად წავიდა!
- დოუძახეთ, სად წავიდა.
- დედამიწაში წავიდა,
ქვესკნელ მიწაში წავიდა,
ბებიამისთან წავიდა -
გიტლერის ბანაკს წავიდა.
წავიდა, აღარ მოვიდა!
        ჰოოოი!

* * *
- იქ გრიგოლი რას აკეთებს?
- მე რა ვიცი, რას აკეთებს.
- დაუძახე, რას აკეთებს.
- დაუძახე, რას აკეთებს.
ჰიტლერის საქმეს აკეთებს,
ფაშისტის საქმეს აკეთებს,
ღალატობს ჩვენს საქართველოს,
პურმარილს ჩვენსას ღალატობს,
ღალატობს, კიდეც ჯალათობს.

* * *
- გრიშაშვილი სად წავიდა -
- [ხარფუხელებში] სადღაც, [ხარფუხში] ხარის ფუხს წავიდა.
- დაუძახეთ - სად წავიდა.
- „დაუძახეთ, სად წავიდა“.

* * *
- გრიშაშვილი სად წავიდა?
- ის ხარის ფუხში წავიდა.
- რომელ ხარის ფუხს წავიდა?
- ის ხარის ფუხში [წავიდა] შავიდა,
წარსულის სანახავითა -
არხივით და ნაგავითა,
რაც მოვა, ჩემო დავითა,
სულყველა თავის თავითა!!
            ჰოო...

* * *
- რობაქიძე სად ბრძანდება?
- ევროპაში დაბრძანდება.
- აქეთ როდის მობრძანდება?
- კარგი ამბავი დახვდება.

* * *
- აბა შელი სად წავიდა?
- სულ უკან-უკან წავიდა.
- რისთვის სულ უკან წავიდა?
- სულ უკან მისთვის წავიდა,
რომ ვერ აზროვნებს თავითა.

* * *
- ეს პაოლო რით გავიდა?
- მე რა ვიცი, რით გავიდა!
- რომელ კანონით გავიდა?
- კანონით თუ უკანონოდ
გავიდა, ჩემო ბატონო,
ახტა, დახტა და გადახტა,
სიმწრის ექსპრომტი გადახდა,
შევარდა მთელი თავითა,
და, როგორც იქნა, გავიდა.
            ჰოჰო...

* * *
- გალაკტიონი სად ბრძანდება?

*
ვასო ბლიუევი.
კაპაბლანკა. გოგლიძე. აუცილებლად წააგებდა.

*
Если источник жизни продается ценой чести, то мудрецы не покупают его.
Восточная пословица

8/I-35.
С газетой в руке и затемн. театр при газете. Оперный.
Зак. З. и Груз. Ц. К. награждает Сандро Эули Орденом Красного Знамени.
Чтобы ни одного неудобного слова не было сказано.

*
ნარინ დავითმა და ულუ დავითმა ხომლის ქვაბსა შინა, რაიცა იყო მცირედი, გაიყვეს, და უმთავრესი მუნვე დაუტევეს.
ხვამლის კლდეში არის ქვაბი გამოკვეთილი, მტრისაგან შეუვალი, მეფეთა საგანძურის სადები.

*
№3. 2 ლექსი.
3 მარტი. დრამკომში.
გერაშუნის 3. ჩერქეზიშვილის ქუჩის ბაღთან. გრიშა. ვარლამ ჟურული.
ხორენასთან. 14 იანვარი. ნინოობა.
Элиава Владимир Герасимович. Кв. Цабадзе. После 6 часов.
3-29-75.
Оля. Gall. ОльGall. Galol. MonGal. Olma.

ანასტასიევის 8. ნინა ქავჟარაძე.

*
რიგიანია. განა რიგია? განარიგია.
ეზარება. მზარება.
დარეკა (საათმა). დარეკა (ქარმა ხის ტოტები).
ჰფარდები. ფარდები.
დაფისა. დაფისა.
დაფარა. დაფარა.
გუიტე. გეპეუ.

*
დ. წიგნი - 16200. რევ. საქარ. - 5040. ეპოქა - 6450. პაციფ. - 3200. ლექს. რევ. შ. - 6000. წინანდ. წ. - 3000 = 39,890.
   
„მნათობი“.
მალ. ტოროშელიძის წერილი. არაქელა ოქუაშვილი. არსენას ლექსი.

*
1935.
1. ე. ი. ორი დღე.
2. პელო რომ დაპირდა, რომ ხვალ სულ წავალ.
3. არაო:
1. უარია.
2. ვუცდიო დეიდას.
3. დაპირება 12 საათისათვის.
4. 12 საათზე დაპირება 3 საათისთვის.
5. 3 საათზე დაპირება 6 საათ.
6. 6 საათს უკვე გადასატანი.
დაკარგული დღე ოკუჯავებთან.

*
Для Ст.
სტალინის ალბომისთვის.
9 до 15.
Мелодия, развивающая дальше истинно в мажор.

არცერთი შეცხადება.

*
დღეები არაგვის პირადა.
არაგვი. არაგვი.

ბედიასთან კინოში [სცენარის მიღების] ერთ-ერთი ჩემი მასალის დადგმის შესახებ.

ცხოვრებას უნდა, რომ გადარეცხოს.
ვერავითარი ცხოვრება მას ვერ გადარეცხავს.

О иронии (Макиавели?)
Иронией называется различие между мыслью и формой его выражения - или между целью и средством его достижения. Т. к. нельзя не припомнить иронического характера сочинения Макиавели „О монархе“, где он как будто бы с полным глубоким убеждением доказывает, что монарх не должен стесняться ничего, для усиления своей власти, между тем как, принимая в соображении другие сочинения того же писателя, можно догадаться что, похвала его деспотам по сути ничто иное, как сильная сатира.

Петрещевская

*
გ. აგარელი.
В 11 ч. Дворец искусства. Характур.
- დედაჩემზე არ მიტირია იმდენი, რაც მე ამაზე ვიტირე.

*
(ინასარიძის ლექსი).
I. ჩემი მარჯვენა მკლავის დღიური.
II. ენატიკტიკა ქალის დღიური.
III. მხეცის დღიური.

*
1. Почему надо обезличивать.
2. Равны ли Галактиону поэты, которые первенст...
3. Считается ли Галактион...
არის თუ არა ეხლა?

*
ისეთი დაღუპული ოჯახი არ ყოფილიყოს, რომ იქ არავინ არ გადიოდეს და არ გამოდიოდეს.
მიწიშვილისათვის.

*
რომ ისეთი დაღუპული
ოჯახი არ ყოფილიყოს,
[არ შეჰქონდესთ, არ გაჰქონდესთ]
სადაც ღვინოს არ აწვდიდნენ
გალაქტიონს და ილიკოს.

*
ქალო! ამ ჭედვაში სად მიგყავს ეგ ბავშვი?

სთქვი ამ ჭედვაში
სად მიგყავს ბავში?

*
ყველაზე დიდი უბედურება
არის ის -
რომა -
შეხვალ, არ ესმისთ განათლება,
და არ სჩანს შრომა!

                        
*
ის დადებულია თავის კოვზზე, კოვზიდან საინზე, საინიდან ზევით, პირდაპირ ისევე კოვზი.

[ყველაზე დ.]
რაჭველი კაცი რომ ბ. არ იყოს - არ შეიძლება.

სულ ესე კრებულით გაგიმარჯოს: სარაძე გაგიმარჯოს, არჩვაძე გაგიმარჯოს.

Лебединое Озеро.

*
[მე არა ვარ პოეტების მეფე.]
შესრულდა ამდენი და ამდენი წელიწადი - როდესაც მე პირველად ვიქენი არჩეული პოტების მეფედ.
არც ერთი იმათგანი, ვინც მე ამირჩიეს პოეტების მეფედ, ეხლა ცოცხალი აღარ არის!
ვადა დანიშნული მათ მიერ გასულია.
გთხოვთ, თუ ჩემით უკმაყოფილო ხართ - აირჩიოთ სხვა, ამას მოითხოვს ტრადიცია. გთხოვთ, იმსჯელოთ იმის შესახებ, სწორი იყო თუ არა ჩემი ხაზი საერთოდ. თუ არ იყო სწორი, რა მხრით?
(„შენ გენაცვალე“).
მართალია თუ არა მთავრობა ჩემთან ბრძოლაში (იზოლაცია, შიმშილი, წყურვილი, დევნა, უბინობა, უჟურნალობა, უგაზეთობა).
მართალი იყო თუ არა მთავრობა აქ?

„არა მგამა“
„სადაც გინდ ვიყო, რა მგამა,
ყოფაცა მქონდეს ნებისა“.
რუსთაველი

რა მგამა - აქვს გრ. ორბელიანსაც.
ციტატები რუსთაველიდან.

ხალხური
ნათლია ჩემი მეწვია,
ნათლია წვერებ-ცანცარა.
სამი ქათამი დავუკალ,
თეთრი, შავი და ნაცარა.
სამივე ისევ შესანსლა,
წვერიც არ გააცანცარა.

*
1934 წ. 15/XII.
ხალხური
დილით ადრე მივდიოდი,
უცნაური ვნახე რამე:
ვირი პორტფელს მიათრევდა,
ჩემის თვალით დავინახე.
თხა ორფეხზე შემდგარიყო,
მოხსენებას აკეთებდა,
ინდოური ოქმსა სწერდა,
იხვის ჭუკი ამოწმებდა.

დილით ადრე
ვინმე გლეხი
შეხვდა გალკის [მოედანზე]
უცნაური მოედანზე.
ჰე, ძმობილო, გენაცვალე,
ლექსი მითხარ,
აბა, რამე,
მიაძახა
გალკიმ ცელქად.
ულვაშებში გაეცინა
უცნობ ბესოს (თუ ფიდოს),
გადახედა მორცხვად მგოსანს,
გაულექსა სიამაყით,
„დარდი მანდთა“ ამბავი.

15/XII. 34 წ.

(ნახეთ ლექსი წინ).
სერჲოზულად. სერიოზულად. სეროზულად. ი. ჲ.

* * *
- ეს სინდისიან-ნამუსიან გაჭირვებულს გაუმარჯოს: ვერც ძმას სთხოვს, ვერც მეგობარს, ვერც მეზობელსა, ასე ჩუმად, ასე წყნარად იტანს თავის გაჭირებასა.
- ეს უსინდისო-უნამუსო გაჭირვებულსაც გაუმარჯოს. ეს რ...

- Гражданин, вы туда переходите (мол: это мое всегдаш. место). А то вы всегда здесь спите! (Как будто это принято. Цирк и эта ложа, и это место).

მერკვილაძეს ქ. №31. ბოკუჩავა კოწია. გორა.

*
დავდივარ თუ ფანჯარაში ვიცქირები,
ყვავილები და ლურჯი ცაო,
ხან ცხვირში გეცემა მაგნოლია,
ხან თვალში გეცემა გლიცინია.

დავდივარ თუ [მცემს] მდევს ფანჯარა ბროლის,
ყვავილების და ცის სიცილი (ციმციმი),
[ხან ყნოსვას გითრობს შენ მაგნოლია]
ხან სურნელება მცემს მაგნოლიის,
ხანაც თვალებში [გცემს] მცემს გლიცინია.

დომხალი!
- რა არის, დედი, ეგა?
- დომხალია, შვილო.
- იჭმევა?
- მა, გადასაყრელად მოვიტანე. ამას მარილს ვუშვებით და ისე ვინახავთ (მაწონიდან). დიდი განათლება რამეა. ღორის ხორცს ორი ჭიქა უნდა. ღორის ხორცს პირდაპირ ნაზევლავს. დომხალია!

11/I-35.
ლაურეატების ამბავები. გაზეთი. ჟურნალი.
სანდრუა.

(ვაკეში) მლეთის ქ. №8. გერმანე მესხიშვილს.

* * *
არის ხანდახან მწარე
[განადგურების ქარი]
განადგურება - მკვდარი,
როცა ზიზღია - ასე,
როცა ვერ სუნთქავს ქნარი.
როსმე მჩქეფარე, ცხელი,
გაყინულია სისხლი -
თვალთაც არა აქვთ ცრემლი,
გულს - შებრალება-ზიზღი.
[მაშინ აღვაპყრობ ხელებს]
და შეკითხვაზე: "შენს გულს,
რა დაემართა, რას სწუხს?" -
ცისკენ აღვაპყრობ ხელებს -
კაცთ კი არ მივსცემ პასუხს!

18/I-35

*
ჩემთვის ერთია [დღეს] აქ
ეს ფანჯარა თუ ის -
არვინ უღიმის მზეს,
არც შუქი არის მზის.

*
მაქსიმალური სიღატაკიდან.
[შენ ქაოსიდან] ქარო.

* * *
რომ ქაოსიდან შექმნა წესრიგი -
აი, რა არის მართლა გმირობა.

* * *
[მილიონებში ხელის მრეველი]
[სიზმრად: საოცარ] ყრმობისას მდიდარ ბაღში შეველი
[ყრმობისას ჩემი იყო ტყე-ველი]
[ეხლა] ვარდები დამხვდა [შეულეველი] დაულეველი.
მე [მიღიმოდა] მიმღეროდა ჩემზე ტყე-ველი:
მილიონებში ხელის მრეველი!
[მილიონებში ხელის მრეველი].

გაჰქრა იგი დრო!
გაჰქრა იგი დრო!
გაქრა იგი დრო!

* * *
მე აფხაზეთის...

ტფილისი. მწერალთა სასახლე (მაჩაბელის ქუჩა №13). რესპუბლიკის სახალხო პოეტ გალაკტიონ ტაბიძეს.

ნატალიას ეპიტაფია
დაკრძალულია
      აქ ნატალია.
აკრძალულია
      ხმათ ბატალია.
თამბაქო მშვიდი,
      ღვინო მაღალი,
თუ არ გსურთ დიდი
      აყალმაყალი!
ვინც კრძალულია,
      და ან მხდალია,
დაკრძალულია
      აქ ნატალია.

*
გადაქცეულნო
      მხოლოდ სიმარდეთ,
ლექსს გამცნებთ მუზა?
      აბა, მიმართეთ!

*
ამიერ-კავკასიის ყრილობა - 15 იანვარს. ჩვენი როლი?
Дидубэ. Озургетский тупик №13. Давид Михайлович Арунов.

პოეტები გალაკტიონს.

Лаврентий Берия. Слово. К. К.